პირველი თოვლი სულ თხელი იყო. იმ ღამეს არ გადაიღო, დილისთვის მთელი ველი დაფარა. ახლა უკვე ფეხი ეფლობოდა. მოშივდა ბაჭიას. ციოდა. თოვლი გაქექა და უკანა ფეხებზე ხტომით დაეშვა ჭალისაკენ. ქარი უბერავდა. ვერაფერი იპოვა.
შიოდა.
ძალიან, ძალიან მოუნდა ბალახი; თუნდაც სულ ცოტა, უფრო მოუნდა ან თივა, ან ყლორტი.
შიოდა.
რა გემრიელი იქნებოდა ბალახი.
ახლა შუა ველზე მიკუნტრუშობდა.
შიოდა.
უცებ იგრძნო რაღაც.
ტკივილი? - არა.
რაღაც და გათავდა.
ვანომ თავის შვილს დაუძახა და მოკლული ბაჭია აბგაში ჩაუდო:
- მამა, ფეხები მომეყინა, - თქვა ბიჭმა.
- ნუ გეშინია, ერთ საათში შინ ვიქნებით, - დაამშვიდა მამამ.
სხვა მოთხრობები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
Kids.ge-ს რჩევები
დააფასეთ ბავშვის დამოუკიდებლობა და მიეცით მას საშუალება, იყოს თავისუფალი
აჩვენეთ ბავშვს, რომ გიყვართ და მხარს უჭერთ მას, მაშინაც კი, როდესაც ის დამოუკიდებლად აკეთებს არჩევანს.
ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საინტერესო