kids.ge logo

ერთხელ

ფავორიტებში დამატება

ერთხელ ბერიკაცმა ნიჩბით გადახადა ქვევრს მიწა.

- რას შვრები, პაპავ? - შეეკითხა შვილიშვილი.

- გუშინღამ მაჭარი თუხთუხებდა, მეშინია ქვევრი არ იყოს გახეთქილი, შვილო.

შვილიშვილმა ქვევრთან ჩაიმუხლა, სარქველზე დარჩენილი მიწა გადაბერტყა, მერე ნაპირები შემოიწმინდა. პაპამ ახალა სარქველი, ორშიმო მოიმარჯვა. დიდხანს იხედებოდა შიგნით, შემდეგ თავი გასწია და შვილიშვილს ჩაახედა.

- გახეთქილა, - თქვა ჯემალმა.

- ჰო, - დაუდასტურა პაპამ.

შვილიშვილი: ასე იცის, პაპა, მაჭარმა?

პაპა: ზოგჯერ ჰო, ზოგჯერ არა.

შვილიშვილი: ზოგჯერ რატომ?

პაპა: იმიტომ, რომ ზოგჯერ ქვევრის კედელი თხელია.

შვილიშვილი: მერე?

პაპა: მერე, მაჭარი კი ზედმეტად მდუღარე.

შვილიშვილი: ზოგჯერ კი?

პაპა: ზოგჯერ კი ქვევრის კედელი სქელია, მაჭარიც ნაკლებად მდუღარე.

შვილიშვილი: მერე?

პაპა: მაშინ არ სკდება.

შვილიშვილი: პაპავ, ეგ ქვევრი აღარ ვარგა?

პაპა: ქვევრი არა, მაჭარი კი, რაც დარჩა, უფრო კარგი ღვინო დადგება.

მოხუცმა ნიჩაბს წამოავლო ხელი და ახალი ორმოს თხრა დაიწყო. პაპა-შვილიშვილმა საღამომდე იმუშავეს. საღამოხანს ეზოდან მთელი, უფრო პატარა ქვევრი შემოათრიეს და ორმოში ჩააგდეს. გამზადებულ ჭურჭელში გადაიღო მოხუცმა გახეთქილში დარჩენილი მაჭარი. პატარა ქვევრი უცებ გაივსო. რაც დარჩა, პაპამ კოკაში ჩაასხა, მერე შვილიშვილი პურზე გაგზავნა, თვითონ კი მჟავე ამოიღო.

ცოტა დალიეს.

პაპამ ყალიონი გააბოლა.

კიდევ დალიეს.

ჯემალი ოდნავ შეთვრა.

- რამდენი წლისა ხარ, ბიჭო? - გადააწოდა მოხუცმა.

- თვრამეტისა, პაპავ.

მოხუცმა კიდევ მოქაჩა, მერე კეფა მოიქექა.

- ჯერ მაჭარი ხარ, შვილო, - უთხრა და კეფა ისევ მოიქექა.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 9–18
ოპტიმალური ასაკი: 12–16

სხვა მოთხრობები

ერთხელ

ერთხელ ბერიკაცმა ნიჩბით გადახადა ქვევრს მიწა. - რას შვრები, პაპავ? - შეეკითხა შვილიშვილი. - გუშინღამ მაჭარი თუხთუხებდა, მეშინია ქვევრი არ იყოს გახეთქილი, შვილ...

უსახელო უფლისციხელი

რამდენიმე ხნის წინათ გადავწყვიტე, დამეწერა ისტორიულ-ლიტერატურული ნარკვევი უფლისციხეზე. ეს არცთუ ისე ადვილი აღმოჩნდა: არ ვიცოდი, რა მექნა. რაღაც დაიბადა იდეასავი...

ტკივილი? - არა. რაღაც და გათავდა

პირველი თოვლი სულ თხელი იყო. იმ ღამეს არ გადაიღო, დილისთვის მთელი ველი დაფარა. ახლა უკვე ფეხი ეფლობოდა. მოშივდა ბაჭიას. ციოდა. თოვლი გაქექა და უკანა ფეხებზე ხტო...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: დარბაიძე:


Kids.ge-ს რჩევები

იყავით კარგი მაგალითი

აჩვენეთ ბავშვს, რომ თქვენც ეფექტურად მართავთ დროს და იყენებთ სხვადასხვა ტექნიკას.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026