kids.ge logo

ილია ჭავჭავაძის სახსოვრად

ფავორიტებში დამატება
სა−ძირკვ−ლად აზ−რი ჩა−აგ−დე,
ზედ დასდ−გი გრძნო−ბის ტა−ძა−რი,
მან გა−აბრ−წყი−ნა სხი−ვე−ბით
ჩვე−ნი სამ−შობ−ლოს მთა-ბარი.
გვყა−რა−უ−ლობ−დი თვალ-ფხიზლად,
შენ ი−ყავ ჩვე−ნი სა−ფა−რი -
მოგ−კა−ლით ჩვე−ნისვე ხე−ლით,
მოძ−მეთთ−ვის ნა−ჭირ−მა−გა−რი;
და შე−ნი სისხ−ლიც იქ ბრ−წყი−ნავს,
სად წი−ნა−პარ−თა ნ−თხე−უ−ლა,
რო−მელ−თა ხსოვ−ნა შენს გულ−ში
ა−რო−დის გა−მო−ლე−უ−ლა;
ი−მათ სისხლს ა−რაგ−ვის პი−რად
შე−ნიც და−ერ−თო წლე−უ−ლა.


მოჰკვ−დი თვის სატრ−ფოს კალ−თა−ზე.
და−დუმ−და ჩან−გის სი−მე−ბი;
აყ−ვა−ვე−ბუ−ლი მა−მუ−ლი
გაგ−ვიხ−და და−სა−ტი−რე−ბი!
და−გი−კოც−ნი−ან სა−ხე−სა
ნა−თელს ა−რაგ−ვის გმი−რე−ბი;
შვი−ლის და−კარგ−ვას გლო−ვო−ბენ
ტურ−ფა ა−ლაზ−ნის პი−რე−ბი!
კა−კო ყა−ჩაღ−თან ერ−თა−და
მოსთქ−ვა−მენ გლე−ხის შვი−ლე−ბი,
უ−სა−მართ−ლო−ბის მსხვერპ−ლე−ბი,
ყა−ჩა−ღად გაც−ვივ−ნი−ლე−ბი.
ჩვე−ნის სა−წყლო−ბის მო−ზა−რევ,
მანდ და−ის−ვე−ნო ე−გე−ბი?!
ჩვენ რა ვქნათ, ჩვე−ნა, ცო−ცხლებ−მა?
გარს შე−მო−ვივ−ლეთ ბე−ქე−ბი,
ვხდე−ბით ყვავ-ყორნის სა−დი−ლად,
ტურა-მგელთ გა−საყვ−ლე−ფე−ბი!


ვა−ი, რომ რჩე−ბა აკ−ვა−ნი
ბა−ზა−ლე−თის ტბის ძი−რა−სა,
და დიდ−ხანს კი−თხვად−ვე გვრჩე−ბა:
„ვინ ა−მო−ი−ღებს ი−მა−სა?
ან იმ ბალღს ვინ უ−პატ−რო−ნებს,
უ−სუ−სურს მტი−რალს ბე−დი−სა,
აკ−ვან−ში რომ წევს სა−წყა−ლი
და ძუ−ძუ ს−წყუ−რის დე−დი−სა?
ან იმ ცრემ−ლის ტბას დი−ად−სა,
ე−რის−გან და−ნა−დი−ნარ−სა,
ვინ დაშ−რეტს, ვინ ა−მო−იყ−ვანს
იმ უ−სუ−სურსა მტი−რალსა?!”

ვე−რა−ფერს ვი−ტყვი. ე−ნა სდუმს,
თავ−ზე დაგვ−ჩხა−ვის ყო−რა−ნი;
გაღ−მა გასვ−ლი−სა მსურ−ველ−თა
უ−კუღ−მა მიგვ−ყავს ბო−რა−ნი;
გაგ−ვი−ბა−ტონ−და, მგო−სა−ნო,
სი−რეგვ−ნე შეუწონარი…

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვიცანი, ღმერთო, სამყაროვიცანი, ღმერთო, სამყარო, - ეს შენი დანაბადები, - იმისი ავლა-დიდება და შიგ საგძალი ნადები; მბოჭავს, არ მათ...ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტსმშვიდობა შენს ნეშტს, მგოსანო, ქართლისა წყლულთა მოზარე, მშვიდობა, სულო ძლიერო, თავის სამშობლოს მოყვარე!.. ...ხიდო, მოგენდე, ჩამიტყდიხიდო, მოგენდე, ჩამიტყდი, წყალს მიმეც ადევებულსა. შორს დამრჩა სატრფო გულისა, იმისთვის დაფეთებულსა. ის ჰგოდ...წიწილაქორმა წიწილა წაიღო, იძახდა "წიავ-წიავსა!" წიწილის თეთრი ბუმბული ველად გაჰქონდა ნიავსა... ღვარი წავიდა სის...ქართლსქართლო, დარდების ამშლელო, გულ-მაგარ ძეთა მხარეო! რო გნახე, გული აძგერდა, ფიქრი მეწვია მწარეო. არა ვსთქვა,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026