kids.ge logo

ლელა ცუცქირიძე

ლელა ცუცქირიძე

ფავორიტებში დამატება

პოეტი, საბავშვო ავტორი, თვითნასწავლი მხატვარ-ილუსტრატორი.

დაიბადა 1964 წელს, თბილისში, დაამთავრა  ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი  (სპეციალობით ქართული ენა და ლიტერატურა).

სხვადსხვა დროს მუშაობდა გამომცემლობებსა და საბავშვო ჟურნალებში რედაქტორად. ამჟამად  მუშაობს ეროვნული სასახლის მკითხველთა კლუბის მენტორად და  საკვირაო სკოლების, მათ შორის, საავტორო საკვირაო სკოლის  პედაგოგად. 

აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ლიტერატურულ და შემოქმედებით  პროექტებში.

მისი პროზაული და პოეტური ტექსტები  იბეჭდება ლიტერატურულ პერიოდიკაში, შესულია  სასკოლო სახელმძღვანელოებში, სხვადსხვა კრებულებსა და ანთოლოგიებში, მათ შორის,  უცხოურ  ლიტერატურულ ალმანახებსა და კრებულებში,

მისი პოეტური  და პროზაული ტექსტები (მათ შორის, საბავშვო)  თარგმნილია ინგლისურ, უკრაინულ, ბერძნულ, რუსულ, ლიეტუვურ,  გერმანულ, ფრანგულ ენებზე. 

2021 წელს მწერალთა სახლის ხელშეწყობით საფრანგეთში გამოიცა მისი საბავშვო წიგნი „ატუსა და მატუსა“.

არის საბავშვოი სიმღერების ტექსტების ავტორი.

არის სხვადსხვა ლიტერატურული  და შემოქმედებითი  კონკურსის გამარჯვებული და ფინალისტი, მათ შორის:  იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსის სამგზის გამარჯვებული ნომინაციებში: საბავშვო წიგნის ილუსტრირება, საბავშვო დრამატურგია, საბავშვო პროზა (ორი ნომინაციით),     ბათუმის თოჯინების თეატრის საბავშვო პიესების კონკურსის,   მწერალთა  სახლის მიერ გამოცხადებული შემოქმედებითი სტიპენდიების, საბავშვო ლიტერატურული კონკურსის „ოქროს ბუმბული-2021“ (2 ნომინაციაში),  ნაეკისა და სულაკაურის გამომცემლობის ერთობლივი საბავშვო ლიტერატურული კონკურსის, თბლისის სახელვნებო კონკურსის ორგზის,  გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული .კონკურსის ორგზის გამარჯვებული,  ლიტერატურული კონკურსის „საბა“ ფინალისტი პოეზიაში (2018წ.) და სხვ.

2020 წელს  საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ  გამოვლენილი  „წლის ბესტსელერის“ გამარჯვებული ნომინაციაში  „ქართველი ავტორის ბესტსელერი საბავშვო წიგნი“.     

გამოცემული აქვს ორი პოეტური კრებული და ოცამდე საბავშვო წიგნი. 

USAID -ის საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (GPRIED) ფარგლებში გამოცემული აქვს 11 საბავშვო წიგნი.   

ინკლუზიური განათლების მიმართულებით გამოცემული აქვს 3 ელექტრონული წიგნი.

ილუსტრირებული აქვს 20-მდე სადიდო და საბავშვო  წიგნი. 

მისი ნახატები ინახება საქართველოს, თურქეთის, ლიეტუვას, ამერიკის შეერთებული შტატების კერძო კოლექციებში.

 

ლელა ცუცქირიძის მხატვრობა (Lela tsutskiridze's art)
ლელა ცუცქირიძე (Facebook გვერდი)

ლელა ცუცქირიძის წიგნები

ატუსა და მატუსა
კარგი დღე
დედაშვილობის პა-დე-დე
რაკრაკ-რუკრუკა ამბები
ატუსა და მატუსა
სახალისო ანბან-ლექსები
თოვლის გუნდა და პატარა თეთრი ბუ ტუსურა
მწერლობანა
დათუნია ბრუუს თავგადასავალი
მხიარული ოჯახი
ხრუპუნა ფინჯანი
დეიდა საშაქრე და ძია სამარილე
პატარა თხუპნია ქვაბი
ზანზარას და ჩუს თავგადასავალი
ბიბლიური იგავები
გუდანდარას და გუდუ-გუდუს თავგადასავალი
ნაძვის ხის მოსართავი ლექსები
„ფარშვანგი“
ნახატის ავტორი:
ნიკოლოზ ღონღაძე (10)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
„პეპელა“
ნახატის ავტორი:
ემილი (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ წაკითხული ლექსები. თუ შენც გაქვს გადაღებული ლექსები, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ისინი სხვებსაც!

Kids.ge-ს რჩევები

გახსოვდეთ ბებიების ნათქვამი

ბავშვი თქვენი საკუთრება არ არის, მას გარკვეული დროის განმავლობაში არ ფლობთ. თანაცხოვრების პერიოდში მაქსიმალურად ეცადეთ ბავშვი აღზარდოთ კარგ ადამიანად.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024