kids.ge logo

სანდრო ეული

სანდრო ეული

ფავორიტებში დამატება

დაბადების ადგილი: ჩოხატაურის რაიონი, სოფელი ზომლეთი.

სოფლის სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებელთან არსებულ სასოფლო-სამეურნეო სკოლაში, მაგრამ 1905 წელს რევოლუციური საქმიანობისათვის გარიცხეს სასწავლებლიდან. 1907 წელს დაამთავრა ლანჩხუთის სამოქალაქო სასწავლებელი. მძიმე ოჯახური პირობების გამო  იძულებით მიდის ფოთის ნავსადგურის მუშად. 1909 წლიდან მუშათა რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება ფოთში, შემდეგ ბაქოში, სადაც 1916 წელს  დააპატიმრეს და ბაქოს ბაილოვის საპყრობილეში მოათავსეს. 1917 წლიდან იგი კვლავ საქართველოშია. ამავე წელს შედის ბოლშევიკური პარტიის რიგებში. 1920 წელს მუშაობდა არალეგალურ გაზეთ "კომუნისტში", შემდეგ იყო მისი რედაქტორი.

1920 წელს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დააპატიმრა და კვლავ საპყრობილეში ჩასვა. ქუთაისის ციხეში დაწერა ლექსი "წითელ საქართველოს". მონაწილეობდა საქართველოს ოკუპაციაში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ  ლიტერატურული ჯგუფ "პროლეტარული მწერლობის" ერთ-ერთი მეთაური გახდა. იყო  ჟურნალ "ნიანგის" რედაქტორი. 1931 წლის იანვარში დანიშნეს საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორად, რომელიც ამავე წლის 25 თებერვალს საზეიმოდ გახსნა. მისი ხელმძღვანელობით ფონდებიდან ამოიღეს დემოკრატიული რესპუბლიკის ცხოვრების ამსახველი გამოცემები და საჯარო ბიბლიოთეკა გახდა საბჭოთა პროპაგანდის ცენტრი. სანდრო ეული კ. მარქსის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი იყო 1931-1936  და 1944-1962წწ.

„ფუტკარი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ლექსები

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ხოსიტაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ პატივისცემა

ასწავლეთ ბავშვებს, პატივი სცენ ოჯახის წევრებს, უფროსებს და სხვა ადამიანებს.

სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)
სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)

გაზაფხულდა,ყვავილებმა გაიშალეს თმები, ტანთ ლამაზი ჩაუცვიათ ჭრელი სამოსელი. გაიღვიძეს ცხოველებმაც დახტის ცელქი შველი პეპელას ვერ დაეწევი, რომ მოჰკიდო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2025