ნახატის დამატება
საიტზე ბავშვების ნახატების დამატების მიზანია, ხელი შევუწყოთ ბავშვების მხრიდან პოეზიის და ლიტერატურის უკეთ გაცნობას, მისი ნახატად გადატანის და ამ ფორმით მათი შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, შრომისმოყვარეობის წახალისებას და მოტივაციის გაზრდას. ამიტომ აქ ატვირთული ყველა ნამუშევარი, აუცილებლად უნდა იყოს ბავშვის მიერ ხელით შესრულებული ნახატი რომელიც რომელიმე კონკრეტული ლექსის ან მოთხრობის (ზღაპრის, იგავის და ა.შ.) თემაზეა შესრულებული.
გაითვალისწინეთ, რომ ნამუშევრები არ უნდა იყოს ინტერნეტიდან აღებული სურათბი, კლიპარტები, გასაფერადებლები და ა.შ. თითოეული დამატებული ნახატი საიტის ადმინისტრაციის მიერ მოწმდება და მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება მისი გააქტიურება საიტზე, თუ ის აკმაყოფილებდეს საიტზე ნახატის დამატების პირობებს. სხვა შემთხვევაში თქვენს მიერ ატვირთული ნებისმიერი ფაილი წაიშლება სერვერიდან.
თამაში უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გართობა და მხიარულება
თამაშის საშუალებით ბავშვი სწავლობს თანატოლებთან, უფროსებთან ურთიერთობის წესებს, უვითარდება რიგის დაცვისა და სხვებისათვის გაზიარების უნარები.
ალბათ ბევრი ჩვენგანი შეწუხებულია ქალაქში, განსაკუთრებით ასფალტიან ზედაპირებზე ძაღლების მიერ დატოვებული სიურპრიზებით. თუმცა სიმართლე ისაა, რომ ეს არა ძაღლის, არა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო