kids.ge logo

ნახატის დამატება

საიტზე ბავშვების ნახატების დამატების მიზანია, ხელი შევუწყოთ ბავშვების მხრიდან პოეზიის და ლიტერატურის უკეთ გაცნობას, მისი ნახატად გადატანის და ამ ფორმით მათი შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, შრომისმოყვარეობის წახალისებას და მოტივაციის გაზრდას. ამიტომ აქ ატვირთული ყველა ნამუშევარი, აუცილებლად უნდა იყოს ბავშვის მიერ ხელით შესრულებული ნახატი რომელიც რომელიმე კონკრეტული ლექსის ან მოთხრობის (ზღაპრის, იგავის და ა.შ.) თემაზეა შესრულებული.

გაითვალისწინეთ, რომ ნამუშევრები არ უნდა იყოს ინტერნეტიდან აღებული სურათბი, კლიპარტები, გასაფერადებლები და ა.შ. თითოეული დამატებული ნახატი საიტის ადმინისტრაციის მიერ მოწმდება და მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება მისი გააქტიურება საიტზე, თუ ის აკმაყოფილებდეს საიტზე ნახატის დამატების პირობებს. სხვა შემთხვევაში თქვენს მიერ ატვირთული ნებისმიერი ფაილი წაიშლება სერვერიდან.

მიუთითეთ ნახატის დასახელება, თუ ასეთი არსებობს. თუ ნახატს სხვა დასახელება არ აქვს, მისი სახელი ავტომატურად იქნება იმ ნაწარმოების სახელი, რომლისთვისაც ამ ნახატს ტვირთავთ.
მიუთითეთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართ, რომ ადმინისტრაციის მხარიდან ნახატის შემოწმების შემდეგ, შეატყობინოთ მისი გამოქვეყნების შესახებ, ან არ გამოქვეყნების შემთხვევაში ამის მიზეზი.
მიუთითეთ ბავშვის სახელი (და გვარი, სურვილის შემთხვევაში), ვის მიერაც არის ნახატი შესრულებული.
მიუთითეთ ნახატის ავტორის ასაკი, ამ ნახატის შესრულებისას. ასაკი შეგიძლიათ მიუთითოთ სიტყვიერად. მაგ: 7 წლის და 4 თვი ან 12 წლის და ა.შ.
აირჩიეთ ნახატი კომპიუტერში, ან გადაუღეთ ფოტო ტელეფონით.


0%
Kids.ge-ს რჩევები

შეაქეთ ბავშვი, არ გააკრიტიკოთ

ბავშვს არ მოსთხოვოთ ბევრი, მაგალითად, ნახატის სრულყოფილად დახატვა. მიეცით ზოგჯერ შეცდომის დაშვების საშუალება. ამ დროს, უმჯობესია შეაქოთ და აქცენტი გააკეთოთ იმაზე, რაც კარგად გამოუვიდა და თვითონ მას მოეწონა. თუ მაგალითად, არ გამოსდის კოშკის აშენება, არ გააკრიტიკოთ, წაახალისეთ, კიდევ სცადოს აშენება.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024