kids.ge logo
ფავორიტებში დამატება
„ვარსკვლავი “
ნახატის ავტორი:
ნინო გრიგოლია (ცხრა წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
„ყვავილი“
ნახატის ავტორი:
ემილია ლომთაძე (3 წლის და 7 თვის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ინფორმაცია

გაასწორე მაღვიძარას ისრებიამ მარტივი თამაშით, ბავშვები შეძლებენ საათზე გამოსახული დროის წაკითხვას, ცნობას და თვითონ მოუწევთ დააყენონ ესა თუ ის დრო მაღვიძარაზე.

თამაშში შესაძლებელია სხვადასხვა სირთულის ამოცანის დასმა პატარისათვის: მაგალითად თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ ისე, რომ თამაშმა გამოსაცნობად აჩვენოს მხოლოდ მეოთხედები, ყოველი მე-5 წუთი ან ყველა, სამოცივე წუთი. ასევე შეიძლება გამოსაცნობი იყოს 1-დან 12-მდე, ან 1-დან 24 საათამდე. შეგიძლიათ ციფერბლატზე წუთების აღმნიშვნელი რიცხვებიც არეგულიროთ, გამოაჩინოთ ყველა მათგანი, მხოლოდ 5-ის ჯერადი, ან საერთოდ არ აჩვენოთ წუთები და მხოლოდ დანაყოფების მიხედვით მოუწიოს პატარას ისრების დაყენება შესაბამისი დროის მიხედვით. თამაში ძალიან მარტივია, მაგრამ რაც მთავარია - ძალიან სასარგებლო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენ უკვე ცდილობთ მას დროის ცნობა ასწავლოთ. ისრების ტრიალი შესაძლებელია მაუსით, ხოლო პლანშეტურ კომპიუტერებზე - თითის მეშვეობით.

თამაშის დაწყებამდე, თქვენს პატარას აუხსენით რამდენიმე ნიუანსი საათთან მიმართებაში, მაგალითად ის, რომ 0 საათი ეს იგივე 12 და 24 საათია. რომ, მაგალითად 5 საათია, თუ პატარა ისარი ან დგას 5-ზე ან ცოტათი გადაცდენილია მას. აუხსენით, რომ 5-დან 6-მდე სულ ხუთი საათი შეიძლება იყოს (წარმოსათქმელად მაინც, სანამ სხვანაირადაც შეძლებს დროის წარმოთქმას, მაგალითად 6-ის ნახევარია, 6-ს აკლია 25  წუთი და ა.შ). ნუ შეეცდებით ისეთი რთული ნიუანსების ახსნას, რომ პატარა ისარი აუცილებლად წუთების შესაბამისად უნდა იყო საათის აღმნიშვნელ რიცხვებს შორის. მათთვის რთული გასაგები იქნება ასეთი რამ.

რათქმაუნდა სასურველია, პატარამ უკვე იცოდეს 10-ზე ზევით რიცხვების ცნობა. თუმცა ამ თამაშის მსვლელობაშიც შეგიძლიათ მიეხმაროთ ორნიშნა რიცხვების წაკითხვაში და დროის ცნობასთან ერთად ამასაც ასწავლით მას.

გარდა ამისა, პატარას მაუსით მოუწევს მისთვის მეტნაკლებად უჩვეულო მოძრაობების გაკეთება, ერთი წერტილის ირგვლივ, წრიულად მაუსის მოძრაობა, რაც კიდევ უფრო განავითარებს მის კოორდინაციასა და ხელის მოძრაობის სიზუსტეს.

Kids.ge-ს რჩევები

მოუსმინეთ ექიმს

თუ თქვენი პედიატრი თვლის, რომ თქვენი ბავშვის ცხელება გამოწვეულია ვირუსით, ნუ აიძულებთ მას მიიღოს ანტიბიოტიკები. საუკეთესო წამალი შეიძლება იყოს დასვენება, ბევრი სითხე და ცოტა სითბოც. ანტიბიოტიკების ჭარბად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გართულებები და დააქვეითოს ბავშვის რეზისტენტობა ვირუსის მიმართ.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ფისუნა“
ნახატის ავტორი:
ბარბარე ციშუკ (7)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024