გაცნობებთ, რომ Google-ის გადაწყვეტილებით, 2020 წლის დეკემბრის შემდეგ, გაუქმდა Flash-ის მხარდაჭერა Google Chrome-ის ბრაუზერში, რის გამოც, საიტზე არსებული ფლეშ (flash) თამაშები განახლებულ ქრომის ბრაუზერებში სამწუხაროდ ვეღარ იმუშავებს. დიდი ალბათობით, ახლო მომავალში იგივეს გადაწყვეტენ სხვა ბრაუზერებიც, და სხვა ბრაუზერებითაც შეუძლებელი იქნება ჩვენი ფლეშ თამაშების გამოყენება. ჩვენ არ გავაუქმებთ აღნიშნულ გვერდებს და ამავე მისამართებზე, დროთა განმავლობაში ავტვირთავთ ამავე თამაშის განახლებულ (html5) ვერსიებს. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული დიდ დროს და რესურსს მოითხოვს, თამაშების ჩანაცვლების პროცესი შეიძლება გარკვეულ პერიოდს გაგრძელდეს. ჩვენ ბოდიშს გიხდით აღნიშნულისთვის, თუმცა ეს ცვლილება ჩვენზე დამოკიდებული არ იყო.
ჩემი ქულები
თქვენ ჯერ არ გაქვთ ქულები ამ თამაშისთვის. |
იმისთვის რომ შეინახოთ თქვენი შედეგები, უნდა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ უკვე გახსნილი გაქვთ ანგარიში, შედით სისტემაში.
უმაღლესი ქულები
1 | ანანო კიკნაძე 17 წლის | 478359858 | |
2 | ელენე გუდავაძე 17 წლის | 415759869 | |
3 | ლიკა ასკურავა 23 წლის | 414747765 | |
4 | მირა გორგილაძე 16 წლის | 256202463 | |
5 | ვიქტორია ყოლბაია 18 წლის | 124725626 |
ინფორმაცია
kids.ge-ს არითმეტიკა - არითმეტიკული თამაში, პატარებისთვის და არა მხოლოდ, ვისაც სურს გონების გავარჯიშება და არითმეტიკაში თავისი შესაძლებლობების გაუმჯობესება.
თამაში სამი სირთულისაგან შედგება და საინტერესოა როგორც დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთის, ასევე უფროსი კლასელებისთვისაც. თამაშის მარტივ ვარიანტში, შესაძლებელია გარკვეული პარამეტრების დაყენება თქვენი სურვილი მიხედვით (ბავშვის შესაძლებლობის შესაბამისად). საშუალო სირთულის თამაშში, არითმეტიკული ოპერაციებიდან შეგხვდებათ მხოლოდ მიმატება და გამოკლება. ხოლო რთულ თამაშში მიმატებასა და გამოკლებასთან ერთად, გამრავლებაც და გაყოფაც.
თამაშის სცენარი აგებულია შემდეგნაირად: რაც უფრო მეტ სწორ პასუხს გასცემს მოთამაშე, მით უფრო მეტად რთულდება შემდეგი დავალება: ანუ იზრდება რიცხვი, რომლის ფარგლებშიც უწევს მოთამაშეს თამაში.
შეზღუდული დრო, აიძულებს მოთამაშეს, იყოს მობილიზებული და იაზრვნოს სხარტად. თამაშის მსვლელობაში მოთამაშე აგროვებს ქულებს, რომლის შენახვაც შესაძლებელია, რაც ასევე ზრდის სტიმულს უფრო ხშირად და უკეთესად ითამაშოს პატარამ ეს თამაში. ეს კი თავის მხრივ ეხმარება მას როგორც არითმეტიკის ცოდნის განმტკიცებაში, ასევე აჩვევს მას სხარტ აზროვნებას.
ბავშვისთვის რაიმე საქმის მინდობა სკოლამდელი აღზრდის პერიოდში, უვითარებს მას თვითდაჯერებულობას და კომპეტენციის გრძნობას, ამბობს ბასი. ბავშვი, რომელსაც ევალება ყვავილების მორწყვა ან საშრობიდან ტანსაცმელის გამოღება, დიდი ალბათობით თავად შეძლებს ჩაცმას ან სიმინდის ბურბუშელის მომზადებას. უბრალოდ დარწმუნებული იყავით, რომ თქვენ მიერ მინიჭებული დავალება მარტივად განხორციელებადი იყოს. ასევე, იყოს ნამდვილი საქმე, რომელიც ფიზიკურ დატვირთვას არ მოითხოვს, რადგან სკოლამდელ ბავშვებსაც შეუძლია სამუშაოს შეფასება. მიზანია, შვილმა ოჯახის ქმედითუნარიან წევრად იგრძნოს თავი.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო