გაცნობებთ, რომ Google-ის გადაწყვეტილებით, 2020 წლის დეკემბრის შემდეგ, გაუქმდა Flash-ის მხარდაჭერა Google Chrome-ის ბრაუზერში, რის გამოც, საიტზე არსებული ფლეშ (flash) თამაშები განახლებულ ქრომის ბრაუზერებში სამწუხაროდ ვეღარ იმუშავებს. დიდი ალბათობით, ახლო მომავალში იგივეს გადაწყვეტენ სხვა ბრაუზერებიც, და სხვა ბრაუზერებითაც შეუძლებელი იქნება ჩვენი ფლეშ თამაშების გამოყენება. ჩვენ არ გავაუქმებთ აღნიშნულ გვერდებს და ამავე მისამართებზე, დროთა განმავლობაში ავტვირთავთ ამავე თამაშის განახლებულ (html5) ვერსიებს. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული დიდ დროს და რესურსს მოითხოვს, თამაშების ჩანაცვლების პროცესი შეიძლება გარკვეულ პერიოდს გაგრძელდეს. ჩვენ ბოდიშს გიხდით აღნიშნულისთვის, თუმცა ეს ცვლილება ჩვენზე დამოკიდებული არ იყო.
ინფორმაცია
მარტივი ფორმები პატარებისათვის - ეს არის მარტივი ფორმების შესასწავლი თამაში ყველაზე პატარებისათვის. ეს იმ ასაკის ბავშვებზეა გათვლილი, რომელთა ყოველდღიურ ცხოვრებაში და სწავლის პროცესში, გული და ვარსკვლავი აქტიურად ფიგურირებს. სწორედ ამიტომ აქ სხვა, უფრო რთული გეომეტრიული ფორმები არ არის.
თამაშის პრინციპი ძალიან მარტივია. ის შედგება ორი ეტაპისაგან. ესენია ფორმების სწავლა და ფორმების გამოცნობა. თამაშის დაწყებისას, ბავშვს შეუძლია ამოირჩიოს, თუ რომელიც ეტაპით სურს თამაშის დაწყება. პირველი ეტაპის თამაშისას, როგორც კი ბავშვი მოისმენს ყველა ფორმის დასახელებას, თამაში შესთავაზებს მეორე ეტაპზე გადასვლას, თუმცა სავალდებულო არ არის ამ დროს მეორე ეტაპზე, ფორმე��ის გამოცნობაზე გადასვლა: შესაძლებელია ფორმების დასახელების იმდენჯერ მოსმენა, რამდენჯერაც პატარას გაუხარდება.
ფორმის დასახელების მოსასმენად, ბავშვმა მაუსით უნდა დააჭიროს თითოეულ ფორმას. ხოლო თამაშის მეორე ეტაპზე, მას მოუწევს მოძებნოს ესა თუ ის ფორმა და ასევე მაუსით აჩვენოს, დააჭიროს მას. ამიტომ ამ თამაშის თამაში გარდა ფორმების შესწავლისა, განავითარებს ხელის კოორდინაციის უნარებს.
თუ პატარა შეცდომას დაუშვებს ფორმების გამოცნობაში, თამაში შესთავაზებ მას ფორმების სწავლაზე გადასვლას, რათა განამტკიცოს ფორმების დასახელებების ცოდნა. ხოლო, შეცდომის ზედიზედ სამჯერ დაშვების შემთხვევაში, თამაში ავტომატურად გადაიყვანს პატარას ფორმების სწავლის ეტაპზე.
იმისათვის რომ არ დაიმახსოვროს პატარამ რომელიმე ფორმაზე მხოლოდ ერთი რომელიმე ფერი, ან ფორმის ადგილმდებარეობა, თამაშის მსვლელობისას ფორმები შეიცლიან ხოლმე ადგილს.
შექმენით განსაკუთრებული მოგონებები
შესაძლოა, თქვენს შვილებს არ ახსოვდეთ თქვენი დარიგებები, თუმცა, მათ ემახსოვრებათ საერთო ოჯახური ტრადიციები - ძილის დრო თუ ღამის თამაშები.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო