kids.ge logo

დამალული კანფეტები

ფავორიტებში დამატება

ერთხელ ზუკას მოტანეს
კანფეტები ყუთით,
სიხარულით ჩახუტა,
არ ტოვებდა წუთით.

დაეხვივნენ ბავშვები და
მოცუნცულდა ცუგაც,
მაგრამ ვაი, დანანა:
"არ გაჭმევთო სულაც!"

სე დაჯდა, ჩახუტა
ტკბილელი გულში,
თითქოს პატარების თხოვნა
არ ესმოდა ყურში.

მერე ადგა, გადამალა
საწოლის ქვეშ ჩუმად
მიიჩნია სამედოდ
მყარად დამალულად.

მაგრამ ერთიც აღარ დახვდა,
რომ მიბრუნდა უკან,
პირის ლოკვით შეჩეხა
მოთხუპნული ცუგა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ცუგა-ფურცელირა ვქნა ბევრი ვეძებე და ვერ ვიპოვე ფურცელი, სწორედ ამ დროს შევამჩნიე ჩვენი ცუგას მუცელი. მერე ზურგიც დავი...ახალი წელიიწყება წელი ახალი, ძველი წლის დასასრულია, ყველა რომ ველით საჩუქრებს, რა დიდი სიხარულია! ყველაფერი რომ ბრწ...მამიკო და მესულ არ უნდა ხვეწნა, მამას თუ აქვს დრო, “- წამო ეზოშიო”, ხშირად თვითონ მთხოვს. მხიარული ხტუნვი...ჩემი უფროსი დაიკოყოველთვის წიგნებს რომ უზის ჩემი უფროსი დაიკო, თამაშს როცა ვთხოვ,არ იმჩნევს, თითქოსდა ხმა ვერ გაიგო. და ამ...ემიგრანტი სპილო"ტკბილი სახლიც იქ დამრჩა და მეგობრებიც, შვილო!" __სპლიყვს უყვება სამშობლოზე ნაღვლიანი სპილო. სპლიყვი ამბო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026