kids.ge logo

ჭკუა ისწავლა

ფავორიტებში დამატება

ახველებს და სიცხე მისცა,
ჩვენს მეზობელ გოგოს,
- უჰ, სკოლაში აღარ წავა,
გამართლა როგორ!-
ამბობს ნიკო და უგულოდ
არჩევს ხვალის წიგნებს,
- ვინახულებ და კორონა
გადამედოს იქნებ -
ბრაზობს დედა: - ზარმაცი ხარ
და სულელი თანაც,
სწავლას, თამაშს ავად ყოფნა
გირჩევნია განა?
თითქოს ნიკოს ეს სურვილი
ღმერთმა შეუსრულა,
სიცხე მისცა, თავი ტკივა,
თვალებს მალ-მალ ლულავს.
ყლაპვა უჭირს, ზურგიც ტეხავს,
თან ახველებს მწარედ,
ლოგინში წევს გათანგული,
ვეღარ გადის გარეთ..
ახლა მიხვდა, ავად ყოფნა
ძლიერ ცუდი არი,
ნატრება, ესიზმრება
სკოლის ეზო კარი.
- ოღონდ მალე მომარჩინე
ღმერთო და გპირდები,
მე ათებზეც კი ვისწავლი,
კარგად რომ ვიქნები.
ხვალ სკოლაში გავიქცევი,
ღონდ მოვრჩე ღამე,
რასოდეს არ ვინატრებ
აწ, სულელურ რამეს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მამიკომ მიშველა ყოჩივარდა, ენძელა, ია, ერთი ციდა, სარვამარტოდ დედისთვის მსურდა მომეზიდა მიწიანად, დავრგავდი, დედის გასახა...ზარმაცი ჯამბული- გაკვეთილებს რად არ სწავლობ, რად ზარმაცობ ჯამბული? მუდამ რად ხარ მოუსვენრად, სხვა ფიქრებში გართული? - რა...თუმც, არ გაჩნდა ძამიკო იცით? გუშინ დაიკო შეეძინა ნიკას, ძამიკო კი ერჩივნა, სიმართლე რომ გითხრათ. "მაგას რა ვეთამაშო ფეხბურთი თუ ...თხოვნაციყვუნია, ჩამო ხიდან, გამომართვი თხილი, აი, ვაშლიც მოგიტანე, გაისველე პირი. მზესუმზირასაც მოგართმევ, თუგი...თოვლის ბაბუა-კარზე ვიღაც აკაკუნებს, აბა, ნახე ცირა. ცოდვა არის იქ რომ დარჩეს, გარეთ ძლიერ ცივა. კარებს ფართოდ გავუღებ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026