kids.ge logo

მარტი

გაზაფხულის ჩანახატები

ფავორიტებში დამატება

თებერვლიდან ზანტად მობოტებს,
თოვლ-ჭყაპს ირევს, ვერ გაიხდი ბოტებს.
იქნია ფუნჯი, ჭინჭყლმა ერთობ,
ყოჩივარდა მიხატა ფერდობს.
ენძელებში ფურისულა გარია,
ყველას თავგზა და დავთრები არია,
რა ბუბუნებს, ეს რა აურზარია?
რა ტკარცალებს? სუ, სუ, კრინტი...
დაბერა, უთვალავი გასკდა კვირტი.
გაუმწვანდა ნეკერჩხალი, სუროცა,
მერე აპრილს ტახტი გადალოცა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მაისითითქოს არა იყო რა... თითქოს არი, არც არი.. ქალაქს, ისეც სავარდოს, ვარდის დაგავს ხანძარი. ყველაფერი ბრიალე...ჩიორა-ჩიტი-დედი, რაო, ჩიორა- ჩიტმა, ერთმა ფიორამ? რას სტვენს ჩვენი თხილიდან, ასე ტკბილად დილიდან? -დილა გალობისაო, ...მეხანძრეებიაბა, ჩართეთ სირენა, მანქანები დასძარით! – უღრან ტყეში მგლის ბუნაგს გასჩენია ხანძარი. ამბის შემსწრე მთელ ტ...კოწია მამალიოცი დედლის ამალით, ბაღდათური მამალი მობრძანდება კოპწია, განი, განი კოწიას! დეზიანი ბატონი, სხვა მამლების ...სათაფლიაზე ექსკურსიის შემდეგდინოზავრის ნაკვალევი როცა მოინახულა - მოიმარჯვა ფუნჯები და აკვარელი ვახუნამ. ხატავს მწვანე დინოზავრებს ჯი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026