kids.ge logo

უცნაური ორთქმავალი

ფავორიტებში დამატება

სახალწლო ნაძვის ხეზე
ქალაქისკენ მომავალი
ნიავქარზე უფრო მალი -
დგას ბაქანზე ორთქმავალი.
დაგანახათ წამით ნეტავ,
უცნარი არის მეტად.
ერთმანეთზე გადაბმული,
ჩანს თერთმეტი სათაგური.
წინ ეწევა დიდი კასრი
და იმ კასრზე კბილებბასრი
ულვაშა და კუდფუმფულა
ფისუნია დასკუპულა.
მემანქანის ფორმა შვენის,
მემანქანის ქუდიც ხურავს
და ტკბილი ხმით უხმობს თაგვებს,
თან ხითხითებს ეშმაკურად:
- ვისაც უნდა ქალაქისკენ
ბილეთოდ გავაქროლო,
ბა, ჩქარა ამობრძანდეს,
ერთი წამი დაგვრჩა მხოლოდ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლოკოკინა-ძამია ლოკოკინაო, მარტო არ მოგეწყინაო? მითხარი, რატომ აიგე ასე პატარა ბინაო? სტუმრად რომ ვინმე გეწვიოს, ს...ავად გახდა ხუთიანიხუთიანი ავად გახდა, დატრიალებს თავზე ანა. დაეკარგა სნეულს მადა და ოთხიანს დაემგვანა. დასიცხულს და უჭმელს-...ზოოპარკიჩიტს რა უნდა გალიაში? -ეჰ, ლურჯი ცა ვინ აღირსა! -ეს თევზები რას დარდობენ? -წყალს ნატრობენ მდინარისას! -რა...ვისწავლოთ ანგარიშიერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, უკვე ვიცი დათვლა, თუკი ასე ვისწავლი, მე სკოლაში წავალ. ერთი ცხენი ბალახს ძოვ...თოვლის პაპის ნათქვამიცეკვით, სიმღერით, სიცილ-კისკისით მომილოცია ახალი წელი! მომაქვს ციგები, მომაქვს გუნდები, მაჭახელების ჭახან...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026