kids.ge logo

მელაკუდას სორო

ფავორიტებში დამატება
მე−ლა−კუ−და კლი−ენტს ე−ძებს
- ა−ბა, ვის გსურთ ბი−ნა−ო?
სო−რო, სა−მო−თა−ხი−ა−ნი,
უნ−და გა−ვა−ქი−რა−ვო!

სულ ახ−ლა−ხან გა−ვა−კე−თე
ქა−ლა−ქუ−რი რე−მონ−ტი.
თქვე−ნი თვა−ლით შე−ა−ფა−სეთ,
სა−ნა−ხა−ვად შე−მო−დით.

სა−ცხოვ−რებ−ლად თუ−კი გინ−დათ,
ა−რის სრუ−ლი კომ−ფორ−ტი -
ცხე−ლი წყა−ლი ონ−კან−ში და
მა−ცი−ვარ−ში - კომ−პო−ტი.

ა−ბაზანა - გა−წყო−ბი−ლი
ან−ტარქ−ტი−დის კა−ფე−ლით...
ჩე−მი ხე−ლით გა−მოვ−ჭი−მე
ტე−ლე−ფო−ნის კა−ბე−ლი.

სა−ო−ფი−სე ფარ−თი გნე−ბავთ?
ა−მა−ზე კარგს სად ნა−ხავთ!
ი−სე, კი−დეც მი−ჯობს, თუ თქვენ
ა−ქა−უ−რი ა−რა ხართ.

ნე−ტავ, სუ−ლაც აფ−რი−კი−დან
ჩა−მო−ვი−დეს აქ−ლე−მი!..
უ−ცხო−ელ−ზე სხვა ფა−სი−ა,
ა−ქა−ურ−ზე - ნაკ−ლე−ბი.

ე−სე−ცა ვთქვათ - ტყის ცენტ−რი−ა,
მშვე−ნი−ე−რი ად−გი−ლი.
სა−მი მუ−ხის მო−ე−დან−ზე,
მი−სასვ−ლე−ლად ად−ვი−ლი...

რო−გორც ვა−ტყობ, ა−რავის სურს...
რად ვიყ−ბე−დე ამ−დე−ნი?!
თუ არ გინ−დათ, ამ სო−როში
თა−ვად დავ−ბი−ნავ−დე−ბი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ტელეფონიგაიღვიძებს თუ არა, პაწაწინა ეკა მიუჯდება ტელეფონს და მთელი დღე რეკავს. - ალო! თინა, შენა ხარ? როგორა ხარ,...საახალწლო სიზმარიახალი წლის ღამეა და სასწაულს ველი, მალე დაჰკრავს თორმეტჯერ - მიდის წელი ძველი. ნაძვის ხესთან ვზივარ და არ...ფისო-დიასახლისიმზე როდესაც ამოვა, ფისო დადგამს სამოვარს. მერე ქადებს დააცხობს და მაგიდას გააწყობს. დაუძახებს კატუნებს, კ...მაიმუნიაბა, აქ სად ვიქანავებთ?! არ ჰკიდია ლიანები! ან ტოტებზე სად ვიხტუნოთ?! არც ხეები შრიალებენ! თუკი რამეს მოგ...მგელიგალიაში უძლური ვარ, უძლური. დარდით გავხდი, არ გეგონოთ ტყუილი. მენატრება, უღრან ტყეში ძუნძული, ღამღამობით,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026