kids.ge logo

თორნიკელას ანბანი

ფავორიტებში დამატება

ა,ბ,გ,დ...ითვლის ან−ბანს
თორ−ნი−კე−ლა მო−ღუ−შუ−ლი,
რო−დის უნ−და ჩა−ამ−თავ−რონ,
ა−სო−ე−ბის გრძე−ლი მწკრი−ვი?!

ა−ღარ უნ−და და−ამ−თავ−რონ?
წიგ−ნი გან−გებ წე−ლავს ან−ბანს,
უჰ,რამდენი ასო-ბგერა
და−სას−წავ−ლი კი−დევ დარ−ჩათ.

რო−გორ უნ−და მა−ლე მორჩ−ნენ
ა−სო−ე−ბის ამ გრძელ გრე−ხილს,
მე−რე წიგნ−საც წა−ი−კი−თხავს
და ბე−ბო−საც მის−წერს წე−რილს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მოდის ზამთარიმოწყენილა არე-მარე, ტირის დედაბუნება, აღარ ისმის შეძახილი, მხიარული სიმღერა. ყველა სახლში შეყუჟულა გარეთ ...შემოდგომა მობრძანდამზეს ნათება მოაკლდა და ქარმა ქროლვას უმატა, სუსხმა თვალი დააჭყიტა, დროს კარებზე მოადგა. სითბოს ცრემლი მოე...გაზაფხულიია-ია ამოსულა, რა კარგია,რა კარგი, იის კონით მივულოცე, დედიკონას რვა მარტი. ენძელებით მოფენილა, ჩვენი ქვე...კამათი(შემოდის სანდრო ბურთით ხელში) -ეხ,რა კარგად ვითამაშე, ვბურთაობ და დავხტუნავ, არც ლექსების სწავლა უნდა, არ...ზამთარიმთის მწვერვალებს თოვლი ფარავს, მობუზულა მიდამო, სულ ცოტაც და ჩვენც გვეწვევა ფიფქი ლამაზ ციდანო. ფიფქთან ე...

ნახატი ლექსები

ლექსზე „თორნიკელას ანბანი“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026