kids.ge logo

ჯილდო

ფავორიტებში დამატება
ბებიამ უთხრა შვილიშვილს,
შენ გამახსენო, იქნება:
- ორს ერთი რომ მივუმატოთ,
ნეტავ რამდენი იქნება?
- სამი, - მიგო მაშინვე
ბიჭუნამ დაფიქრებლად.
- ჩემო ჭკვვინო ზაზული
დაიმსახურე შექება,
ჰოდა, ამისთვის, გეთაყვა,
სამი კანფეტი გერგება.
- მე კი მეგონა, ბებიკო,
რომ ნამდვილ პასუხს ითხოვდი,
ეგ რომ მცოდნოდა, მაშინ ხომ
ათია-მეთქი, ვიტყოდი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაუგებრობა- აი ასე გამუდმებით ორიანს რომ იღებ, შვილო, იქნებ მასწავლებლის შეკითხვას ვერ იგებ? - გაუსინჯა დღიური და უ...ყურადღებიანი გოგონა- ვის უგზავნი მაგ წერილს? - ჰკითხა დედამ ლალის. - ჩემს ბებიას სოფელში, - შეანათა თვალი. - მერე, შვილო, რა...დღიურიმამა მოვიდა თუ არა, წინ შეეგება გელა: - არ შეგიძლია, მამიკო, თვალდახუჭული წერა? - კი შემიძლია, შვილიკო, ს...ცუღლუტობამასწავლებელმა რვეული რომ შეუსწორა ვასოს, სიტყვა ჩაუკრა: - თითქოსდა, შენი ძმის ნაწერს ჰგავსო. ბიჭმა მიუგო:...საოცრებაიგვიანებ ყოველთვის, ასე როგორ იქნება! ბიჭო, განა არ იცი, სწავლა როდის იწყება? არა, მასწავლებელო! საოცრება...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026