kids.ge logo

პაწაწინა რტო ვარ

ფავორიტებში დამატება
მეფერება მზე ალერსის მთოვარს,
ვარდისფერად ცამან ჩამომთოვა...
მე მიგალობს, როდი მიმატოვა,
თოხიტარა, პაწაწინა რტო ვარ...
ქარი მარხევს და ყვავილებს მაცლის,
ყვავილს მომწყვეტს, გატაცებს მინდვრად...
დამიყვავე, ქარო, ნუ ხარ მკაცრი:
პატარა ვარ, მოფერება მინდა!
მითხარიო: როგორ, როგორ ვანდო
სადუმლო აშარსა და მსტოვარს?
მებაღეო, ნუ დამტოვებ მარტო,
მეშინია, პაწაწინა რტო ვარ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

არაბი ხარ?დგახარ ქუჩის განაპირას, ვარდებს ჰყიდი... - ჩემო კარგო, არაბი ხარ? - იეზიდი... როგორც ია თავდახრილი ბუჩქის...თუთალამის სახლში შემოიჭრას თუთა, ლამის თავზე გადამისვას ხელი... დამიძახებს, თვალს ჩამიკრავს მუდამ ხე მაღალი, ...ჟუჟუნა წვიმა მოვიდაჯეჯილში ჩაიშრიალა თვალგახელილმა ყანამა, მთით მობერილმა ნიავმა, ნარგიზის იავნანამა... ერთი პაწია ჩიორა მუხ...მე ლამაზი მეგობარი მყავდამე ლამაზი მეგობარი მყავდა, თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით... ერთხელ მტრედმა მოუტანა ფრთები, დამტოვა და ღრუ...იყალთოშიაქ სიჩუმეა, მზე და სიჩუმე გულთამკოდავი, მაღლა, ხის წვერზე სადღაც ხმაურობს ჭრელი კოდალა... მზე კაშკაშებს დ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026