თბილისის ერთ-ერთ ლამაზ უბანში, მეტად კეთილი ბებო ცხოვრობდა. იგი თავმდაბალი, თავაზიანი და მოსიყვარულე იყო. თუკი ვინმეს რამე გაუჭირდებოდა, ეთერი ბებო შვილიშვილთან ერთად მასთან გაჩნდებოდა და სიყვარულით სავსე გულით ამხნევებდა.
ეთერი ბებოს ძალიან კარგად გამოსდიოდა სხვისი დახმარება. ამის გამო, ყველას უყვარდა იგი, იმასაც ამბობდნენ, რომ ნამდვილი ადამიანიაო.
ერთ დღეს,როდესაც ბებო შვილიშვილთან ერთად სახლში ბრუნდებოდა, გოგონამ უთხრა: ახლა კი მესმის, რაც ნიშნავს „ადამიანი ადამიანის მალამოაო“. გახარებულმა ბებომ გულში ჩაიკრა პატარა გოგონა.
სხვა მოთხრობები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
Kids.ge-ს რჩევები
დააწესეთ რუტინები
ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა აქტივობებისთვის რეჟიმის დაწესება, იქნება ეს თამაში, კვება, საჭმელი, ძილი თუ სხვ. ის არა მხოლოდ ასწავლის დისციპლინას, არამედ დაგეხმარებათ საკუთარი დროის ეფექტურად მართვაში. გარდა ამისა, თქვენ არ მოგიწევთ თქვენი შვილის კუდში დევნა ყოველწამს.
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საინტერესო