kids.ge logo

სამოთხის ჩიტის ანუ კოლიბრის ამბავი

ფავორიტებში დამატება

ერთ დიდ ტყეში დედამიწის ყველაზე პატარა და ლამაზი ფრინველი- კოლიბრი ცხოვრობდა, რომელსაც სამოთხის ჩიტის სახელითაც იცნობდნენ. მას თანაგანცდის  უდიდესი ნიჭი ჰქონდა და ვინ იცის ,ვის არ ედგა მხარში. სხვისი მწუხარება მთელი გულით სწყინდა და სიხარული საკუთარივით ახარებდა,ხოლო ბედნიერი ფრთოსნების ხილვა სიცოცხლის ხალისს მატებდა. კოლიბრის ახლოს მუდამ ტრიალებდნენ მეგობრები: თავსავარცხელა ოფოფი, ხეკაკუნა კოდალა და თავგვირგვინა ჩიტბატონა.ისინი ერთად ატარებდნენ დროს და ულამაზეს დღეებს ჩუქნიდნენ ერთმანეთს. ფრინელთა შორის შეუცდომელი არავინ იყო, მაგრამ ამავე დროს თითოეულს ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული,რითაც ტყეს თავისი არსებობით რაღაცას მატებდნენ, რაღაც მნიშვნელოვანს. ერთხელ საკვების საძებნელად გამოსულ კოლიბრი შინ დაღლილი ბრუნდებოდა. უცებ უცნაურმა ნათებამ მოჭრა თვალი, გაიხედა და გაოცება ვერ დამალა,როცა თავისი თივის თავშესაფრის ნაცვლად ოქროს ბრწყინვალე ბუდე დაინახა:_ საოცარად თვალისმომჭრელია, ასეთი ლამაზი ბუდე არასოდეს მინახავს! ნეტავ, ვის უნდა ებოძებინა ,ასეთი ძვირფასი საჩუქარი?!_აღფრთოვანებული იმეორებდა სამოთხის ჩიტი. _მართლაც საკვირველი სილამაზისაა! შენ ეს დაიმსახურებულად გხვდა წილად _უთხრეს მეგობრებმა,თუმცა თავგვირგვინა ჩიტბატონას დიდად არ გახარებია. მოსაღამოვდა თუ არა, ოფოფი,კოდალა და ჩიტბატონა შინისაკენ გაფრინდნენ. გზად ჩიტბატონამ თანამგზავრებს უთხრა:_ ეგ ოქროს ბუდე მე უფრო მომიხდებოდა, ბოლოს და ბოლოს თავზე გვირგვინი მადევს და დედოფლის სადარი გარეგნობაც მაქვსო. _ძალიან ცდები ,მეგობარო, როცა კოლიბრზე ასე საუბრობ, განა თავად შენს სიხარულს ასე იზიარებს?!_სხარტად უპასუხა ოფოფმა. _სიმართლეს გეუბნება ოფოფი, უნდა გვახსოვდეს, სხვისი სიხარულის გაზიარებით, ჩვენ შეგვიძლია საკუთარი წილი დავიმსახუროთ!_დაამატა კოდალამ.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა იგავ-არაკები

თევზი - ჯამბაზი

ზღვის სიღრმეში ერთი მშვენიერი თევზი-ჯამბაზი ცხოვრობდა, მას ეს სახელი იმიტომ დაარქვეს, რომ წყლის ბინადრებს ხშირად ამხიარულებდა. თევზი-ჯამბაზის სიახლოვეს მუდმივა...

პეპელა და ბუზი

ყვავილნარში მოფარფატე პეპელას ბუზი მიუახლოვდა და ჰკითხა: - მეგობარო, რაშია შენი საიდუმლო, ხალხი, რომ ხელიგულზე გატარებს, მე კი მუდამ თავიდან მიშორებსო. პეპელამ...

ჩიკო და მიკო

ერთ გალიაში ორი თუთიყუში _ჩიკო და მიკო ცხოვრობდა. მათ პატრონი ყოველდღე ასწავლიდა მეტყველებას. ჩიკო ყურადღებით უსმენდა პატრონს, ხოლო მიკოს არ აინტერესებდა და არც...

ძაღლი და მგელი

ტყის პირას მისულ ძაღლს მგელი ეუბნებოდა: _ვერაფერი გამიგია, ადამიანები სულ მდევნიან თავს შორს იჭერენ ჩემგან. შენ კი არ გერჩიან, სახლში ბუნაგს გიკეტებენ და საკვებ...

ჩოჩორი და თხა

ჩოჩორმა მდინარეში ჩავარდნილი თხა ნაპირზე ამოიყვანა. თხამ კი საყვედურით აავსო, ჩოჩორი: - რატომ ამომიყვანე?! განა, მე თვითონ ვერ ამოვიდოდი?! ალბათ, გინდა ამით იტრ...

ნახატი იგავ-არაკები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: დარბაიძე:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ გადაწყვეტილების მიღება

დაეხმარეთ ბავშვს, გაიგოს, როგორ მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები.

სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)
სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)

გაზაფხულდა,ყვავილებმა გაიშალეს თმები, ტანთ ლამაზი ჩაუცვიათ ჭრელი სამოსელი. გაიღვიძეს ცხოველებმაც დახტის ცელქი შველი პეპელას ვერ დაეწევი, რომ მოჰკიდო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026