ზოოპარკში უამრავ ცხოველთან, ფრინველთან, ქვეწარმავალთან და სხვა ცოცხალ არსებასთან ერთად ხმელეთის ყველაზე სწრაფი ცხოველი ავაზა ცხოვრობდა. როგორ არ ცდილობდნენ მის გამოწვევას, მაგრამ არასდროს არავის ეჯიბრებოდა და თუ მსგავს რამეს ადგილი ჰქონდა, ეს საკუთარ თავთან შეჯიბრს არ სცდებოდა.
ერთ წელს ავაზას მომვლელი დაუნიშნეს, რომელიც მოკლე დროში ისე გათამამდა, რომ ძაღლების გადიდგულებული პატრონის გამოწვევა მიიღო და შეჯიბრში ჩააბა, რადგან ეს ყველაფერი ყველაზე სწრაფი ცხოველის ტიტულსა და დიდძალ ოქროს პირდებოდა.
დადგა ავაზასა და ძაღლების შეჯიბრის დრო. ძაღლების პატრონი ამაყად გაჰყურებდა მოედანს, ეჭვიც არ ეპარებოდა მათ გამარჯვებაში, რადგან დღე და ღამე ავარჯიშებდა. ავაზას მომვლელი კი იმ დიდებსა და სიმდიდრეზე ფიქრობდა, რაც ამ პაექრობის შემდეგ ელოდა. გაისმა სასიგნალო ხმაც და ძაღლები სასწაული სისწრაფით გაეშურნენ ფინიშისკენ, მაგრამ ავაზა ადგილიდან არ დაძრულა. ყველა გაოცებული იყო ამ ფაქტით და ძალიან აინტერესებდათ თუ რა მოხდა, თუმცა ვერაფერი გაარკვიეს.
შეჯიბრის ჩაშლის შემდეგ დაღონებულმა მომვლელმა ავაზას ჰკითხა: _ ეს რატომ ჩაიდინე? ჩემი ავტორიტეტის შელახვა გინდოდა?
- არა, ბატონო, მე ასეთ რამეზე არც მიფიქრია, უბრალოდ ზოგჯერ უხერხულია იმის მტკიცება, რომ საუკეთესო ხარ!!! - ეს უთხრა და
გაეცალა მოედანს.
სხვა იგავ-არაკები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
თუ თქვენი პედიატრი თვლის, რომ თქვენი ბავშვის ცხელება გამოწვეულია ვირუსით, ნუ აიძულებთ მას მიიღოს ანტიბიოტიკები. საუკეთესო წამალი შეიძლება იყოს დასვენება, ბევრი სითხე და ცოტა სითბოც. ანტიბიოტიკების ჭარბად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გართულებები და დააქვეითოს ბავშვის რეზისტენტობა ვირუსის მიმართ.
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო