kids.ge logo

ჩოკინა ჩოჩორი

ფავორიტებში დამატება

რამდენიმე წლის წინ, საზაფხულო არდადეგებზე სოფელში ჩასულ შვილიშვილს პაპამ ვირის ჩოჩორი აჩუქა. გოგონას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მას ჯერ თავზე ყვავილების გვირგვინი დაადგა,შემდეგ ათასნაირი საკვებით უპასპინძლდებოდა და ყურადღებას არ აკლებდა. ჩოჩორიც ძალიან კეთილი და გულისმიერი გახლდათ, ჩოკინ-ჩოკინით აკეთებდა საქმეს, ამიტომ ჩოკინა დაარქვეს. რამდენიმე კვირაში ჩოკინასთან გამომშვიდობების დროც დადგა. გოგონა ქალაქში დაბრუნდა, ჩიჩორი კი პაპას ჩააბარა. მალე ოჯახს ისე გაუჭირდა ,რომ გაყიდვა განიზრახეს,თუმცა მალევე გადაიფიქრეს; შვილილიშვილს გულს ვერ ვატკენთო , დაიტოვეს და მცირე საქმეზე ამუშავებდნენ. მოხუცებს ჩოკინა დაუზარებლად უწვდიდა დახმარების ხელს და უმსუბუქებდა შრომას. დღე დღეს მისდევდა და ჩოჩორიც გაიზარდა. მას ნელ-ნელა უმძიმებდნენ ტვირთს. ერთხელ ვეღარ გაუძლო სიმძიმის ზიდვას, ორმოში ჩავარდა და წამოიძახა: _საკვირველია, რაც უფრო მეტად ვეხმარები და ვუმსუბუქებ შრომას ,მით მეტს ითხოვენ ჩემგან. ახლა კი ვერც საკუთარ თავს ვპატრონობ და ვერც სხვისთვის მომაქვს სარგებელი. ეს გაკვეთილია ,რომ მომავალში ზედმეტი არ ავიღო საკუთარ თავზეო. 

შეგონება(მორალი): რაც უფრო მეტს აიღებ შენს თავზე, მითუფრო მეტს აგკიდებენ 

ნათია აბულაძე
4 მაისი, 2021 წ.
ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა იგავ-არაკები

ჩიკო და მიკო

ერთ გალიაში ორი თუთიყუში _ჩიკო და მიკო ცხოვრობდა. მათ პატრონი ყოველდღე ასწავლიდა მეტყველებას. ჩიკო ყურადღებით უსმენდა პატრონს, ხოლო მიკოს არ აინტერესებდა და არც...

ავაზა  და  ძაღლები

ზოოპარკში უამრავ ცხოველთან, ფრინველთან, ქვეწარმავალთან და სხვა ცოცხალ არსებასთან ერთად ხმელეთის ყველაზე სწრაფი ცხოველი ავაზა ცხოვრობდა. როგორ არ ცდილობდნენ მის ...

ძაღლი და მგელი

ტყის პირას მისულ ძაღლს მგელი ეუბნებოდა: _ვერაფერი გამიგია, ადამიანები სულ მდევნიან თავს შორს იჭერენ ჩემგან. შენ კი არ გერჩიან, სახლში ბუნაგს გიკეტებენ და საკვებ...

ჩოჩორი და თხა

ჩოჩორმა მდინარეში ჩავარდნილი თხა ნაპირზე ამოიყვანა. თხამ კი საყვედურით აავსო, ჩოჩორი: - რატომ ამომიყვანე?! განა, მე თვითონ ვერ ამოვიდოდი?! ალბათ, გინდა ამით იტრ...

პეპელა და ბუზი

ყვავილნარში მოფარფატე პეპელას ბუზი მიუახლოვდა და ჰკითხა: - მეგობარო, რაშია შენი საიდუმლო, ხალხი, რომ ხელიგულზე გატარებს, მე კი მუდამ თავიდან მიშორებსო. პეპელამ...

თევზი - ჯამბაზი

ზღვის სიღრმეში ერთი მშვენიერი თევზი-ჯამბაზი ცხოვრობდა, მას ეს სახელი იმიტომ დაარქვეს, რომ წყლის ბინადრებს ხშირად ამხიარულებდა. თევზი-ჯამბაზის სიახლოვეს მუდმივა...

ნახატი იგავ-არაკები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: იმნაძე:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ ოჯახური კითხვა

წაიკითხეთ წიგნები ერთად, რათა გააფართოვოთ თქვენი ცოდნა და გაატაროთ დრო სასიამოვნოდ.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026