kids.ge logo

ცრემლიანი მზე

ფავორიტებში დამატება

გალაქტიკაში ერთი ძალიან ლამაზი გოგონა ცხოვრობდა. ოქროსფერი თმა ჰქონდა, გრძელი და თბილი. მისი თმის სითბო ჩვენს საყვარელ პლანეტას - დედამიწას ათბობდა.

ერთხელ ჩვენი ცხელი ვარსკვლავი აივანზე გამობრძანდა, გადახედა მთელ დედამიწას, საამურად გაიზმორა და ოქროსფერი სხივები ირგვლივ მიმოფანტა.

- ჰოი,  საოცრებავ! როგორ გავთბი! - ბულბული სიხარულისგან ცრემლებს ვერ იკავებდა.  მადლიერმა მომღერალმა თავისი საოცარი რეპერტუარიდან გალაქტიკის დედოფალს გამორჩეული სიმღერა მიუძღვნა. მზე დალალებს ივარცხნიდა. ვარცხნის პროცესში სხივები ჭარბად იფრქვეოდა დედამიწაზე, დედოფალსაც საოცარი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და გამატებით ათბობდა მიწას. ჩვენი პლანეტა სიხარულით იღებდა მზის საჩუქარს. ყველა სულდგმულს  უხაროდა სასიამოვნო ამინდი.

მზემ გაიგონა ბულბულის ნაზი გალობა. მან კარგად იცოდა ხელოვნების ფასი. გადაწყვიტა, მომღერლისთვის მიებაძა და დაეწყო სიმღერა. მთელი ძალ-ღონე მოიკრიბა, ცის საზღვრებს  გასცდა, მთელი ძალით მღეროდა, მისი სხივები დიდი სისწრაფით ჩამოფრინდნენ დედამიწაზე და ყველა სულდგმული გააბედნიერეს. მზე უცბად მოიღუშა, მიხვდა , მისი ხმა არავის ესმოდა, ამაოდ ცდილობდა გალობას! სიმღერა  მის ძალებს აღემატებოდა. ჩვენი დედოფალი წამიერად შეიცვალა, გული ამოუჯდა, დახურა  სხივები და ტირილში ჩაეძინა. მზემ საოცარი სიზმარი ნახა. ჩვენი ფერია  დედამიწაზე ჩამობრძანებულიყო,  ბულბულის საოცარ კონცერტს ესწრებოდა, მოგონებათა სკივრი იხსნებოდა, მომღერლის ჯადოსნური ხმა მსმენელს  ყველა  დაუვიწყარ წუთს  ახსენებდა.  ორკესტრი გუგუნებდა,  მიწა ეცლებოდა და ცაში მიფრინავდა. ნოტთა გამა გულგრილს ვერ ტოვებდა საზოგადოებას.

მზემ ბედნიერმა გაიღვიძა, გადაიხედა აივნიდან და საზარელი სურათი დახვდა: ყვავილები დამჭკნარიყო, ბულბული სიცივისგან ხმას ვეღარ იღებდა,  ადამიანებს უამრავი ტანსაცმელი ჩაეცვათ და ყინვისგან  დალასლასებდნენ. მან მოიკრიბა სიბრძნე, სწრაფად  გაშალა სხივები, აიღო სავარცხელი და დაიწყო თმის ვარცხნა. ოქროსფერმა დალალებმა შეძლო ბუნების მკვდრეთით აღდგომა.  ნაკადულები სიმღერისგან ადიდდნენ, ჩიტები საყვარელ ორკესტრთან ერთად საოცარ ჰანგებს მღეროდნენ, ყვავილები სამაიას ცეკვავდნენ. ბედნიერი და მადლიერი ხალხი მას  ლოცავდა, უფალს ადიდებდა და თბილ ტანსაცმელს სკივრში ინახავდა.

მზემ კიდევ ერთხელ იგრძნო თავისი ძალა და სიდიადე! მიხვდა, სიმღერა არ იყო მისი მოწოდება. ამაოდ დაკარგა დრო ტირილში. ის ყოველ დილით სიხარულით გამოდიოდა აივანზე, ივარცხნიდა თმას, ტკბებოდა ბულბულის მომაჯადოვებული ხმით და დედამიწის სიმწვანე მის კეთილ გულს მალამოსავით ეფინებოდა.

 

---

დავალება: ჩემო პატარა მკითხველო, თუ სურვილი გაგიჩნდება, შეგიძლია დახატო მზის სიზმარი ან სხვა ეპიზოდი.

წარმოიდგინე, შენ ხარ მზე, ცრემლიანს ჩაგეძინა და ბულბულს კონცერტი დაგესიზმრა! როგორ დახატავდი? როგორ ფიქრობ, ვინ ესწრებოდა ბულბულის კონცერტს? ორკესტრში ვინ უკრავდა? მოუთმენლად ველი შენს ნახატს!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

შეაქეთ ბავშვის კარგი ქცევა

ჩვენ ყველას გვსიამოვნებს ქება. იგივე ეხება ბავშვებს. დამოუკიდებელი და პასუხისმგებელი ბავშვის აღზრდისთვის აუცილებელია გამხნევება. არასწორი საქციელის მიზეზი ადეკვატურად უნდა იყოს ახსნილი. ამით ბავშვებს უვითარდებათ ცნობიერება თავიანთ მოქმედებებზე და იაზრებენ მათ უარყოფით შედეგებს.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024