kids.ge logo

ერთგულება

ფავორიტებში დამატება

შემოდგომა თანდათან ილევა, თუმცა დილა მაინც ოქროსფრად გათენდა. მზე ჯერ კიდევ გვათბობს ჩუმ-ჩუმად.

ამ სიჩუმეში ორი ადამიანი ეკლესიისკენ მიმავალ აღმართს ნელი სვლით მიუყვება.

­­ დღეს კვირაა ბებო გენაცვალოს. დღევანდელი დღე უფალს უნდა დავუთმოთ. თუკი დანარჩენ დღეებში ტაძრამდე ვერ მივალთ, კვირა დღეს ყველა სხვა საქმე უნდა დავივიწყოთ და ტაძარში მივიდეთ. -ტკბილად ესაუბრება ბებო ხტუნვა-ხტუნვით მიმავალ, საყვარელ გოგონას და თან დროდადრო საკუთარ მუხლებს ეყრდნობა დაღლილობისაგან. . . .

ბებო, ბებო, ნახე იქ ღობეზე პატარა ჩიტი ზის. რა ჰქვია მას? წამოდი რა ბებო, ახლოდან ვნახოთ-სიხარულით წამოიყვირა გოგონამ და ბებია ღობესთან ძალით მიიყვანა.

მოიცადე ბებო, ახლოს რომ მივალთ ხომ გაფრინდება. ეგ ბეღურაა, შორიდანაც ვცნობ, ბებო შემოგევლოს.

ბეღურა? ბები, შენ ხომ მითხარი, შემოდგომით ჩიტები თბილ ქვეყნებში მიფრინავენო?

კი, გითხარი ბებია.

მაშინ ბეღურა რატომ ზის ღობეზე? ნუთუ არ სცივა, რატომ არ გაფრინდა თბილ ქვეყანაში?-კითხვები შემოდგომის წვიმასავით დააყარა შვილიშვილმა ბებიას და მოლოდინითა და ცნობისმოყვარეობით აღსავსე თვალებით შეხედა ბებოს სიყვარულით სავსე მზერას.

მოიცადე ბებია, ამომასუნთქე. იქვე, ხის ძველ სკამზე ჩამოჯდა დაღლილი ბებო და გოგონა კალთაში ჩაისვა.

ახლა მისმინე ჩემო გოგო. ბეღურები ყველასგან გამორჩეული ჩიტები არიან, რადგან მათ ყველაზე ძვირფასი თვისება გააჩნიათ. ისინი ერთგულნი არიან თავიანთი ქვეყნის და ამიტომაც ზამთარში არსად მიდიან. სამწუხაროდ ეს თვისება ადამიანებსაც აღარ შერჩათ ბები, არათუ ფრინველებს.

მართლა? გაუხარდა გოგონას. -მაშინ მითხარი, რა არის ერთგულება?

ბებო დაფიქრდა, მზერა ეკლესიის გუმბათს მიაპყრო, რომელიც უფრო ახლოდან ჩანდა. შვილიშვილს ურჩი კულულები ნაზად, სიყვარულით აუჩეჩა და უთხრა

ერთგულება სიყვარულია ბებო, ძალიან, ძალიან დიდი სიყვარული.

ესე იგი შენ ჩემი ერთგული ხარ ბებო? ხომ ამბობ ხოლმე, სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარო.

კი ბებია, შენი ერთგული ვარ. -უპასუხა ღიმილიანი სახით შვილიშვილს და სიყვარულის ცრემლები ჩუმად, დაკემსილი კაბის სამკლავურით შეიმშრალა.

 

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 6–14
ოპტიმალური ასაკი: 8–12

სხვა მოთხრობები

ერთგულება

შემოდგომა თანდათან ილევა, თუმცა დილა მაინც ოქროსფრად გათენდა. მზე ჯერ კიდევ გვათბობს ჩუმ-ჩუმად. ამ სიჩუმეში ორი ადამიანი ეკლესიისკენ მიმავალ აღმართს ნელი სვლი...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ქემოკლიძე:


Kids.ge-ს რჩევები

დაგეგმეთ კვება

დაგეგმეთ კვება წინასწარ, რათა თავიდან აიცილოთ სწრაფი კვების ან არაჯანსაღი საკვების არჩევა.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026