kids.ge logo

სანტა კლაუსის საოცარი მოგზაურობა

საახალწლო ზღაპარი

ფავორიტებში დამატება

XV. სანტას ჯადოსნური მოგზაურობა

მოედანზე კომეტასა და სანტას დაბრუნებას ყველა ოვაციებით შეხვდა. გნომებისა და ადამიანების სიხარულს ბოლო არ უჩანდა, გულში არ ეტეოდა. ენდრიუსიც აქ იყო. თავიდან დარცხვენით იყურებოდა, მაგრამ როცა მადლიერმა ლაპლანდიელებმა გულში ჩაიკრეს და უამრავი საალერსო სიტყვა უთხრეს, დამშვიდდა. იუკი ბიჭს გვერდიდან არ შორდებოდა.

ირმები ვერ ისვენებდნენ. გნომებმა ისინი სასწრაფოდ მარხილში შეაბეს. კომეტამ ჩვეული ადგილი დაიკავა. სანტამ თავისი ჯადოსნური კვერთხი ასწია:

- ჩემო ძვირფასებო! ახალ წელს გილოცავთ! გისურვებთ, რომ ეს წელი მსოფლიოსთვის ახალი ბედნიერების მომტანი აღმოჩნდეს!

არა აქვს მნიშვნელობა, ვინ სად შეხვდება ახალ წელს, -ლაპლანდიაში, თუ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, დიდი ქალაქის მოედანზე, თუ საკუთარ სახლში, რესტორანში, თუ თეატრალურ წარმოდგენაზე, მთავარია, საახალწლო სასწაულებისა გულით გვჯეროდეს! გისურვებთ, ახალი წელი ძველზე ბევრად ბედნიერი აღმოჩნდეს!

მაგრად ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები და სიყვარულით ვიცხოვროთ!

ერთმანეთს სიხარული მივანიჭოთ!

- გმადლობთ, სანტა! ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ!

სანტას კვერთხიდან ოქროს ნაპერწკლები უხვად გადმოიღვარა. ლაპლანდიის ცა ზღაპრული ფოიერვერკით მოიხატა, მოედანზე ულამაზესი ნაძვისხე აჩახჩახდა. ასეთი საოცარი სანახაობა აქამდე არავის ენახა, ყველამ ერთმანეთს ჩასჭიდა ხელი და საახალწლო სიმღერა დაიწყო. სანტა მარხილში ჩაჯდა. ირმები ცაში აიჭრნენ. ჯადოსნური მოგზაურობა დაიწყო!

მოედანზე შეკრებილი, გახარებული ადამიანები და გნომები ერთმანეთს ულოცავდნენ ახალ წელს, მერე კი გართობას შეუდგნენ. სანტა-პარკში იმდენი გასართობი იყო, თვალსა და გულ იმდენი რამე იტაცებდა: ძაღლებშებმული მარხილებით სეირნობა, ატრაქციონები, თეატრალური წარმოდგენები, თამაშები, თოვლის გორაკები, სუვენირების ბაზრობები...

მთელი მსოფლიო თვალს ადევნებდა სანტას მოგზაურობას, -აღმოსავლეთი და დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი. არ დარჩენილა დედამიწაზე კუთხე-კუნჭული, სანტას არ მოენახულებინა. ირმები ცაზე ათასფერად მოელვარე ნაკვალევს ტოვებდნენ. მათში კომეტას ნაკვალევი განსაკუთრებით გამოირჩეოდა, ცაზე ვარსკვლავივით ელვარებდა.

როცა ჯუნგლებსა და სავანებს გადაუფრინეს, ცხოველებმა თავი ასწიეს და ცის კაბადონს კეთილი, ალერსიანი მზერით შეხედეს, სანტას ირმები კი მათ ჯადოსნური ზანზალაკების წკარუნით მიესალმნენ. ადამიანების სიხარულს ხომ საზღვარი არ ჰქონდა. სანტამ გადაუქროლა მათ სოფლებსა და ქალაქებს. ზღვებსა და ოკეანეებს, ტბებსა და მდინარეებს... ამ ზღაპრულ მსვლელობას ყველა ხელის ქნევით ეგებებოდა. ლიზიც და ლეოც მიესალმნენ. ბავშვები ჯადოსნურ მოგზაურობას თვალს თავიანთი ბინის აივანიდან ადევნებდნენ. როცა სანტამ თავზემოთ გადაუშხუილა, ხელი დაუქნიეს და სიხარულით დაუძახეს:

- გზა მშვიდობისა, სანტა! გზა მშვიდობისა!

სანტა მარხილიდან გადმოიხარა:

- ახალ წელს გილოცავ, ლიზ! ახალ წელს გილოცავ, ლეო! ბედნიერ მომავალს გისურვებთ, ჩემო პატარა ჩიტუნებო!

მერე კი ისევ თავის საოცარ ირმებს შეუძახა:

- აბა გასწით, ჩემო ძვირფასებო! ლარსენ, დარსია, სანი და ლუნა! ასტრა და ტესერ! ჯიზერ, კომეტა! იჩქარეთ, ჩემო საყვარელო ირმებო! მსოფლიოს ახალი წელი მივულოცოთ!

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 6–12
ოპტიმალური ასაკი: 8–11

სხვა ზღაპრები

სანტა კლაუსის საოცარი მოგზაურობა

ვინ არ იცის, რომ სანტა კლაუსი ფინეთის ერთ ზღაპრულ ადგილას, ლაპლანდიაში ცხოვრობს. რომ იცოდეთ, რა საოცარია ლაპლანდია! -ულამაზესი ბუნებით: ტყეებით, მთებით, უამრავი...

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: დარბაიძე:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ ბავშვი, გაეცნოს ახალ ტექნოლოგიებს

თუ ბავშვი დაინტერესებულია ტექნოლოგიებით, წაახალისეთ ის, ისწავლოს პროგრამირება, რობოტიკა ან სხვა ტექნიკური უნარები.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026