kids.ge logo

სიყვარულის ხე

ფავორიტებში დამატება

_ მარია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა გიყვარდეს ,თუ არ გეყვარება კეთილი თვალებით მაინც უნდა შეხედო და ჩხუბიც არ მოგივა!_ არიგებდა გაბუტულ შვილს დედა. 

_ დიახ,დედიკო,მაგრამ როგორ? _ჰკითხა მარიამ.

_ ძალიან მარტივია , ჩემო პატარა გოგო, მთავარია ადამიანში კარგი ეძებო და მაშინვე დაიწყებს შენი თვალები უცნაურ ციმციმს !_უპასუხა დედიკომ

_დე,როგორ ფიქრობ შევძლებ? ან ეგ როგორ უნდა მოვახერხო?

_შეძლებ,მარია, მე მჯერა შენი! 

კეთილი თვალებით ცქერა, ვის არ შეგაყვარებს. 

ჯერ ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს, შემდეგ კი სხვა უამრავ ადამიანს უთმობ გულში ადგილს!

ჩვენში უხილავი სიყვარულის ხეა ,რომელიც პატარა გულის ფორმის მარცვლიდან აღმოცენდება ხოლმე,ფესვს რომ გაიდგამს, ღერო გამოჩნდება, ღერო დაიტოტება და მალე ფოთოლსა და ყვავილს გაიკეთებს, რომელსაც სახელები აწერია. რაც უფრო კეთილგონიერია ადამიანი , მითუფრო მეტის შეყვარება შეუძლია ,ხეც მეტად იზრდება და ადამიანში ადვილად შეიძლება მისი შემჩნევაო!

_ დე, შეიძლება რომ ადამიანს გულის ფორმის მარცვალი არ ჰქონდეს და შესაბამისად სიყვარულის ხეც არ გაიზარდოს ? 

_ ეს მარცვალი ყველას აქვს ,შვილო, თუ სიყვარულით გააღვივებს და მოუვლის , ხე აუცილებლად გაიზრდება!

დედიკო, რა გამოდის ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული?

დიახ,მარია, ეს მართლაც ასეა!!!! 

დე, დე, შეიძლება ერთად დავხატოთ,ჩვენ-ჩვენი სიყვარულის ხე?

რა თქმა უნდა, ჩემო სიყვარულო!_ შესძახა დედიკომ და მარია მაგრად ჩაიკრა გულში . მკითხველო, შენი სიყვარულის ხე,როგორ გამოიყურება? 2.05/2020წელი 

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

დედის სიხარული

დე, დედიკო, დედა ძალიან, ძალიან მიყვარხარ, ამ სიტყვებით ხშირად ეხუტებოდა სკოლიდან დაბრუნებული ანა დედიკოს, დედა კი კოცნიდა და გულში იკრავდა პატრა გოგონას. ანა ...

ორი კუ

დადგა მარტი. გაზაფხულის სითბოს წყალობით, ორმა კუმ ზამთარის მრავალდღიან ძილს თავი დააღწია. მეგობრები საკვების საძებნელად გაემართნენ. ბალახი მალე იპოვეს და სიამოვ...

სიხარულის ცრემლები

მასწავლებელმა პირველი კლასის მოსწავლეებთან ერთად „დედა ენის“ ბაღი დატოვა თუ არა ბავშვებმა ნაყინის ჯიხური დაინახეს და მასწავლებლის ნებართვის შემდეგ რიგშიც ჩადგნე...

მეეზოვე და გველი

ერთხელ მეეზოვე ეზოს გვიდა და მოულოდნელად ერთ უწყინარ გველს გადააწყდა. მან სწრაფად მოიმარჯვა ცოცხი და გველს რამდენჯერმე თავში ჩასცხო, მაგრამ გველმა მაინც შეძლო თ...

იის ამბავი

დიდი ხნის წინ, როცა ია პირველად მოევლინა ქვეყანას, მან თვალის გახელისთანავე, პაწაწინა ბალახები შეამჩნია. რა ულამაზო და საცოდავები ხართ, შესძახა იამ ბალახებს, მა...

ცხვირაწეული თხა

ერთი ცხვირაწეული თხა მინდორში ბალახს ძოვდა. უცებ მეზობელი თხის კიკინი მოესმა, ისიც ხმას მიჰყვა და რას ხედავს, თხრილში ყველაზე მოხერხებული თხა ჩავარდნილიყო. იცი...

რუ და ღარიბი კაცი

ერთ მორაკრაკე რუსთან, ღარიბი და მშიერ-მწყურვალი კაცი იჯდა. იგი თავის გასაჭირზე ფიქრობდა: ბევრი ვიშრომე, მაგრამ ოჯახის გამოსაკვები თანხა ვერ მოვაგროვე. რა ვქნა!?...

ნამდვილი ადამიანი

თბილისის ერთ-ერთ ლამაზ უბანში, მეტად კეთილი ბებო ცხოვრობდა. იგი თავმდაბალი, თავაზიანი და მოსიყვარულე იყო. თუკი ვინმეს რამე გაუჭირდებოდა, ეთერი ბებო შვილიშვილთან...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ხაჭაპურიძე:


Kids.ge-ს რჩევები

მიეცით ბავშვს საშუალება, თავად გადაწყვიტოს, რა მუსიკას მოუსმინოს

ასწავლეთ ბავშვს, როგორ აირჩიოს მუსიკა, რომელიც მას მოსწონს და როგორ დააფასოს სხვადასხვა ჟანრი.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026