-მასწავლებელო, თუ შეიძლება გვითხარით ,რა არის წარმატების მზე?!_სთხოვა მეოთხეკლასემა გიორგიმ დალი მასწავლებელს
რა საინტერესო თემა წამოჭერი, გიორგი! მოკლედ გიპასუხებ, მზე ხომ სითბოსა და სინათლის წყაროა?!
დიახ,მასწავლებელო!
და არის ჩვენთვის სიკეთის მომტანი?
არის,მასწავლებელო!
ახლა მითხარით რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად?_იკითხა მასწავლებელმა და თან დაფაზე მზე დახატა.
განათლება!_წამოიძახა გიორგიმ
მიზანდასახულობა და გეგმაზომიერი მოქმედება! _დაამატა ერთმა კლასელმა
შრომა და ცოტა იღბალიც!_გამოეხმაურა მეორე კლასელი,მას სხვებიც მიჰყვნენ...
ხოდა ,ჩემო პატარა მეგობრებო, თუ ადამიანი ირჯება განათლების მისაღებად, მიზანდასახულია, გეგმაზომიერად მოქმედებს,შრომობს, ცოტა იღბალიც უმაგრებს ზურგს, მის ცხოვრებაში წარმატების მზეც ამოდის. ეს მზე მუდამ მასთან არის , გულსა და გონებაში თავის ადგილს იკავებს და თანაცხოვრობს, რათა სითბო და სინათლე შემატოს, სასიკეთოდ შეცვალოს ადრესატის ცხოვრება.
ძალიან კარგი, გასაგებია,დალი მასწავლებელო. უკვე მივხვდით რას ნიშნავს წარმატების მზე.
მე თქვენ მახარებთ!_ეს თქვა მასწავლებელმა და ღიმილიანი სახით დატოვა საკლასო ოთახი.
სხვა მოთხრობები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
წაახალისეთ სამეცნიერო ექსპერიმენტები სახლში
ჩაატარეთ მარტივი სამეცნიერო ექსპერიმენტები სახლში, რათა ბავშვმა ისწავლოს ჰიპოთეზების შემოწმება და ანალიზი.
გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო