kids.ge logo

გულო, არ გასტყდე!

ფავორიტებში დამატება
გულო, არ გასტყდე, გამაგრდი,
კლდეო, კლდედ იდეგ სალადა!
რა ვქნათ, რომ ჯანღი გვეხვევა,
მეცა გყევივარ ავადა.
ცდა გავუქარწყლოთ საწუთროს,
ნუ დავბერდებით შავადა.

სინათლე ნუმც გაგიქრება
და სხივი - მოძმეთ ნუგეში,
ანდერძსა მამა-პაპისას
ფრთხილად ვინახავ უბეში.
ძალნო ცისანო, გვიშველეთ,
საწყალთ ნუ ჩაგვყრით წუმპეში!

გულს ნუ მომიკლავ, უფალო,
მედს ნუ დამინივებ,
დაზინებულს სიცოცხლეს
მეტად ნუ დამიზინებ;
მიშველე რამა, შენს მადლსა,
წამალს ნუ დამიგვინებ!

არ მინდა, თავს ლეშად ვგრძნობდე,
სულოდ გდებულს, ტილად;
სვავნი, ორბნი და კაჭკაჭნი
მათრევდენ, მჭამდენ ზირად.
ნუ გადამაქცევ, უფალო,
შხამისა სასმელ ფილად!

კაცი ვარ, ვაჟკაცის წესზე
გავტყდე, ეს რაღა შნო არი?!
სიმტკიცე მიჭირს დიდი,
ეხლა ისეთი დრო არი.
გამშორდი, სულით სიდაბლევ,
გზაო, მაშინებ ვეღარა, _
იმ თავად, ჩემო სავალო,
შენზე ეკალი ეყარა.
გაკაწრულ-გაფხაჭულები
დღესაც ისევ მჭირს ბევრგანა.
ვიცოდი ძალიან კარგად,
ეს უნდა გადამეყარა
და დღესაც ისევ ძველებრივ
უნდა ვიხადო ბეგარა.
გულო, გაკლდევდი, გამაგრდი,
ნისლი ნუ გადაგეფარა:
თუ აქამომდე გავძელით,
დღეს მტერი გაგვტეხს ვეღარა.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ვაჟა–ფშაველას სხვა ლექსები:

ამირანი
ადე, ამირან, რას გძინავ?
ცხენს დაუყარე ხანძილი,...
სიმღერა
არცრა ტანთ მცვია, არც ფეხთა,
დავდივარ დედიშობილა,...
მე შენი ტრფობით ვერ გავძეხ
მე შენის ტრფობით ვერ გავძეხ,
შენ — ჩემის სიძულვილითა....
მთა და ბარი
მთაო, რად აგრე ჰგულდიდობ,
ცერად დაჰყურებ ბარსაო?!...
კახეთს
მაღალ-ახადით გავხედავ,
სამოთხეს კარი ეღება:...
„ფისო“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ვაჟა–ფშაველას ლექსი „გულო, არ გასტყდე!“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „გულო, არ გასტყდე!“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

დააფასეთ თქვენი ოჯახის წევრები

აჩვენეთ თქვენს ოჯახის წევრებს, რომ აფასებთ მათ და მათ წვლილს ოჯახში.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ბალერინა“
ნახატის ავტორი:
ნია გინტური (რვა წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები

ბესიკი
მე მივხვდი მაგა შენსა ბრალებსა

ბესიკი

მე მივხვდი მაგას შენსა ბრალებსა!
მე განგიცხადებ დანამალებსა! ...
ბესიკი
მე სული ჩემი ფეშქაშად

ბესიკი

მე სული ჩემი ფეშქაშად
შენთვისცა შემიწირია. ...
ბესიკი
მირიან ბატონიშვილს

ბესიკი

რაიცა, განათლებულო,
გებრძანეს ჩემგან წერითა, - ...
შიო მღვიმელი
ნაბია და წკიპა

შიო მღვიმელი

ჰეი, ბიჭო, ბიჭო, წკიპა!
გახსოვს, ბებომ რომ გაგწკიპა?...
ვასილ გულეური
საზიარო ნაკვეთი

ვასილ გულეური

ციყვი ციკო, თაგვი თენგო
და კურდღელი ამბაკო,...

უფრო მცირე ზომის ლექსები

ბესიკი
პირ ზამბახნი

ბესიკი

პირ ზამბახნი, ღაწვნი ვარდნი სად არი?
სახე სავსე მთვარის მზგავსი, სადარი; ...
მანანა კაკაჩია
ფისოს შურისძიება

მანანა კაკაჩია

თაგუნიამ გადაწყვიტა
წვეულება გაემართა,...
ლუარა ჭანტურია
ფოთოლი

ლუარა ჭანტურია

ფოთოლი ვარ, ნიავ-ქარში
საამურად მოშრიალე,...
ნათია  დაშნიანი
ზღარბები

ნათია დაშნიანი

ქარი ქრის და ხეებიდან
წითელ ვაშლებს აგორებს,...
გალაკტიონ ტაბიძე
მეტეხი იდგა რუხი, პიტალო

გალაკტიონ ტაბიძე

ცა - დასავლეთი აღვივებდა ღრუბელთა ღუმელს,
მეტეხი იდგა რუხი, პიტალო. ...

უფრო დიდი ზომის ლექსები

მანანა ტონია
უნიჭო მუსიკოსები

მანანა ტონია

მეზღაპრემ სთქვა, - ვიგვიანებ,
ფეხით მოვვლე მთა-ბარიო,...
ვაჟა–ფშაველა
ჩიტი-ჩიორა

ვაჟა–ფშაველა

ამწვანდა მთები,
ამწვანდა ჭალა,...
მანანა ტონია
პაწაწინა მეგობარი

მანანა ტონია

ჩემი მეგობარი,
პაწაწინა ქალი,...
ანა კალანდაძე
საქართველო ლამაზო

ანა კალანდაძე

ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი......
მანანა ტონია
ცხოველთა აღლუმი

მანანა ტონია

ლომმა გასცა ბრძანება,
გვაქვს ცხოვრება მალული,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2025