kids.ge logo

სად?

ფავორიტებში დამატება
სა−ით მივ−ყა−ვარ ჩემს მო−წყე−ნილ გზას,
სად ვპო−ვებ შვე−ბას მი−უ−სა−ფა−რი?
რას მომ−ცემს ი−სეთს მე სა−ქართ−ვე−ლო,
და ან რას მის−ცემს მას ჩე−მი ქნა−რი?
არ ვი−ცი! მაგ−რამ უ−მიზ−ნო დღე−ებს
ვითვ−ლი და ვითვ−ლი ყმაწ−ვი−ლურ ჟი−ნით,
ყო−ველ დღეს გუ−ლის ტკი−ვი−ლით ვხვდე−ბი
და ვე−თხო−ვე−ბი მწა−რე ქვი−თი−ნით.
მარ−ტოდ−მარ−ტო ვარ... ვი−საც ოც−ნე−ბა
ე−დე−მის ცი−ურ−ხა−ტე−ბად სთვლი−და,
ვი−საც სიყრ−მით−ვე მე თაყ−ვანს ვსცემ−დი,
ყვე−ლა მომ−ცილ−და, ყვე−ლა წა−ვი−და.
ა−უხ−დე−ნელ ფიქრს ვინ არ ი−გო−ნებს,
ძველ ოც−ნე−ბებ−ზე რო−მე−ლი არ სწუხს?
ვწუხ−ვარ, ვე−ძა−ხი ჩემს სიყ−მაწ−ვი−ლეს,
მაგ−რამ ა−რა−ვინ იძ−ლე−ვა პა−სუხს.
სა−ით მივ−ყა−ვარ ჩემს მო−წყე−ნილ გზას,
სად ვპო−ვებ შვე−ბას მი−უ−სა−ფა−რი?
რას მომ−ცემს ი−სეთს ჩე−მი სამ−შობ−ლო,
და ან რას მის−ცემს მას ჩე−მი ქნა−რი?
არ ვი−ცი... მაგ−რამ უ−მიზ−ნობაში
ფიქრს ვერ ვა−კა−ვებ ცრემ−ლად მო−ნა−ქუხს...
ვწუხ−ვარ... ვე−ძა−ხი სი−ცო−ცხლის მი−ზანს,
მაგ−რამ ა−რა−ვინ იძ−ლე−ვა პა−სუხს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ისევ მესხის გამოხედვაშენ სიყრმიდან იცნობ ომებს, გიყვარს ხმალთა სტვენა. ყვავ-ყორნების არ გაშინებს შავზე შავი ფრენა. ომთა გრგვინ...ქალაქი წყალზექალაქი წყალზე,წარბშეყრილი და მრისხანება, როგორც ქალაქი,დრედნოუტიც ისე ჩუმია! მხოლოდ ნაპირას მოასკდება გამ...მოვა… მაგრამ როდის?შორეული ქალის ეშხი მოვა... მაგრამ როდის? სიყვარული სასახლეში მხოლოდ ერთხელ მოდის! ასეთია ნაზი ბედი, ბედი ...მხარი მხარს, მხარი მხარს!მხარი მხარს, მხარი მხარს! კოლექტივო, მხარი მხარს! აბა, ჰე, აბა, ჰე, აბა, მივცეთ მხარი მხარს! წავიდეთ, მოვ...ეს მძინარე მთა და ველიმწუხარებავ, როგორც გველი, ხშირად გულში გამიარ, ეს მძინარე მთა და ველი იყოს მრავალჟამიერ! შენ, მეღვინე, ღვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026