kids.ge logo

ბაზალეთის ტბა

ფავორიტებში დამატება
ბა−ზა−ლე−თი−სა ტბის ძი−რას
ოქ−როს აკ−ვა−ნი ა−რი−სო,
და მის გარ−შე−მო, წყლის ქვე−შე,
უ−ცხო წალ−კო−ტი ჰყვა−ვი−სო.
მწვა−ნე−ა მუ−დამ წალ−კო−ტი,
ა−რასდ−როს, თურ−მე, არ სჭკნე−ბა,
ქვეყ−ნი−სა დრო−თა ტრი−ალ−სა
ი−გი არ ე−მორ−ჩი−ლე−ბა.
ვერ ერ−ჩის, თურ−მე, მის მწვა−ნეს
ვერც სი−ცხე, ვერ−ცა ზამ−თა−რი,
და ი−მის მზი−ან ჩრდი−ლებ−ში
მუ−დამ გა−ზა−ფხუ−ლი ა−რი.
წალ−კო−ტის შუ−ა−გულ−ში−ა
ის აკ−ვა−ნი ას−ვე−ნი−ა,
და ჯერ კაც−თა−განს იქ ჩასვ−ლა
ა−რა−ვის გა−უ−ბედ−ნი−ა.
მარ−ტო ერთ−ნი სი−რი−ნოზ−ნი
იმ აკ−ვანს გარს ეხ−ვე−ვი−ან,
მარ−ტო ი−გინი გრძნე−ულ−ნი
დასტრ−ფი−ან და დამ−ღე−რი−ან...
ამ−ბო−ბენ, - თა−მარ დე−დო−ფალს
ის აკ−ვა−ნი იქ ჩა−უდ−გამს,
და ერს თვის−თა ცრემლთ ნა−დე−ნით
ტბა კარ−ვად ზედ გა−დუ−ხუ−რავს.
ა−მას კი ა−ღარ ამ−ბო−ბენ -
აკ−ვან−ში ვინ ჩა−აწ−ვი−ნა,
ან თვით ერ−მა თვი−სი ცრემ−ლი
ზედ ტბად რისთ−ვის და−ა−დი−ნა...
იქ−ნებ, აკ−ვან−ში ის ყრმა წევს,
ვი−სიც არ ითქ−მის სა−ხე−ლი,
ვი−საც დღე-და-ღამ ჰნატ−რუ−ლობს
ჩუ−მის ნატვ−რი−თა ქართ−ვე−ლი?
თუ ე−სე ა−რის, ნე−ტა მას,
ვაჟ−კაც−სა სა−ხე−ლო−ვან−სა,
ვი−სიცა ხე−ლი პირ−ვე−ლად
დასწვ−დე−ბა ი−მა აკ−ვანსა!
თუ ე−სე ა−რის, ნე−ტა მას,
დე−და−სა სა−ხელ−დე−ბულ−სა,
ვინც იმ ყრმას პირ−ველ მი−აწვ−დის
თვის ძუ−ძუს მად−ლით ცხე−ბულ−სა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაზაფხულიტყემ მოისხა ფოთოლი, აგერ მერცხალიც ჭყივის, ბაღში ვაზი ობოლი მეტის ლხენითა სტირის. აყვავებულა მდელო, აყვავ...მუშა«В труде проходит жизнь его И не приносит ничего». I გოლვიან დღესა ტფილისშია შუა ბაზრისკენ მე ჩამივლია......უსულდგმულო ცხოვრებაუსულდგმულო ცხოვრება ცის ნიჭად ნუ გგონია, იგი მიწის ყოფილა — რასაც ბოლო ჰქონია! ცხოვრებას აცისკროვნებს სულ...1871 წელი 23 მაისიტვირთმძიმეთ და მაშვრალთ მხსნელი დიდი დროშა დაიშალა... კვლავ ქვეყნისა მჩაგრავ ძალამ იგი დროშა დასცა დაბლა....ნიკოლოზ ბარათაშვილზედცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება, და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026