kids.ge logo

ტყუპი ციკნები

ფავორიტებში დამატება

სოფლად გვყავს თხების ოჯახი
ყარამანი და ბარბია,
მათ შეძინათ ციკნები,
რა სასაცილოდ დარბიან!

ციკნები მიხოს არგუნეს,
მიხო ბიჭია კახელი,
მან უნდა ზარდოს ციკნები
და შეურჩიოს სახელი.

სახელებს თუ ვერ დავარქმევ
მე რაღა ბიჭი ვიქნები,
ჯერ პაწაწინა ტყუპალებს
ერქმევათ ისევ ციკნები.

გაიზრდებიან გავმწყემსავ,
ვასწავლი ანა-ბანასო,
სახელებს ისე შეურჩევ
არ შერცხვეს ყარამანსაო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოდგომაშემოდგომა დამდგარა, ფერთა აყალ-მაყალით, ჩვენც წავედით ვენახში მწვადითა და მაყალით. ჯერ ყურძენი დავკრიფეთ,...შველი - მზეთუნახავიიყო და არა იყო რა, რა იყო ღვთის უმეტესი, ზღაპრად ნათქვამი ამბავი ნაღდია, თან უკეთესი. იყო სამოთხე ქვეყანა...ფეხბურთისაღამოზე მეგობრები სათამაშოთ წავედით, ბურთი მიგვაქვს საბურთაოდ სოფლის ბოლოს გავედით. წესები გვაქვს, ვერავ...ზოოპარკიდილით ბებოს მიეხმარა, ხბოს შეაბა ზინზილები, ერთად დააპურეს ცხვრები, გოჭები და წიწილები. იხვები და ჭუჭულებ...თაფლის ქურდი_ აქლემის და ნემსის ქურდი თურმე ყველა ერთია! _ ანდაზების ახსნას ითხოვს ცელქი ბიჭი ბერდია. შეკითხვებით შეგ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026