kids.ge logo

აბეზარი მამალი

ფავორიტებში დამატება

ხეზე რომ შემომჯდარა
ჩემი ბებოს მამალი
თავს იწონებს ქათმების
უთვალავი ამალით.

მაგრამ თურმე ნუ იტყვით
ყველას ისე აწუხებს
ბებოს გაყიდვა უნდა
მაგრამ რა ქნას,აჩუქეს.

სულ ყიყლიყოს დამძახის
მერამდენე დილა
თანაც ჩემი ოთახი
ზუსტად ამ ხის წინაა.

ნეტავ რისი თქმა უნდა
ამ ყიყლიყოს კივილით
მეზობლებმაც დაგვღალეს
გვაღვიძებსო--ჩივილით.

ჰოდა იცით რა ვქენი?
სხვა გზა რომ აღარ იყო,
ხალი წლის საჩუქრად
ძაღლი ვთხოვე მამიკოს.

და ამ ცუგას ბუნაგი
ხის ქვეშ დავადგმევინე,
მისი შიშით ჩვენს მამალს
ნა ჩავაგდებინე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ეზო მირჩევნიადედა მუდამ მიმეორებს: "ისწავლეო კარგად, უცოდინრები აწევსო ამ ქვეყანას ბარგად". მეც მთელი დღე გაშლილ წიგნე...წიგნით ფრენადამესიზმრა, თითქოს წიგნი გადამექცა ფრთებად, თითო გვერდი იშლებოდა საჰაერო გზებად. დავფრინავდი, როგორც ჩიტი...დედიკოს დამხმარემიყვარს რომ ვეხმარები დედას დალაგებაში მადლობას კი არ მიხდის ასეთ დახმარებაში. კომოდს როცა ალაგებს და ზემ...დიდი ბებიაშვილთაშვილი რომ მქვია განა ჩემი ბრალია, დიდი ბებო ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალია. ერთად იმდენს ვხალისობთ ვიცი...ბაკურიანშიბევრჯერ დამსვა კარუსელზე დედამ ბაკურიანში. დროის გასვლას ვერც ვხვდებოდი თამაშსა და ტრიალში. თოვლის კაციც ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026