kids.ge logo

თამუნა, ციცო და გია

ფავორიტებში დამატება

თ - ჰეი, გია, ადე ჩქარა,
წამო, ვითამაშოთ ბურთი,
ციცო კართან გველოდება,
რას ზოზინობ, რაღას უცდი?
გ - ვერა, თამუ, ვერ წამოვალ,
სასწავლი მაქვს გერმანული,
ეს დღები ვიზარმაცე,
ჩემი ცოდნა გახდა ნული.
თ - ციცო! გია რომ არ მოდის,
როგორ ვითამაშოთ მარტო?
სიცხე აქვს და სათამაშოდ
არ გაუშვებს დედა ნატოს.
ც - სწავლას მერეც ვერ მოასწრებ?
როდის გახდი ეგრე ცქვიტი?
ცოტა ხანი ვითამაშოთ,
ხედავ? ბურთი მოგვაქვს დიდი.
გ - ჯერ გაკვეთილს ვსწავლობ კარგად
მე, ყოველთვის, ჩემო ციცო,
მხოლოდ მერე რომ ვთამაშობ
თოსანიც ვარ ამიტომ.
ც - კარგი ერთი, რას ტრაბახობ,
მე არა ვარ ათოსანი?
მაგრამ მიტომ განა თამაშს
დავანებე, გია, თავი?
თ - ათოსნობა ნიშნავს ვითომ
დღე და ღამე რამის ზუთხვას?
წამო, ციცო, ამისთანა
ვაჟკაცს, ნეტავ, რაღა ვუთხრა.
გ - კარგი, კარგი, რატომ ბრაზობთ?
განა მე არ მიყვარს ბურთი?
გოგონებო, მეც წამოვალ,
დამელოდეთ ერთი წუთით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

* * *წითელკაბა გოგო ვარ და მიხდება ძალიან, ყველა მე რომ მიყურებს, ალბათ ამის ბრალია . შავთმიანს და შავთვალას, ...* * *ჩემს მამიკოს, ჯაბას, ის ისეთი მარდია... შეეჯიბრეთ აბა. დაბლა ვეღარ ეტევა და ხტის მაღლა-მაღლა. ხომ ძალიან ...ლელაკუნა პატარადედიკოსთან ერთად დილით ადრე დგება, გაკვეთილის სასწავლად სიხარულიტ ჯდება. ასო ასო კითხულობს, სიტყვებს ვერ ...დათო და ყურშაყურებპანტურა ლეკვი თვეა,აჩუქეს დათოს, სათამაშოს არ ითხოვს, ახლა ძაღლი ართობს. სადაც დათო თამაშობს, ყურშაც...თინა, მურა და ფისო ზამთარია. სიხარულით თოვლში დარბის ცელქი თინა, მურაც მასთან კოტრიალობს, განა თოვლმა შეაშინა? ააგორეს გუნდა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026