kids.ge logo

თინა, მურა და ფისო

ფავორიტებში დამატება

ზამ−თა−რი−ა. სი−ხა−რუ−ლით
თოვლ−ში დარ−ბის ცელ−ქი თი−ნა,
მუ−რაც მას−თან კოტ−რი−ა−ლობს,
გა−ნა თოვლ−მა შე−ა−ში−ნა?

ა−ა−გო−რეს გუნ−და ერ−თი,
მას მე−ო−რე მი−ე−მა−ტა,
თი−ნასა და მუ−რას თა−მაშს
შუ−რით უმ−ზერს ჭრე−ლი კა−ტა.

იზ−მო−რე−ბა ფან−ჯა−რას−თან,
თან კრუტუნებს;“უჰ,უჰ ცი−ვა...
ნე−ტავ ფიფ−ქებს ვინ პა−ტი−ჟებს,
ზე−მო−დან რომ ცვი−ვა, ცვი−ვა.“

და−ი−ნა−ხა, თოვ−ლის პა−პა
გა−ა−კე−თა უკ−ვე თი−ნამ,
ფი−სო−საც იქ ყოფ−ნა უნ−და,
არ ეთ−მო−ბა თბი−ლი ბი−ნა.

მო−თა−მა−შე მუ−რი−კე−ლას
უთ−ვალთ−ვა−ლებს შუ−რით კა−ტა,
უცებ...მუ−რამ ვერ მო−ზო−მა,
თოვ−ლის პა−პას და−ე−ტა−კა.

და−ყი−რავ−და თოვ−ლის კა−ცი
და გაბ−რაზ−და ძლი−ერ თი−ნა,
ფი−სოს გუ−ლის გა−სა−ხა−რად
მი−აბრ−ძა−ნეს მუ−რა ში−ნა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ციცრებიმე და გივის დედიკომ მოგვიყვანა ციცრები, გასაოცრად ლამაზნი, ჭრელები და მშვიდები. თანაც გამბედავები, არაფერ...დედა ენაპირველად დედამ მანახა საოცრად ლამაზი წიგნი, მითხრა : ჩემსავით გიყვარდეს, გზას გაგიკვალავს იგი. ზღაპრის სა...შავი და თეთრი კატაბექობზე ერთად ისხდნენ შავი და თეთრი კატა და უყვებოდნენ ერთურთს, რომელს თავს რა გადახდა. შავმა თქვა: მოვია...ქართველი ხარ?ქართველი ხარ? მაშ გიყვარდეს დედა ენა, ქართული, გერმანულის,ინგლისურის იყავ სწავლით გართული. ფრანგულიც და ე...ეს მე მოვდივარ სწავლის დაწყებას ელის მამულის მთა და ბარი, სკოლისკენ მოიჩქარის ბავშვი, კაცი თუ ქალი. ჰა, სასექტემბროდ რეკ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026