kids.ge logo

მერცხლები

ფავორიტებში დამატება

მერცხლებო, ჭიკჭიკელებო,
როგორ უხდებით ზეცას,
თითქოს კონცერტზე მიდიხართ,
თითქოს ფრაკები გეცვათ.

თხოვთ, შემისრულოთ სურვილი,
გაფიცებთ ლამაზ კუდებს,
მოფრინდით, ჩემს ფანჯარაზე
მოშენეთ ბუდე.

ვითამაშებდი ბარტყებთან
დილით, შუდღით, ღამით...
დედისერთა ვარ, არავინ
მეთამაშება სახლში.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სამყურაპატარა სამყურავ, თეთრმაქმანიანო, ამბავი მითხარი მზისა, ან ცა რომ იძინებს ვარსკვლავთა აკვანში, მითხარი, რა...მზრუნველი დედიკოკრუხი შვილებს უმზადებს სკოლისათვის ზურგჩანთას, ჩაალაგა ბალიში, საბანი და მუთაქა. -სწავლით რომ დაიღლებით,-...თეთრი დათვის სიმღერაგორავს თოვლზე თეთრი დათვი, ღიპზე უზის ბელები, უბურდღუნებს: თითლი-თათლი, თქვენ კი შემოგევლებით! აბა, იქით ...ახალი წელი ტყეშიიცი, ტყეში ახალ წელს როგორ ეგებებიან? ნაძვზე შემოსკუპულან ბუ, კოდალა, მელია. კენწეროზე ციყვი ზის, დაბლა -...დათვი და ფუტკარიდათვი ხარშავს მურაბას, ვაშლი, მსხალი, უნაბი, კოვზით უზის სუფრასთან პაწაწინა ფუტკარი. -რა ვქნა, თაფლი მომც...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026