kids.ge logo

პეპელამ ყვავილებისგან ბარათი მიიღო

ფავორიტებში დამატება

სადა ხარ, გოგო ლელაო,
შენ გელოდებით ყველაო!
ნექტრად ვაგროვეთ, განდეთო,
საუზმე მოგიმზადეთო!
სულ შენ გახსენებთ, გაქებთო,
გამოფარფატდი აქეთო!
კაბას გიკერავთ მზისფერსო,
არშიად ვურთავთ ცისფერსო,
ვერა, ვერ მოვილხინეთო,
შენოდ მოვიწყინეთო.
ამ ბარათს მზის სხივს ვატანთო,
კიდეებს მოვუხატავთო...
სხივმა პეპელას პაწიას
ბარათი გზად დამაწია.
მინდვრები მომიქარგეთო?
მეც ეგ მინდოდა, კარგებო!
გარეთ ხომ გაზაფხულია,
მეც თქვენთან ყოფნა მწყურია!
მზის სხივი მებუზღუნება:
-ფრთები მე მოგიხატეო!
ჩემი დობილი იყავი,
სულ ჩემთან იფარფატეო!
ეგ თხოვნა, მზის ათინათო!
სულაც არ არის ადვილი,
დამაკვირდი, მე ვის ვგავარ?-
ვარ ფრთაშესხმული ყვავილი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოდგომამ გაგვახარაშემოდგომამ გაგვახარა ზამთრის უხვი მარაგითა, ყურძენი გოდრით დაგვიდგა, ხილი კიდევ კალათითა. წელსაც თავი მოი...ციცინათელაროცა მეტყვი-ავინთები, როცა მეტყვი-ჩავქრები, ციმ-ციმ, ციცინათელას მსურს ამ ამბის გამხელა; შენთვის ვანთებ ბ...დაფრინავენ ჩიტუნებირომ ვუმზერ გაშლილ ველ-მინდვრებს და აყვავებულ ტყისპირებს, მდელოს-ათასფრად დაქარგულს, ხავერდივით რომ ბიბინე...ჟირაფირა ლამაზი ცხოველია!- გაიძახის ჩვენი ანა, -კისერი რამ დაუგრძელა? რამ გაზარდა ამისთანა? როგორია გრძელკისერა...კალიადახტის ბებოს ბოსტანში სკუპ-სკუპელა კალია, განა საქმეს მოცდება, წამითაც არ სცალია. ნარგავებს აკნატუნებს......
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026