kids.ge logo

თინა, მურა და ფისო

ფავორიტებში დამატება

ზამ−თა−რი−ა. სი−ხა−რუ−ლით
თოვლ−ში დარ−ბის ცელ−ქი თი−ნა,
მუ−რაც მას−თან კოტ−რი−ა−ლობს,
გა−ნა თოვლ−მა შე−ა−ში−ნა?

ა−ა−გო−რეს გუნ−და ერ−თი,
მას მე−ო−რე მი−ე−მა−ტა,
თი−ნასა და მუ−რას თა−მაშს
შუ−რით უმ−ზერს ჭრე−ლი კა−ტა.

იზ−მო−რე−ბა ფან−ჯა−რას−თან,
თან კრუტუნებს;“უჰ,უჰ ცი−ვა...
ნე−ტავ ფიფ−ქებს ვინ პა−ტი−ჟებს,
ზე−მო−დან რომ ცვი−ვა, ცვი−ვა.“

და−ი−ნა−ხა, თოვ−ლის პა−პა
გა−ა−კე−თა უკ−ვე თი−ნამ,
ფი−სო−საც იქ ყოფ−ნა უნ−და,
არ ეთ−მო−ბა თბი−ლი ბი−ნა.

მო−თა−მა−შე მუ−რი−კე−ლას
უთ−ვალთ−ვა−ლებს შუ−რით კა−ტა,
უცებ...მუ−რამ ვერ მო−ზო−მა,
თოვ−ლის პა−პას და−ე−ტა−კა.

და−ყი−რავ−და თოვ−ლის კა−ცი
და გაბ−რაზ−და ძლი−ერ თი−ნა,
ფი−სოს გუ−ლის გა−სა−ხა−რად
მი−აბრ−ძა−ნეს მუ−რა ში−ნა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ახალი წელი ტყეშიტყეში არის ფაციფუცი ახალი წლის მოლოდინში, ციყვმა გირჩი მოიტანა, გაუჩრია რკო, ღორს დინგში. ვირთხა კაკალს მ...გაზაფხულითვალებს გაახელს ენძელა, თოვლში ჩამალული, ამღერდება მხიარულად, ველზე ნაკადული. იღიმება ია, მარტის სუსხით დ...ოხერი ფისოფისუნია, ფისო სახურავზე ზისო, მოდი, კიბე მივუტანოთ, ვეღარ ჩამოდისო. ფისოს კიბე რაღად უნდა? შენ არ იცი ცის...არჩევნები ტყეშიტყის მმართველი დათუნა, უეცრად გარდაცვლილიყო, იმ ტახტის დასაკავებლად, ამბავი ატეხილიყო... დათვის ვაჟიშვილს...ყურძნის მკვახე მტევნებიდაუძახა დედიკომ თინიკოს და ლევანს, ნაღვლიანად დაჰყურებდა ყურძნის მკვახე მტევანს. -დედი, შენს თავს ვფიცავა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026