kids.ge logo

ბეღურები გვასწავლიან

ფავორიტებში დამატება

მზემ მოქარგა არემარე,
თუმც ჰარი ცივია,
"ზამთარია, ვიყინებით",
ბეღურები ჩივიან.
მზე ჩიტუნებს მოფერა,
გაუსწორა ბუმბული,
გახალისდნენ, აჭიკჭიკდნენ
ტკბილად, როგორც ბულბული.
სადანღაც გამობრძანდნენ
ლეგა-ლეგა ღრუბლები,
მზემ ჩიტები ანუგეშა:
"მალე დაგიბრუნდებით".
"როგორც ვხედავთ, ეს ზამთარი
მართლაც ჩვენი მტერია,
სამშობლოში ვრჩებით მაინც,
აქ მოკეთეც ბევრია,
სხვაგან ფარჩას გვირჩევნი
აქ, თვით თოვლის საბანი.
იქ ვიქნებით, სადაც ფრენდნენ
ჩვენი მამა-პაპანი."
ი, რაზე ჟივჟივებენ
შემცივნული ჩიტები,
მამულს ასე შეიყვარებთ?
თქვენც კარგები იქნებით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

* * *დედი, შეხე, ჩვენი ფისო, სახურავზე ზისო, მოდი, კიბე მივუტანოთ, ვეღარ ჩამოდისო! -კატას კიბე რაღად უნდა, შენ...ენძელებითუმც ჯერ ცივა, მიწას თოვლი კვლავ თეთრ საბნად აფარია, ეგ თამამი ენძელები თებერვალმა გადარია. ნაკადულიც ჩას...თხამ აჯობათაკო,იცი? ჩვენმა თხამ თეთრმა, წვერებცანცარამ, დღეს თიკანი მოიგო– ბებომ ასე მახარა. გავიქეცი იმ წამსვე, რო...თინა, მურა და ფისო ზამთარია. სიხარულით თოვლში დარბის ცელქი თინა, მურაც მასთან კოტრიალობს, განა თოვლმა შეაშინა? ააგორეს გუნდა...დედა ენაპირველად დედამ მანახა საოცრად ლამაზი წიგნი, მითხრა : ჩემსავით გიყვარდეს, გზას გაგიკვალავს იგი. ზღაპრის სა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026