kids.ge logo

ბეჰეჰე და ბეჰე

ფავორიტებში დამატება

ბეჰემოთი ბეჰე და
ბეჰემოთი ბეჰეჰე,
ლაფში ამოსვრილები
ფიცხებენ მზეს ფეხებს.
ბაზანებს იღებენ,
აქვთ ტალახის ნიღბები.
სვამენ პიტნის ნაყენს,
ნამდვილად არ აწყენთ.
ზოგჯერ ბეჰემოთები
ერთობიან ნოტებით.
ბეჰემოთი ბეჰეჰე და
ბეჰემოთი ბეჰე
ძილს უფრთხობენ ვეფხვებს.
ხანაც ბეჰემოთები
ლანჩს აწყობენ ყლორტებით.
ლელსაც არ იწუნებენ,
ოფლში გაწუწულები.
ბეჰემოთი ბეჰეჰე და
ბეჰემოთი ბეჰე,
დებენ ფეისბუქზე
ნაირ-ნაირ სელფებს,
თან იღებენ ლოტოსთან,
სამახსოვრო ფოტოსაც.
ბეჰემოთი ბეჰეჰე და
ბეჰემოთი ბეჰე,
კითხავენ ერთმანეთს
ლაფში შეთხზულ ლექსებს.
მიირთმევენ კოქტეილს,
შვენით ციცქნა ქოლგები.
მზეზე გარუჯულები
ჩვენი ბეჰემოთები,
სახეს ინივებენ
დრო-დრო პალმის ტოტებით.
ბეჰემოთი ბეჰე და
ბეჰემოთი ბეჰეჰე,
კარგად დასვენებული (დიდად კმაყოფილები)
შეხვდებიან სექტემბერს.
ისწავლიან ათებზე,
გზად სიკეთეს დათესენ.
და გულს გახარებენ
მამებსა და დედებს,
ბეჰემოთი ბეჰეჰე და
ბეჰემოთი ბეჰე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მამლის გრიპიწარამარა ისმის ცხინკი, შეეყარა მამალს გრიპი, უშიშარს და ფიცხელს აუწია სიცხემ. გაუწითლდა ღაწვები, გაულურჯდ...შოკოლადის პომადაშოკოლადი ლიზიკომ ჭამა, ჭამა ბლომად და მერე ტუჩზე წაისვა შოკოლადის პომადა. იყურება სარკეში ლიზიკო და ხითხი...ჟირაფის შარფიმეგობრები ძველი ლამას მუდამ ახსოვს, ამიტომაც ახლა ჟირაფისთვის შარფს ქსოვს. ხელი კი აქვს სწრაფი, თუ ეყოფა ...ჭიჭყინაროცა ჰკითხეს სახელი, ერთმა თევზმა იწყინა: -ხმას არასდროს არ ვიღებ, რად დამარქვეს ჭიჭყინა....თახვების კაშხალირა ქნეს, ერთი დახეთ ბუნების მცველ თახვებს. ღობეების ნაშალით ააშენეს კაშხალი. გადაკეტეს ტბორი თითქოს დევის...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026