kids.ge logo

ვანო

ფავორიტებში დამატება

ტირის ბიჭი ვანიკო,
მთელი ბაღი აიკლო,
სევიან ბავშვები:
- ჩვენს ბაღში თუ დარჩები,
წამით აღარ მოწყენ
სე გეთამაშებით!
ზოგმა ცხენი აჩუქა,
ზოგმა კიდევ - მანქანა,
ბიჭი მაინც ბუზღუნებს:
- არ დავრჩები აქ, არა!
- კარგი, ვანო, დაწყნარდი, -
ფერება აღმზრდელი, -
სად გინახავს, მითხარი,
სათამაშო ამდენი!
რასაც ხედავ ამ ბაღში
ყველაფერი შენია,
სახლში მინდა, სახლშიო,
სახლში რა დაგრჩენია?!
ი, შეხე ამ ბიჭებს,
შენი მეგობრებია! -
ბიჭმა აღმზრდელს მიგო:
- სახლში დამრჩა ბებია! -
ვანო-ბიჭის პასუხზე
გაიცინეს ბავშვებმა:
- ბებოც ბაღში მივიღოთ,
მაშინ ვანოც დარჩება!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლოკოკინა-ძამია ლოკოკინაო, მარტო არ მოგეწყინაო? მითხარი, რატომ აიგე ასე პატარა ბინაო? სტუმრად რომ ვინმე გეწვიოს, ს...მიგიხვდიმიგიხვდი, ჩემო ბაჭიავ, რისთვის წაგიხდა გუნება; გსურს ჩემს ხალათზე ნაქარგი სტაფილოს ჩაკნატუნება....ამანათიფრენა-ფრენით სოფლიდან ამანათი მოფრინდა. იმ კალათას ფრენიას ზედ ბარათი ჰფენია: „ჩვენო ცუგრუმელებო, ე...რას უმღერიან მერცხლებიჭიკ-ჭიკ-ჭიკ-ჭიკ-ჭიკჭიკით, გაზაფხული გახარეთ, გული დარდით აგვევსო, ვეღარ ვძლებდით სხვა მხარეს. მოგვენატრა ...ეშმაკუნავიჭერ ციცქნა სარკითა კაშკაშელა მზის სხივებს. ზარმაცს ღია ფანჯრიდან ცხვირწინ ავუციმციმე. თვალები რომ დაჭყი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026