kids.ge logo

ფუჩნია

ფავორიტებში დამატება

ერთ დაბურულ, უღრან ტყეში პატარა, ლამაზი მელია ცხოვრობდა. ის სხვა მელიებს სულაც არ ჰგვდა, ძალიან კეთილი და ზრდილობიანი იყო, არასოდს იტყებოდა და ყოველთვის ეხმარებოდა ტყოს ბინადრებს. ამიტომ იგი ყველას ძალიან უყვარდა და სახელიც სასიყვარულო „ფუჩნია“ შეარქვეს.

დილით, ადრე გამოძვრებოდა ფუჩნია თავისი სოროდან, გაიხედ-გამოიხედავდა, ნაკადულის მეორე მხარეს ისკუპებდა, ხტუნვა-ხტუნვით აუყვებოდა სერს, თან ლამაზად მიიქნევდა თავის ფუმფულა კუდს და თან ღიღინებდა:

მე ვარ მელაკუდაო
არ ვარ ძილისგუდაო,
ვახმაურებ ლელიანს,
ტყეც და ველიც ჩემია!
ლალალალა ლალები
გაახილეთ თვალები!

ამ სიმღერის გაგონებაზე, ჟრიამულით აედევნებოდნენ ხოლმე ფუჩნიას მეგობრები და ახმაურებდნენ მიდამოს. ამ დილითაც ადრე ადგა ფუჩნია. თვალი მოავლო თავის ვიწრო სოროს და გულდაწყვეტილმა ჩაიჩურჩულა: -დღეს ჩემი დაბადების დღეა, მეგობრებს კი ვერ დავპატიჟებ,აბა,აქ ვინ შემოეტევაო! გაუფუჭდა გუნება, უგუნებოდ გამოძვრა თავისი სოროდან და ის იყო ნაკადულზე უნდა გადამხტარიყო, რაღაც ხმაური შემოესმა. ფუჩნია, ნელნელა მიყვა ხმას, გადასწია შქერის დიდი ტოტი და რას ხედავს: დიდი მუხის ძირში ფუსფუსია... აგერ, ციყვმა ჩაუქროლა თხილის ჩხრიალით, დაინახა ფუჩნია და მთელი ხმით იყვირა: -იუბილარი გვეწვია, იუბილარი! აბა, შევხვდეთ! ყველა ფუჩნიასკენ შემობრუნდა და ერთდროულად დასძახეს: -ფუჩნიას გაუმარ-ჯოს! გაუმარ-ჯოს! გაუმარ-ჯოს! აქეთ-იქიდან ტყუპი ძმები, ბაჭიები ამოუდგნენ ფუჩნიას, რომელიც საკუთარ თვალებს არ უჯერებდა და სიხარულისგან აღარ იცოდა რა ექნა. ძმებმა ქორფა სტაფილო მიართვეს მეგობარს და სახელდახელოდ გაშილი სუფრისკენ წაიყვანეს. -ასე ტკბილად დამიბერდიო და ბზუილამ თაფლი მიართვა, ციყვმა თხილი ჩაუჩხრიალა, ზღარბმა ზურგით მსხალი და ნიყვი მოუცუნცულა, ბურდღუნა დათუჩასაც კი არ დაზარებია და თევზით სავსე ხონჩა დაუდგა ფეხებთან ფუჩნიას. გაიხარა და რა გაიხარა პატარა მელაკუდამ, როცა თავისი შეკერილი ქურთუკი მიართვა ნემსიყლაპიამ. მგელმაც გაუყო ნადავლი მეგობარს, ხოლო ნადირთ მეფე ლომმა ყანწით შესვა პატარა, კეთილი მელიას სადღეგრძელო.

გახარებული და ბედნიერი ფუჩნია იდგა გაღიმებული, იღებდა მილოცვებს და ფიქრობდა:- „უხ, რა მაგარია, როცა ამდენი მეგობარი გყავს!“

მოთხრობა 6 ~ 14 წლის ბავშვებისათვის


სხვა მომხმარებლების აზრით, ეს $work_type საინტერესო შეიძლება იყოს საშუალოდ 6-დან ~ 14 წლამდე ბავშვებისთვის. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

იზრუნე გარემოზე

აჩვენეთ თქვენს შვილებს, რამდენად ადვილია გარემოზე ზრუნვა. დახარჯეთ ნაკლები, გადაამუშავეთ, ხელახლა გამოიყენეთ და შეინახეთ ნივთები თუ საკვები. ნაშუადღევს დაასუფთავეთ სამეზობლო.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024