ძალიან დიდი ხნის წინ საქართველოზე უზომოდ შეყვარებული გერმანელი პრინცი-ოლდენბურგი ჩვენს ქვეყანას ესტუმრა.
მოგზაურობისას პრინცი ქუთაისის კულტურული ცხოვრებით მოიხიბლა და ცოტა ხნით დარჩენაც გადაწყვიტა.
ოლდენბურგმა გაიცნო რა უნგრელი მხატვარი ,მისი მიწვევაც მიიღო. მხატვრის სალონში განსაკუთრებული კოსტიუმებით წარმოსადეგი ქალბატონები და მამაკაცები იწონებდნენ თავს, რამაც ძალიან აღაფრთოვანა იგი. განაკუთრებით კი ერთი არისტოკრატი ქალბატონით მოიხიბლა და შეუყვარდა კიდეც.
შეყვარებული პრინცი რას არ აკეთებდა საყვარელი ქალბატონისთვის და ბოლოს მისი გულიც მოიგო ,მაგრამ დაქორწინებას ვერ ახერხებდა. ოლდენბურგს არჩევანს უწუნებდა ოჯახი და თუ მაინც ქარველ არისტოკრატს მოიყვანდა,მას
ყველა პრივილებია ჩამოერთმეოდა,როგორც პრინცს; პრინცის წოდება,ქონება,ბავშვებს არ მისცემდნენ გვარს და არც ერთი მეფის კარზე არასოდეს არ იქნებოდნენ მიღებულნი.
ოლდენბურგი არ შეუშინდა სიძნელეებს,უფრო მეტიც მან უარი თქვა ყველაფერზე და ცოლად შეირთო ულამაზესი ქალბატონი,რომელსაც დიდი სიყვარულის ნიშნად აუშენა ზღაპრული სასახლე,სადაც შემდეგ ისინი დასახლდნენ.
გერმანელ პრინცსა და ქართველ არისტოკრატს ექვსი შვილი შეეძინათ. მათ სასახლეში დახვეწილი საზოგადოება იკრიბებოდა.ტარდებოდა მუსიკალური საღამოები, იმართებოდა მეჯლისები... და ასე დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ ისინი.
სხვა ზღაპრები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
Kids.ge-ს რჩევები
გამოიყენეთ სტიკერები და ჯილდოები გონივრულად
„თუ თქვენი შვილი ყველა ქმედებაზე ჯილდოს მოლოდინში იქნება, იგი ვერ გაიაზრებს მოქმედებების მიზეზებს - იმას, რომ მან უნდა მიალაგოს სათამაშოები, რადგან ოჯახის წევრებს ისინი ხელს შეუშლის“ - ამბობს ბუსი. საუკეთესო გამოსავალია ჯილდოს დაწესება ცალკეული ქმედებებისთვის, მაგალითად, ძალისხმევისთვის ქოთანში მოსასაქმებლად. თუმცა, ჯილდო არ უნდა ეხებოდეს ხშირ აქტივობებს - ჩაცმას ან კბილების გამოხეხვას.
ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საინტერესო