ერთ ბავშვთა სახლში ერთი მეოცნებე ბიჭი ცხოვრობდა. სხვაზე ზრუნვას, რომ მორჩებოდა, მერე ოცნებობდა და ოცნებობდა. ახალი წელი ახლოვდება, გაიფიქრა ბიჭმა, იქნებ ჩემი ოცნებაც ახდეს... ნეტავ, დედიკო და მამიკო მომაკითხავდეს და გულში ჩამიკრავდეს... ნეტავ, ჩემმა მშობლებმა ჩემი აქედან წაყვანა შეძლონ... ნეტავ, ერთ დღეს თბილ და ლამაზ სახლში გამაღვიძა დედიკო და მამიკოსთან ერთად... ამ ოცნებებში იყო პატარა ბიჭი, როცა მის თვალზე ერთმა ცრემლმა გაიბრწყინა და ამ დროს მოულოდნელად მის ოთახში უცნაური ხმა გაისმა:
- გამარჯობა, პატარავ!
ბიჭმა თავი ასწია და გაკვირვებული მიესალმა, ვერაფრით გაეგო ეს ვინ იყო და მასთან რა უნოდოდა.
- მე ფერია ვარ, შენთან გასამხევებლად მოვედი, მინდა გაღიმებული გნახო და იმედი გქონდეს, რომ შენი ოცნება ახდება, ეს უთხრა და სიმღერა დაიწყო.
ბიჭს ასეთი ტკბილი ხმა არასოდეს სმენოდა და გაბადრული უსმენდა ფერიას, სიმღერა დაასრულა თუ არა, ფერიამ ბიჭმა მადლიერების ნიშნად ტაში დაუკრა და უთხრა:
- საოცარია, ასეთი ლამაზი არსება, ასეთი ტკბილხმიანი და კეთილი ჩემთან საიდან მოხვდა, მე ხომ არაფერი მაბადია, რომ მადლიერების ნიშნად გიბოძო.
- შენ ყველაზე ძვირფასი, კეთილი გული გაქვს და ეს უკვე დიდი განძია, ჩასჩურჩულა ფერიამ. ბიჭი ერთხანს გაჩუმდა და მერე უთხრა:
იქნებ, მიამბო შენს შესახებ, ფერია!
- სიამოვნებით! ჩემი ვალია სხვებს სიხარული მოვგვარო და სიამაყემ არ მძლიოს, თორემ რაც რამ უბოძებია ჩემთვის გამჩენს, ყველაფერს დავკარგავ. აი, ეს არის და ეს, ფერიამ საუბარი დაასრულა თუ არა, ბიჭმა თვალები მოიფშვნიტა და ღრმად დაეძინა.
ყოველდღე, როცა კი ბიჭის თვალზე ცრემლი გაიბრწყინებდა, ფერია მასთან ჩნდებოდა და კონცერტს მართავდა, კონცერტს მხოლოდ მხოლოდ ერთი მსმენელისთვის.
გათენდა. დადგა 31 დეკემბერი. ფერია სამზადისს შეუდგა, ბიჭის სახლი ნახა და სანამ მშობლებს ეძინათ, სახლი გაალამაზა, გაანათა და გაათბო, განსაკუთრებით კი ბიჭის ოთახი გაალამაზა, ნაძვის ხესაც საოცარი ნათება უბოძა და მის ქვეშ ოქროთი სავსე სკივრიც მოათავსა... მშობლები უცნაურმა ნათებამ გააღვიძა, გამოვიდნენ ოთახიდან თუ არა, გაკვირვებასა და სიხარულს ვერ მალავდნენ, მათ უკვე ყველაფერი ჰქონდათ შვილის სახლში დასაბრუნებლად, ღმერთო ჩემო, ჩვენი ბიჭი როგორ გაიხარებს, როცა სახლში დავაბრუნებთ, გმადლობ უფალო! მადლობ უფალო! ერთხმად ამბობდნენ ისინი.
უცებ მათ ყურადღება ბიჭის ოთახმა მიიქცია და იქით გაემართნენ, საათმა კი ყველას ამცნო ახალი წლის მოსვლა, ღმერთო ჩემო, შეჰყვირეს მშობლებმა, ჩვენი შვილი აქ არის, მათმა ხმამ ბიჭი გააღვიძა და მშობლების დანახვამ ისეთი სიხარული მოგვარა, რომელიც არასოდეს გამოეცადა. ისინი ერთმანეთს ჩაეხუტნენ და მათ ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა.
ბიჭი მალე მიხვდა, რაში იყო საქმე, ფერიას მადლობა გადაუხადა და მშობლებთან ერთად კიდევ უფრო მეტ სიკეთეს აკეთებდა. ბიჭი ასე დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდა თავის ოჯახში.
სხვა ზღაპრები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
თუ გაქვთ კვებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული საჭიროებები ან პრობლემები, გაიარეთ კონსულტაცია დიეტოლოგთან.
გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო