kids.ge logo

მადლიერების ძალა

ფავორიტებში დამატება

ერთ სოფელში ერთი კეთილი მეზღაპრე ცხოვრობდა. მას ცოლი ადრე გარდაეცვალა და პატარა გოგონას სულ მარტო ზრდიდა. იგი დღე და ღამე შრომობდა, მსოფლიოს ყველა ბავშვისთვის უამრავ ზღაპარს წერდა. მის კეთილ ზღაპრებთან ერთად ტკბილად იძინებდნენ ბავშვები, წიგნებს კი გულში იხუტებდნენ.

კეთილი მეზღაპრე ბედნიერი იყო, რომ ღმერთმა  წერის ნიჭი უბოძა და მისი წიგნები ასე შეიყვარეს პატარებმა, მადლობას უხდიდა უფალს ამ სიხარულისთვის. თუმცა გამუდმებული შრომის მიუხედავად, გულს ის უკლავდა, რომ მისი პატარა გოგონა ნახევრად მშიერი დადიოდა, წვიმის დროს კი სახლში წყალი ჩამოსდიოდა და ასეთ გაუსაძლის ყოფაში ცხოვრობდა.

ერთ დღეს კეთილმა მეზღაპრემ ერთადერთ გამოსავალს მიაგნო თვითონ ფულის საშოვნელად გაემართა, გოგონა კი დროებით ბავშვთა სახლში მიიყვანა.

გოგონას ძალიან უჭირდა უცხო ბავშვებთან შეგუება, მაგრამ მალევე მიეჩვია, უამრავი მეგობარი შეიძინა და მათთან ერთად თამაშობდა, ცეკვავდა და მღეროდა, დროს სახალისოდ და საინტერესოდ ატარებდა.

გადიოდა დრო. კეთილი მეზღაპრე სულ იმაზე ოცნებობდა, თუ როგორ დაბრუნდებოდა თავის სახლში შვილთან ერთად. დილაადრიან იწყებდა შრომას და საქმეც სულ უფრო წინ მიიწევდა, ყოველდღე მეტ ფულს შოულობდა და უფლისთვის მადლობის გადახდაც არ ავიწყდებოდა. რაც უფრო მეტად მადლობდა უფალს, მითუფრო მეტი სასწაული ხდებოდა მის ცხოვრებაში.

ერთ დღეს ბავშვთა სახლში გოგონას ყვირილი გაისმა, მამააა!!!! მამა!!! მამა!!! ღმერთო ჩემო, როგორ მიხარია შენ დაბრუნდი ჩემ წასაყვანად!!! ყველა გოგონასკენ გაემართა და მამა-შვილის დანახვაზე მათთან ერთად აღმზრდელებიც სიხარულის ცრემლებს ღვრიდნენ.

მამა-შვილმა ბედნიერად განაგრძეს ცხოვრება. მათი სახლი უკვე ყველაზე ლამაზი და ზღაპრული იყო, სადაც მათთან ერთად ზღაპრის გმირები ცხოვრობდნენ. მათ სახლს უამრავი ბავშვი სტუმრობდა, კეთილი მეზღაპრე კი მათ ზღაპრებითა და ტკბილეულით ანებივრებდა. ორივე უფალს ყველაფრისთვის მადლობას უხდიდნენ და ასე დღითიდღე უფრო მეტი სასწაული ხდებოდა მათ ცხოვრებაში.

ზღაპარი 7 ~ 11 წლის ბავშვებისათვის


სხვა მომხმარებლების აზრით, ეს $work_type საინტერესო შეიძლება იყოს საშუალოდ 7-დან ~ 11 წლამდე ბავშვებისთვის. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ გუნდური მუშაობა

თუ თქვენი შვილი ჩხუბობს სხვა ბავშვთან სათამაშოს გამო, დააყენეთ ტაიმერი ხუთ წუთზე - უთხარით ერთ ბავშვს, რომ მას შეუძლია სათამაშო იქონიოს მანამ, სანამ ტაიმერის ხმას არ გაიგონებს, შემდეგ კი მეორე ბავშვის ჯერი დადგება.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024