აბუს უბანში ყველაფერი ლამაზი იყო. ხალხი თბილი, ბუნება უჩვეულოდ მშვენიერი, განსაკუთრებით კი ის სახლი ამშვენებდა ამ უბანს, რომელსაც ზღაპრული იერი შემორჩენოდა. ყველას ძალიან უყვარდა და ელამაზებოდა ეს უბანი, პოეტი პაპას აშენებული სახლითურთ. სახლში მხოლოდ ორი საოცარი მოხუციღა ცხოვრობდა თვით ეს აღმშენებელი და ნენე ბებია.
პაპა უბნის კოლორიტი იყო. ცნობილი და მეტად პატივცემული პოეტი. იგი კარგ მშენებელადაც მიიჩნიეს, რადგან საყვარელი ადამიანისთვის სიყვარულის სახელით ერთადერთი სახლი ააშენა, რომელსაც სიყვარულის კოშკი დაარქვეს.
სიყვარლის კოშკში ბევრი ლექსი იწერებოდა, პოეზიის საღამოები იმართებოდა და ყოველდღე უამრავი პოეზიის მოყვარულიც იკრიბებოდა. ეს ყველაფერი კი პაპას ძვირფას ნენეს ეძღვნებოდა.
პოეტი პაპას სახლის მისაღებ ოთახში, შეუძლებელია თვალში არ მოგხვედროდათ, ერთ ამაღლებულ ადგილას განთავსებული ორი ბრწყინვალე გვირგვინი, რომელსაც ერთგულების გვირგვინს უწოდებდნენ. ამ გვირგვინის ერთხელ დადგმის შემდეგ, ისინი მას უხილავად ატარებნენ. არასოდეს დადგომია ჩრდილი მის ბრწყინვალებას, როგორც ცხოვრებაში-უხილავს, ისე ხილულს მათ მისაღებ ოთახში. ასე მოვიდნენ ღრმა სიბერემდე ხელიხელჩაკიდებულნი, შთამომავლობას კარგ მაგალითს აძლევდნენ და პატივსაცემი ადამიანების სახელსაც ატარებდნენ.
ყველას თაობის ინტერესს იწვევდა პოეტი პაპას ოჯახი. ერთხელ ჰკითხეს:
- პაპა, რაშია თქვენია ზღაპრული ცხოვრების საიდუმლო?
- ერთგულებაში, შვილო, ყველგან სადაც მივდიოდი ჩემი გვირგვინი დამქონდა თან, ერთგულება კი, ეს ღირსეული ადამიანების ხვედრია, დიდი პატივით მიღებული და არსით წვდომით დამშვენებული.
- არასოდეს გიფიქრიათ ღალატზე?
- ეჰ, ადამიანები ცოდვილები ვართ, პაპი, ეს ბრძოლა ყველა ადამიანშია, მაგრამ საკუთარ თავს ვაჯობე და ამით ვვამაყობ, ჩემთვის ჩუმად. მე სიყვარულის სახელი არასოდეს შემიბღალავს, უფრო მეტიც მთელი ცხოვრება ვცდილობდი
გამეღმერთებია ჩემი ნენე და ასე მედიდებინა სიყვარული, ამის მიუხედავად დრო მაინც არ მეყო... პაპა გაჩუმდა თუ არა, ტაშის ქუხილი დიდხანს ისმოდა.
სხვა ზღაპრები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
ასწავლეთ კონფლიქტის მოგვარება სხვადასხვა კულტურაში
დაეხმარეთ ბავშვს, ისწავლოს კონფლიქტების მოგვარება სხვადასხვა კულტურაში.
გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო