იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა ოქროსთმიანი ბიჭი. იგი გულკეთილი, თბილი და მოსიყვარულე იყო. ოქროსთმიან ბიჭს ძალიან უყვარდა ერთი ობოლი გოგონა, რომელსაც შორს წასული დედიკოს დაბრუნებაზე საუბარი და წიგნების კითხვა თუ ახარებდა, მეტი არა აინტერესებდა რა, ამიტომ ხშირად ცდილობდა თავისი ციცქნა მეგობრის გამხიარულებას, მათ ხომ მეგობრობასთან ერთად წიგნების სიყვარულიც აერთიანებდათ.
დიდი თუ პატარა შინ თუ გარეთ ყველა ოქროსთმიან ბიჭზე საუბრობდა _რა კეთილი ბიჭია, ჩუმად და უანგაროდ ზრუნავს სხვაზე, ნამდვილი უფლის საჩუქარიაო...
გავიდა რამდენიმე წელი. ოქროსთმიანი ბიჭის სახლს ხანძარი გაუჩნდა.
უსახლკაროდ დარჩენილი მთელი ოჯახი საგონებელში ჩავარდა, მაგრამ იმედი არ დაუკარგავთ, უფალი არ მიგვატოვებს ასეთი გასაჭირის დროსო, ფიქრობდნენ ისინი.
საღამოს როცა ოქროსთმიანი ბიჭის ოჯახს მეზობელი მასპინძლობდა, ხმაური შემოესმათ, ყველა აივნისკენ გაემართა და გაოცებისგან გაშეშდნენ, ხალხს თითო აგური მიჰქონდა სახლის აღსადგენად.
- როგორი კეთილი და ყურადღებიანია თითოეული მათგანი, ამბობდა ოქროსთმიანი ბიჭის დედა.
- დიახ, დედიკო, მართლაც ასეა, უთხრა ბიჭმა და თან ფიქრობდა ღმერთო, ნეტავ, საიდან მეცნობა ეს ხალხიო?
გათენდა.
ბიჭმა გაიღვიძა თუ არა რას ხედავს, მის წინ ერთი უბრალო სახლი კი არა ნამდვილი უფლისწულის შესაფერი სასახლე იდგა.
იგი იმ დღესვე დაუბრუნდა თავის სახლს, სიხარულს ვერ მალავდა, მადლობას უხდიდა უფალს და თითოეულ ადამიანს, ასეთი დიდი საჩუქრისთვის.
ერთ დღეს კი როცა ოქროსთმიანი ბიჭი სასახლის ბაღში ხეებს რგავდა, მასთან დედასთან ერთად ერთი პატარა გოგონა მივიდა სტუმრად, ბიჭმა დიდი პატივით მიიღო სტუმარი და ბოლოს ჰკითხა სტუმრობის მიზეზი.
გოგონამ ჯერ მადლობა გადაუხადა გვერდში დგომისთვის და ასეთი მასპინძლობისთვის, შემდეგ კი თავისი ამბავიც უამბო, რომ ერთ მშვენიერ დღეს დედა მართლაც მივიდა ბავშვთა სახლში და შინ წაიყვანა, ბიჭმა მაშინვე იცნო თავისი ობოლი მეგობარი და გადაეხვია.
ოქროსთმიანი ბიჭი დიდ ხანს და ბედნიერად ცხოვრობდა თავის ზღაპრულ სასახლეში.
სხვა ზღაპრები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
მიეცით ბავშვს საშუალება, ჩაატაროს მარტივი ექსპერიმენტები სახლში, რათა ისწავლოს დაკვირვება და ანალიზი.
გაზაფხულდა,ყვავილებმა გაიშალეს თმები, ტანთ ლამაზი ჩაუცვიათ ჭრელი სამოსელი. გაიღვიძეს ცხოველებმაც დახტის ცელქი შველი პეპელას ვერ დაეწევი, რომ მოჰკიდო...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო