kids.ge logo

პრინცესა და ბეღურები

ფავორიტებში დამატება

ერთ სამეფოში უმშვენიერესი პრინცესა ცხოვრობდა. რასაც ისურვებდა ყველაფერი ჰქონდა. მთელი დღე იპრანჭებოდა და მერე ტკბებოდა სამეფო ბაღის სილამაზით. მოსაუბრე ბეღურები კი რომლებიც ბევრს შრომობდნენ, მასთან შეხვედრის შანსს ხელიდან არ უშვებდნენ და ხშირად ეჟღურტულებოდნენ პრინცესას.

ერთხელ როდესაც პრინცესამ სასახლის ბაღს მიაშურა, გადაწყვიტა ახლოს მდებარე ტყეც დაეთვალიერებინა, შემდეგ კი ისე გაიპარა, რომ თვალიც ვერავინ მოჰკრა მის გასვლას.

ტყის სილამაზემ ისე გაიტაცა პრინცესა, რომ გზა აებნა და დაბრუნება ვეღარ შეძლო.
ძალაგამოცლილმა ახლომდებარე ქოხს მოჰკრა თვალი, სადაც ჩუმად შეიპარა და კართანვე ჩაეძინა.

გათენდა. პირველს პუპი და პოპოს გაეღვიძათ, დები თვალებს არ უჯერებდნენ და მშობლებს უხმობდნენ. პრინცესა მათმა ხმაურმა გააღვიძა, შეშინებულს ვერ გაეგო რა ხდებოდა მის თავს.
- კეთილი იყო შენი მობრძანება, უთხრეს გახარებულმა დებმა გოგონას.
- გამარჯობა, დიდი მადლობა, მასპინძელობისთვის, უპასუხა აკანკალებული ხმით პრინცესამ გოგონებს.
- აქ საიდან მოხვდი?
სასახლიდან გამოვიპარე ტყის დასათვალიერებლად და დავიკარგე.
- არა უშავს, ჩვენ დაგეხმარებით უთხრეს გოგონებმა, ჩვენც დაგეხმარებით, პრინცესსა, ჩამოსძახეს ბეღურებმა, გოგონას თვალები გაუბრწყინდა ბეღურების დანახვისას და ჰკითხა მათ:
- როგორ მომაგენით, ჩიტუნებო?
- როგორ და ძალიან მარტივად, პრინცესა.
- პრინცესა? - იკითხა პუპიმ და გადახედა პოპოს.
პრინცესაო? გაკვირვები გაიმეორა პოპომ. გოგონებს ძალიან გაუხარდათ მოულოდნელი სტუმრის ხილვა და სიამოვნებით გააბეს საუბარი მასთან.

დადგა საუზმის დრო. პრინცესამ ხელები დაიბანა და მაგიდას მიუჯდა, მაგრამ საუზმე არავის მოუტანია.
- ნუთუ არ იცით, რომ დილით ამ დროს საუზმე უნდა მომართვათ. მისი საქციელიც გაოცებულმა ოჯახის წევრებმა პრინცესას საუზმე მიუტანეს, თუმცა მასთან ერთად არც დამსხდარან.

მარტო დარჩენილი პრინცესამ უსიამოვნოდ ისაუზმა. ამ დროს ერთ-ერთმა ბეღურა ჟღურტულით უთხრა: პრინცესა, ვინც არ უნდა იყო პატივისცემა მასპინძელსაც სჭირდება, ესენი შენი სასახლის მზარეულები არ არიან და დაიმახსოვრე ეს ხალხური სიბრძნე: _,, თუ არა გყავს მოახლეო თავი მოიმოახლეო".

გათენდა თუ არა პრინცესამ სასახლის ძიება დაიწყო, მეგობარი ბეღურები კი გვერდიდან არ მოშორებიან, გზადაგზა ზოგი მეგობრულ რჩევებს აძლევდნენ და ზოგი კიდევ სასახლისკენ მიმავალ გზასაც ასწავლიდნენ. მან კიდევ რამდენიმე ადგილზე შეისვენა, სადაც პატივით მიიღეს. გოგონამ ბეღურების ჭკვიანური რჩევაც გაითვალისწინა და ამის შემდეგ იმდენად კმაყოფილნი იყვნენ მასთან შეხვედრით, რომ ერთ ოჯახში, სიკეთის გუშაგმა მას ჯადოსნური ჯოხი აჩუქა, რომლითაც პრინცესა და ბეღურები მოულოდნელად თავის მეფურ სასახლეში აღმოჩნდნენ.

ნათია აბულაძე
6 აგვისტო, 2017 წ.
ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 6–12
ოპტიმალური ასაკი: 8–11

სხვა ზღაპრები

ახალი წლის სასწაული

ერთ ბავშვთა სახლში ერთი მეოცნებე ბიჭი ცხოვრობდა. სხვაზე ზრუნვას, რომ მორჩებოდა, მერე ოცნებობდა და ოცნებობდა. ახალი წელი ახლოვდება, გაიფიქრა ბიჭმა, იქნებ ჩემი ოც...

პრინცესა და  ბეღურები

ერთ სამეფოში უმშვენიერესი პრინცესა ცხოვრობდა. რასაც ისურვებდა ყველაფერი ჰქონდა. მთელი დღე იპრანჭებოდა და მერე ტკბებოდა სამეფო ბაღის სილამაზით. მოსაუბრე ბეღურები...

მადლიერების ძალა

ერთ სოფელში ერთი კეთილი მეზღაპრე ცხოვრობდა. მას ცოლი ადრე გარდაეცვალა და პატარა გოგონას სულ მარტო ზრდიდა. იგი დღე და ღამე შრომობდა, მსოფლიოს ყველა ბავშვისთვის უ...

აბუს უბნის კოლორიტები

აბუს უბანში ყველაფერი ლამაზი იყო. ხალხი თბილი, ბუნება უჩვეულოდ მშვენიერი, განსაკუთრებით კი ის სახლი ამშვენებდა ამ უბანს, რომელსაც ზღაპრული იერი შემორჩენოდა. ყვე...

ოქროსთმიანი ბიჭი და ობოლი გოგონა

იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა ოქროსთმიანი ბიჭი. იგი გულკეთილი, თბილი და მოსიყვარულე იყო. ოქროსთმიან ბიჭს ძალიან უყვარდა ერთი ობოლი გოგონა, რომელსაც შორს წა...

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: მელაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ კონფლიქტის მოგვარება სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებში

დაეხმარეთ ბავშვს, ისწავლოს კონფლიქტების მოგვარება სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებში.

სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)
სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)

გაზაფხულდა,ყვავილებმა გაიშალეს თმები, ტანთ ლამაზი ჩაუცვიათ ჭრელი სამოსელი. გაიღვიძეს ცხოველებმაც დახტის ცელქი შველი პეპელას ვერ დაეწევი, რომ მოჰკიდო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026