kids.ge logo

გომბორელა

ფავორიტებში დამატება

გომბორელაში დიდი ქაოსი იყო. პატრულის რამოდენიმე მანქანასთან ერთად, სასწრაფო დახმარების მანქანაც მოსულიყო და ყველას პირზე ეკერათ მხოლოდ ის ცუდი ფაქტი, რომ ბანაკის მოსწავლეები წუხელ გვიან ღამით გაპარულიყვნენ ბანაკიდან და აგერ მეორე დღე ღამდებოდა და არსად ჩანდნენ.

  ლიზი მობუზულიყო და ტირილისგან დაწითლებული თვალებით, უკვე აღარც კი ახსოვს, მერამდენედ უყვებოდა მოვლენების განვითარების შესახებ პატრულის თანამშრომლებს და თან შეშინებული მზერით გარშემო იყურებოდა.

   ბანაკის ყველა  მოსწავლეს, სახეზე სევდა დასტყობოდა. დღევანდელი დღე ისე დაღამებულიყო, რომ ყველა ჩანიშნული გაკვეთილი გაცდა.

   დირექტორი ზაქარაც არ გამოიყურებოდა კარგად.  მთელი დღე, ტყეში ბავშვების ძებნაში გაეტარებინა და ახლა ფეხები ძალიან ტკიოდა, თუმცა მოქანცულ სახეზე მაინც ეტყობოდა მრისხანება.

--ანი, ეს ხომ დედაა, დედაჩემიც აქ არის!--გაკვირვებით შეჰყვირა ლილემ და ფანჯრის რაფას ხელებით დაეყრდო.

ბავშვებმა სარკმელში გაიხედეს.

--განა სულ ერთი საათი არ გავიდა მას შემდეგ, რაც გამოვიპარეთ!--შიში ჩაუდგა თვალებში ანის.

--გაიხსენე მავრამ რა გვითხრა, აქ  დრო გაცილებით ნელა გადისო...

--მართალი ყოფილა, აქ უკვე საღამო მოდის.

--ამას თავი დავანებოთ და როგორ გავიდეთ ახლა გარეთ?--საქმიანი გამომეტყველებით იკითხა გიორგიმ და კარებს მიუახლოვდა.

--უნდა დავბრუნდეთ!

  ეზოში მყოფთა გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც დღის დაკარგული გმირები, იმ აკრძალული წითელი სახლიდან, ერთმანეთის მიყოლებით გამოვიდნენ.

    ზაქარას სახე უნებურად შეიშლა და ჯოხზე დაყრდნობილი, მძიმე ნაბიჯებით გაემართა მათკენ.

   შემდეგ ლილეს ახსოვს როგორ იხუტებდა დედა გულში გამალებით. ანისაც საყვედური უთხრეს მშობლებმა. გიორგი კი იქ მყოფების დარწმუნებას ცდილობდა იმაში, რომ ისინი ტყეში წავიდნენ სოკოს მოსაკრეფად და გზა აებნათ.

--თუ ასეა ამ სახლში რას აკეთებდით?--მრისხანედ გაიჟღერა დირექტორის ხმამ:-- მე ხომ გითხარით რომ ეს აკრძალული ტერიტორია...

  ბავშვები გაინაბნენ.

  ეზოში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.

--ჩვენ მხოლოდ  ახლხანს შევედით შიგნით, რადგან არ ვიცოდით რა გვექნა, ძალიან  შეგვეშინდა!--თავის გამართლება ოსტატურად მოახერხა ნიცამ და არც თუ ისე ცუდად გამოუვიდა სიცრუე, რადგან ყველამ დაიჯერა მისი ნათქვამი.

   მხოლოდ ზაქარა ჰგავდა აღელვებულს და რამოდენიმეჯერ ჰკითხა ბავშვებს გამომცდელად:--ნახეს თუ არა ვინმე დაკეტილ სახლში?

--არა, სახლი ცარიელი იყო!--თავი გააქნია ლილემ, თუმცა ვერ მიხვდა თავის ნათქვამით, ეს ბრაზიანი დირექტორი დაარწმუნა თუ არა.

  გომბორელა  ნელ-ნელა მშვიდდებოდა.

  პატრულის თანამშრომლები მალევე წავიდნენ .დაკარგული და უკვე ნაპოვნი ბავშვების მშობლებმა უამრავი საყვედური უთხრეს ბანაკის ადმინისტრაციას და ეჭვიც გამოსთქვეს იმის შესახებ, რომ--უკვე აღარ იცოდნენ კიდევ დაეტოვებინათ თუ არა მათთან საკუთარი შვილები, მაგრამ რადგანაც  თანამშრომლებმა ბევრი პირობა მისცეს, რომ მათ შვილებს აქ საფრთხე აღარ შეექმნებოდათ, დათანხმდნენ და ხელშეკურელბა აღარ გააუქმეს.

    დირექტორ ზაქარას კი გაბრაზება მაშინ დაეტყო, როცა ბანაკის ტერიტორია ყველა უცხო პირმა დატოვა და  მან თავის პირქუშ კაბინეტში, სადაც ყველაფერი  შავი ფერით იყო მორთული, ავეჯიდან დაწყებული ფარდებით დამთავრებული, დაკარგული მოსწავლეები იხმო.

    გაბრაზებული დირექტორის პირისპირ მარტო დარჩენილ ბავშვებს, სუნთქვაც კი უჭირდათ თავს დასატეხი ბრაზის მოლოდინში, მაგრამ მათდა გასაოცრად დირექტორის ხმა გაისმა მშვიდად:--ურჩო გოგონა!--მიმართა მან პირველ რიგში ნიცას:--შენ პირველსავე დღეს მიიღე შენიშვნა ჩემგან და შეგპირდი, რომ დაგაკვირდებოდი.

ნიცა მაგიდის კუთხეში აიბუზა.

--მაგრამ სკოლის რეპუტაციიდან გამომდინარე, ეს ვადა კიდევ გავზარდე, იმედია ჭკუას მოიხმარ!

   ბავშვები ისევ ისე ჩუმად იდგნენ და მორიგეობით შეავლებდნენ ხოლმე ერთმანეთს მზერას, ზაქარამ კი  განაგრძო:--და რა ხდებოდა იმ  სახლში?

--იცით..--უეცრად გულახდილობა გადაწყვიტა ლილემ და ლამის ყველაფრის ჩამორაკრაკება გადაწყვიტა, მაგრამ მალევე დაინახა ანის გაბრაზებით დაჭყეტილი თვალები, რომელიც გაჩუმებას აიძულებდა:--ჩვენ იქ ძალიან ცოტა ხანს ვიყავით.

--გასაგებია....---გრძელ წვერზე ხელი მოისვა ზაქარამ და ისევ უნდობლად გადმოხედა ბავშვებს:--თქვენ იცით რა ცუდად მოიქეცით? გომბორელას არსებობის მანძილზე ასეთი რამ პირველად მოხდა, პირველად მოვისმინე საყვედური მშობლებიდან და იცით გომბორელა როდის დააარსდა?

  ბავშვებმა ერთმანეთს გადახედეს. სირცხვილი კი არის მაგრამ ეს ნამდვილად არ იცოდნენ.

--ხომ ხედავთ არ იცით...  აქ ვსწავლობდი მეც, ჩემი შვილიც...--ამ სიტყვებზე მას თვალებში ცრემლი ჩაუდგა, მაგრამ წუთიერ სისუსტეს მალევე აჯობა და ისევ მკაცრი ხმით იკითხა:   -- და ცუდ საქციელს კი რა მოჰყვება?

  ბავშვები ისევ დაბნეულნი იდგნენ და კითხვით სავსე თვალებით შესჩერებოდნენ დირექტორს.

--არ იცით ხომ?--სახე ბედნიერებისგან გაებადრა პირქუშ კაცს და თავის კვერთხი გამარჯვებულივით დაჰკრა აპრიალებულ შავ მეტლახზე:--რა თქმა უნდა სასჯელი.

ბავშვები კიდევ უფრო აიბუზნენ და ისევ შეათვალიერეს ერთმანეთი ცუდის მოლოდინში.

--მაგრამ მე რადგანაც ძალიან გულმოწყალე დირექტორი ვარ, ამჯერად მხოლოდ...-- ამ სსიტყბეზე ის დაფიქრდა და ბავშვებს ჩაეკითხა:--თუმცა იქნებ თქვენ გქონდეთ რამე შემოთავაზება?

     მეობრებმა თავი გააქნიეს.

--ასე ხომ? მაშ კარგიი... მდააა....---ისევ გამომწვევად ჩამოიშვა წვერზე ხელი მან:--გახსოვთ პირველ დღეს რა გითხარით?

  ბავშვები ჩაფიქრდნენ, რაგდან პირველ დღეს ბევრი რამ მოისმინეს მისგან და საინტერესოა რომელ ერთს გულისხმობდა.

--პარასკევ დღეს უნდა დავეხმაროთ მზარეულებს სამზარეულოში პროდუქტისა და ჭურჭელის გარეცხვაში!-- მხიარულად ჩამოარაკრაკა დირექტორმა თავის ერთ-ერთი წესი და ოთხივე მათგანის სახეს დააკვირდა, ალბათ ძალიან უნდოდა მათ სახეზე გაბრაზება ამპოეკითხა დაკისრებული სასჯელის გამო, მაგრამ ბაშვები უფრო გახარებულებს ჰგავდნენ, რადგან სიტყვა სასჯელი მათთვის უფრო მკაცრ ზომებს ნიშნავდა, ვიდრე ეს სამზარეულოში ჭურჭლის რეცხვა იყო.

--მგონი უკმაყოფილონიც არ უნდა იყოთ? მაგრამ ეს წესი ამ პარასკევ დღეს მხოლოდ თქვენ ოთხზე გავრცელდება, თქვენი წყალობით მთელი ბანაკი დაისვენებს.-- უფრო დაამძიმა სასჯელი  მან  და მაღალ, ჭერამდე აზიდულ სარკმელს მიუახლოვდა, რომლზეც შავი  ხავერდის ფარდა ჩამოეფარებინათ და დღის მზის შუქს, შიგნით შემოსვლის საშუალებას არ აძლევდა:--და კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ იმ სახლს ახლოს არ გაეკაროთ, თორემ შემდგომი სასჯელი, თუ ეს დამჭირდა რათქმა უნდა, არ იქნება ასეთი  სახალისო, ახლა კი თქვენს მოსასვენებელ ოთახებში დაბრუნდით და  რადგანაც ხვალ პარასკევია, გულდასმით შეუდექით მოცემულ დავალებას.

    დერეფნიდან ოთახამდე უამრავი ბავშვის გაოცებული სახე შემოეფეთათ გამოსულებ. იყო ჩურჩული და საიდუმლო გადალაპარაკება ერთმანეთში.

--უდისციპლინოები!

--მაწანწალები!

--ნეტავ სად დაეხეტებოდნენ?

--საინტერესო ცხოვრება უყვართ თურმე!

   და კიდევ მსგავს რეპლიკებს ბოლო არ უჩანდა.

    ლილემ ძლიერად ჩასჭიდა ხელი მეგობარს და სულ სირბილით მიირბინეს საკუთარ ოთახამდე, სადაც თვალებდაწითლებული ლიზი ელოდებოდათ მათ.  მეგობარს საყვედურის მსგავსი არც ერთი სიტყვა არ წამოსცდენია, რიგ-რიგობით ჩაიხუტა ორივე გულში და კიდევ უმატა ტირილს:--ძალიან შემეშინდა, რომ ვეღარასდროს ვეღარ გნახავდით!

--იქნებ ასეც ჯობდა!--ჩაიბურტყუნა ანიმ გაბრაზებით და საწოლზე ჩამოჯდა.

--რატომ? ხომ ძალიან მოგწონდათ აქ ყოფნა?--გამოცოცხლდა ლიზი და თვალებზე ცრემლები შეიმშრალა.

--კი მაგრამ, პომიდვრების რეცხვა და თეფშების პრიალი არა.--უკადრისად გადააქნია თავი ანიმ.

    იმ ღამით მოუსვენრად ეძინათ მეგობრებს და ორივე დარწმუნებული იყო იმაში, რომ ერთსა და იმავე ცნობისმოყვარე და სასიამოვნო ფიქრებს მოეცვა მათი გონება, რომ ორივეს ძალიან სურდა ისევ იმ ზღაპრულ ადგილას მოხვედრა და იმ უცანურ არსებასთან საუბარი, რომელიც საკუთარ თავს მაქციას უწეოდებდა. იქნებ მართლაც მაქცია იყო?

,, მაგრა არა!“--ხმამღლა გაიფიქრა ლილემ და მაგიდაზე დადებულ საკუთარ პლანშეტს დასწვდა, google-ში სწრაფად აკრიფა ,,მაქცია“ და გაფართოვებული თვალებით შეუდგა კითხვას, სადაც შავით თეთრზე ეწერა, რომ:--მაქცია არის მითოლოგიური არსება, რომელსაც აქვს უნარი (მაქციობა) გარდაიქმნას სხვა არსებად, მიიღოს განსხვავებული სახეები და ფორმები. მაქციები არიან ეშმაკები, ჭინკები და სხვა ბოროტი არსებები.

   ,,ღმერთო ჩემო!“--აცახცახებული ტუჩებით ჩაიჩურჩულა გოგონამ და შეშინებულმა მოისროლა პლანშეტი საწოლის ბოლოსკენ. მოუსვენრად იყო მთელი ღამე, ძილი არ მიეკარა თვალებს, არც ანის გაღვიძება უნდოდა, მას ისე მშვიდად და უდარდელად ეძინა, რომ მისი გამოფხიზლება დანაშულიც კი იქნებოდა.

  --მაგრამ ის რომ საერთოდ არ გავდა ეშმაკს ან ავსულს?-- შეიცხადა ნიცამ როცა ლილემ მეგობრებს ამცნო მაქციის განმარტების შესახებ. ამასობაში კი უკვე სამზარეულოში შესულებს, წინსაფრები მიაწოდეს მზარეულებმა   და ნაყოფიერი სამუშაო დღე უსურვეს.

--კი ასეა!--უხალისოდ შემოირტყა მწვანე წინსაფარი ლილემ წელზე  და უზარმაზარ სამზარეულოს თვალი მოავლო:--თუმცა ხვალაც დიდი სიამოვნებით დავალაგებდი  აქ ყველაფერს თუ დღეს, ისევ მექნებოდა მათთან შეხვედრის  საშუალება.

--ასე ნუ გგონია, მომდევნო სასჯელი შეიძლება საერთოდაც ბანაკიდან გარიცხვა იყოს!--იმედები გაუცრუა მას ანიმ.

--ოოო, კარგით რაა... არავის ნახვა აღარ მინდა, დღეს ისეთი მშვენიერი გაკვეთილი მიცდება!--ტუჩები უკმაყოფილოდ აიბზუა გიორგიმ და რადგანაც მათ შორის მამაკაცი მხოლოდ ის იყო, კარებთან დახვავებულ რძის ყუთებს დაუწყო შემოზიდვა მაცივრისკენ.

--მაინც რაა ასეთი?-- ჩაეცინა ანის.

--დიდ პრომეთეზე და მის გმირობებზე გვექნება საუბარი, თუმცა მე რაღას მოვუსმენ.

--იცი გიო...--მის  წინ აიჭიმა უსწრაფესად ანი და ძალიან ჭკვიანური ხმით უთხრა:---ჩემთვის სიკეთე და გმირობა იცი რა არის?

--მაინც რა?

--იმ ატირებული გოგონას დახმარება, იქ რომ ვნახეთ.

--აჰა, შენ უკვე გიპოვნია ცხოვრების მოწოდება!--ხელი აიქნია გიორგიმ და საქმე განაგრძო მორჩილად.

--რატომაც არა, არ ფიქრობ რომ ძალიან საბრალო იყო?

--კი, მაგრამ ჩვენ რა შეიძლება გავაკეთოთ მისთვის?

--თუ კიდევ ვნახავთ გავიგებთ ამასაც!--ამაყად ჩაილაპარაკა ლილემ.

--არ არსებოოობს.... --ხელები გაშალა გაოცებით ანიმ.

--კი, კიი...--კვერი დაუკრა ნიცამაც გულად მეგობარს, რადგანაც აშკარად აღფრთოვანებული იყო მისი შემართებით.

--იმ სახლში შესვლას ისევ გაბედავთ?--იკითხა გიორგიმ გაოცებით.

--ჩვენ ხომ გმირები ვართ.

--ჩვენი მოვალეობა კი გასაჭირში მყოფი ადამიანის დახმარებაა.

--ალბათ გაგიჟდით!--უზარმაზარ ვაშლს ხელი დაავლო ლილემ და მადიანად გაკბიჩა.

--სულაც არა, ვისაც სურვილი ექნება ღამით ისევ შევიკრიბოთ ტყესტან ახლოს.--საიდუმლოდ ჩაიჩურჩულა ნიცამ და კარისკენ გაიხედა, რადგან დერეფნიდან სიცილის ხმა შემოესმათ.

   თურმე  სიყვარულის ბანაკის წარმომადგენლები, კართან შეკრებილიყვნენ და ჩუმად ადევნებდნენ თვალს მათ საქმიანობას, შემდეგ კი  გულიანადაც ხითხითებდნენ  დასჯილ მეგობრებზე.

--ესენი მგონი შეცდომით მოგვევლინენ სიყვარულის ფერიებად!--ტუჩები აიბზუა ნიცამ და რომელი ვაშლიც მოჰყვა ხელში, ის გაისროლა მათი მიმართულებით.

    თითქოს ჩიტები აიშალნენო, კაკბების შრიალით ისე გაეცალნენ სამზარეულოს ჰაეროვანი პრინცესები. სამზარეულოში დარჩენილი მეგობრები კი უხმოდ შეუდგნენ მიცემულ დავალების შესრულებას. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო ამდენი ახალი ხილისა და ბოსტნეულის დარეცხვა, მათთვის განკუთვნილ ადგილებზე დახარისხება, თეფშების გაპრიალება და დილის საუზმისთვის ათეულობით პურის, ტოლ ნაჭრებად დაჭრა.

    არაა... მართალია  თავიდან ეს სასჯელი გართობად მოეჩვენათ, მაგრამ სულაც არ ყოფილა  ადვილი საქმე. მზარეულმაც არ მიაკარათ იმ გაბერილ  და კრემიან ფუნთუშებს, ხელები დაგესვრებათ და ხილსაც დასვრითო. მაინც რა უგულო უნდა იყო მზარეული, რომ ბავშვებს ასეთ გემრიელობაზე უარი უთხრა. არა, არა ასეთები ჯოჯოხეთის ცეცხლში უნდა იწვებოდნენ.

მოთხრობა 8 ~ 14 წლის ბავშვებისათვის


სხვა მომხმარებლების აზრით, ეს $work_type საინტერესო შეიძლება იყოს საშუალოდ 8-დან ~ 14 წლამდე ბავშვებისთვის. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

ყოველთვის თქვით სიმართლე

თქვენც ხომ ელით იგივეს შვილისგან, არა?

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024