kids.ge logo

გომბორელა

ფავორიტებში დამატება

IV. მავრა და მარიამი

--თქვენ რა, დღევანდელმა დღემ საერთოდ ვერ გასწავლათ ჭკუა? --გაოცების ნიშნად განზე გაშალა ხელები ლიზიმ თვალები დაუმრგვალდა სიბრაზისაგან.

--ჭკუა როგორ უნდა გვესწავლა, ბოსტნეულის წმენდითა და ფანჯრების გაპრიელბით?----ცხვირი აიბზუა უკმაყოფილოდ ანიმ და სპორტულს ბოტასებს დაუწყო ოთახში ძებნა.

--მაშ რა სასჯელი გინდოდა?

--არ მინდოდა, ან შესაბამისი? --ჩაიბურტყუნა ამჯერად ლილემ.

--შესაბამისი? როგორი?

--არ ვიცი ლიზი, ეზოს დალაგება მაინც, შეხედე ჩემს ლამაზ ხელებს, ამდენმა წყალმა სულ გამომიშრო!--ტუჩემი აიბზუა ლილემ და ფანჯრიდან  ჩაბნელებულ ეზოს მოავლო თვალი.

     დღის ამ მონაკვეთში ბანაკში ყველაზე იდუმალი სიჩუმე იყო. შენობებში შეკეტილი ბავშვები, მოსვენებას  მისცემოდნენ  და  აქა- იქ თუ შენიშნავდით სარკმელში გადმომდგარ რამოდენიმე სახეს, ოცნების თვალები რომ მიეშტერებინათ ღამის წყვდიადისთვის.

   უცნაური არ იქნება თუ კი ვიტყვი, რომ ზოგს მშობლები ენატრებოდა, ზოგს უბრალოდ ზაფხულისთვის  დამახასითებელი უდარდელი  და თითქმის ურეჟიმო ცხოვრება.  აქ ხომ ყველაფერი წამობრივი სიზუსტით იყო გათვლილი, რა დროს უნდა გაგეღვიძა, გეჭამა, გესეირნა  თუ მეგობრებთან ერთად გაკვეთილებს დასწრებოდი. არადა წამოსვლამდე მათ შორის უმრავლესობა ფიქრობდა, რომ ბანაკში იქნებოდა უარავი თავგადასავალი და სიახლე, რასაც ასე თავგამოდებით ეძებდნენ ახლა ლილე და ანი, თავის გმირ მეგობრებთან ერთად.

  საღამოთი ხმა დაირხა და ბავშვებით გადაჭედილი დერეფნები ერთიანად მოიცვა ჩუმმა ჩურჩულმა, საქმე იმაში იყო რომ:-- ერთ-ერთ სიყვარულის ფერიას, ნებისყოფამ უმტყუნა და ხვალ სახლში ბრუნდებოდა.

  ბევრს გაუკვირდათ, ბევრმაც თანაგრძნობის ნიშნად გაიღიმა, ზოგმა მოუწონა საქციელი და ზოგმა კი უბრალოდ მშიშარა ბავშვად ჩათვალა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩებოდა, ამ ასაკშიც კი ყველას არ შეეძლო მშობლებისგან შორს ყოფნა.

--ლიზი შენც ხომ არ მიბაძავდი?--ღიმილით იკითხა ანიმ.

--სიამოვნებით, მაგრამ ხომ გითხართ რომ ჩემი მშობლები ქალაქში არ იმყოფებიან.

--ააჰ, გამახსენდა... და თუ გინდა შენს უიღბლობაზე ბევრი არ იფიქრო, წამოდი ჩვენთან ერთად.

--მე ამას ვერ გავბედავ!--თავი  გააქნია ლიზიმ და სარკმელს მიუახლოვდა, რომლესაც ჯერ კიდევ არ მოშორებოდა ლილე და ისევ გულდასმით ეძებდა  კენჭის მსროლელ მეგობრებს, და აი ისინიც!

--მოვიდნენ!--სიხარულიგან ტაში შემოჰკრა გოგონამ და კარისკენ დაიძრა. მას  სიხარულისგან სულ დავიწყებოდა, რომ სიფრთხლე უნდა გამოეჩინა  ამ სახიფათო გზის გასავლელად და ხმაურით დაეტაკა კარის სახელურს.

--ფრთხილად! ბავშვები არ გააღვიძო!--გაუწყრა ანი მას და ფრთხილი ნაბიჯებით გავიდა დერეფანში.

   ლიზიმ ისევ საგულდაგულოდ გადაკეტა კარი და ანც მეგობრებს სევდიანი თვალები გააყოლა, გულში კი კეთილი შურით შურდა ამ გულადი გოგონების, რომლებიც თავგადასავლების ძიებისთვის, ღამითაც კი არ ერიდებოდნენ გარეთ გასვლას.

    მეგობრები ფეხაკრეფით მიუახლოვდნენ  ჩაბნელებულ და აკრძალულ სახლს. როგორც ჩანს, მარიამი  ისევ არ გახლდათ სახლში, ალბათ ისევ იმ რელობაში წასულიყო, რომელსაც მაქცია საოცარ ლამაზ გარემოდ ქმნიდა, სადაც დრო უფრო ნელა გადიოდა  და სადაც ყველაფერი  მკაფიო და მკვეთრ ფერებად ბრჭყვილებდა. სწორედ ამ საოცარმა გარემომ უბიძგათ ბავშავებს ისევ იქ დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ როცა კარის სახელურს ხელი მოჰკიდეს და კარი არ გაიღო, იმედგაცრუებით გადახედეს ერთმანეთს.

--ნუთუ დღეს არ გამოვა?--ლამის ატირდა ლილე და კიდევ ერთელ დაეჯაჯგურა ძლიერად კარებს, მერე კიდევ ერთხელ და ლამის ანჯამებიდან ამოყარა ბათქა-ბუთქით ძლიერი მუხის კარი.

--კარგი შეეშვი, ხომ ხედავ გულდასმით არის ჩარაზული?--უიმედოდ ჩაილაპარაკა ანიმ და ბალახზე ჩამოჯდა.

--მაშ რა ვქნათ, უკან უნდა დავბრუნდეთ?

--სხვა რა გზააა, რამე მიმართულება იცი, რომელიც იმ ზღაპრულ ადგილას დაგვაბრუნებს?--კარს კენჭი ესროლა ნიცამ და ისე მოიწყინა, ლამის ატირდა.

--არა, ეს ადგილი რუკაზეც კი არ არის..

--ეს ადგილი არარეალურია, კიდევ ვერ გაიგეთ?...--ჩაიჩურჩულა ანიმ:--ძალიანაც რომ გვინდოდეს, იქ ვერ მივალთ ამ კარის გარეშე.

--მაშ ჩვენს მცდელობას აზრიც არ ჰქონია.

    შეთანხმებულებივით დადუმდნენ ბავშვები და ამ სიჩუმეში უფრო მკაფიოდ გაისმა ჭრიჭინების გაბმული ბზუილი... ისინი გაჰკიოდნენ გულისგამაწვრილებლად და ეს ხმა ახლა სულაც აღარ  ჟღერდა საამაოდ, პირიქითაც კი, ძლივს შეკავებულ ცრემლებზე გამაღიზიანებლად ურტყამდა ბავშვებს.

--მოიცა, მოიცაა...--საჩვენებელი თითი მაღლა შეჰმართა გიორგი და გოგონებს ანიშნა გაჩუმდითო:--ეს ხომ სხვა უცნაური ხმაა... არ ჰგავს ჭრიჭინის წივილს.

  ბავშვები გაინაბნენ...

--გეჩვენება!--ხელი აიქნია ანიმ და დანანებით გააქნია თავი.

--სულაც არა!აბა კარგად მოუსმინეთ!

   ბავშვებმა კიდევ უფრო დაძაბეს სმენა. ჭრიჭინის ბზუილს, სხვა უფრო ბოხი და მჭექარე ხმა ერთვოდა თან, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდებოდა თანდათან.

--ბავშვებო აქეთ!--ჩუმად ჩაიჩურჩულა ნიცამ და მეგობრებს სიბნელეში შეუძღვა.

   ბევრი სიარულიც არ დასჭირდათ. ძალიან მალე წამოადგნენ თავზე, ხის ქვეშ მხართეძოზე წამოგორებულ ზედმეტად საყვარელ მაქციას, რომელიც სულაც არ ჰგავდა არც თავის წინაპრებს  და არც ინტერნეტში დადებულ უამრავ ფოტოს, ვითომ მაქციები რომ იყვნენ. ეს საყვარელი არსება ყველა მითსა თუ ამბავს აყენებდა ეჭვ ქვეშ, რაც კი  მაქციებზე აქამდე თქმულა, იმდენად  უწყინარი  გარეგნობა ჰქონდა.

--შენ აქ რას აკეთებ?--სიხარულისაგან ტაში შემოჰკრა ანიმ და მის გვერდით მოკალათდა.

--ჩუ....მაად!--პირზე თავის მწვანე და დამრგვალებული თითი  მიადო მავრამ მას და გოგონაც გაისუსა:--რას დახტიხარ  აქ?.. მეც  ბზუილით გეძახდით და ნეტავ რატომ?... იმიტომ ხომ არა რომ სხვებს არ შეენიშნათ თქვენი გამოსვლა?

--შენ თავად მოგვაკითხე? ... რატო???--სიხარულისგან თვალები აუციმციმდა გიორგის და აშკარად ერთი სული ჰქონდა, რომ ამ უცნაურად საყვარელი მაქციის ლოყები დაეჩქმიტა.

--თქვენ ხომ გინდოდათ?--გაკვირვებით ჩაიბურტყუნა მავრამ და მძიმედ წამოდგა ფეხზე. ახლა ის, გიორგის  და სხვა დანარჩენ ბავშვბს, ზუსტად მკერდამდე სწვდებოდა და განში?.. ო, განში გაცილებით მრგვალი და სავსე იყო, ვიდრე ოთხივე ერთად შეერთბული.

--რა პრობლემაა, შემიძლია ახლავე წავიდე!

--არა და  არა!--გზა გადაუჭრა მკვირცხლად გიორგიმ:--ჩვენ გვინდა შენთან  და გვინდა მარიამის ნახვა.

--მარიამის...--უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა თითქოს მაქციამ და თითოეული ბავშის სახეს მოავლო მზერა:--კი... სურვილი თქვენი მართლაც დიდია  და მეც არ ვარ წინაამღდეგი, იქნებ თქვენ შესძლოთ მისი გამხიარულება?

--ნამდვილად, ნამდვილად!--ნათქვამი მოუწონეს მეგობრებმა მას.

--დიდ გულზეც ნუ მოხვალთ!--ცოტა არ იყოს ხმამღლა შესძახა მავრამ და ბავშვებისკენ ხელი გაიწოდა:--მომეცით თქვენი ხელისგულები!

  ბავშვებმა ერთმანეთს დაბნეული თვალებით გადახედეს.

--ჰე, რაღას უცდით?--წაისისინა ჩუმად მავრამ და რამოდენიმე წამში, მის ხელისგულს ბავშვებმაც  შეაგებეს ხელები.

--რა უნცაურად ცივი ხარ მავრა!--შეკრთასავით ლილე.

--ხმა... მადროვეთ!--ჩაიბურტყუნა მაქციამ და თვალები დახუჭა, შემდეგ კი ბავშვებსაც იგივეს   გაკეთება სთხოვა.

    წამიერად სიჩუმე ჩამოვარდა. მავრა იდგა თვალებდახუჭული და  გაურკვეველ სიტყვებს ბურტყუნებდა თავისთვის.

   უეცრად კი საიდანღაც მოსული ნათელი შემოიჭრა მათ გონებაში, სიმსუბუქის შეგრძნებამ  ჩიტებადაც  კი აგრძნობინა თავი მათ,  თუმცა არსად იყო შიშის განცდა, მაქციას მინდობილი ხელები, მალევე აღმოჩნდნენ ახალ რეალობაში, ისევ იმ ზღაპარში სადაც დაბრუნება ასე უნდოდა ოთხივე მათგანს.

--ჰა... ნუ გაგიტკბათ, გაახილეთ თვალები!--თითქოს შორიდან შეოესმათ მავრას ხმა.

   მათ მძიმედ და ერთმანეთის მიყოლებით გაახილეს თვალები.

--ჩვენ ისევ აქ ვართ!

    სიხარულითა და ყიჟინით გადაეხვივნენ ბავშვები ერთმანეთს და ადგილზე ხტომას მოჰყვნენ, რადგან სხვა ვერაფერი მოიფიქრეს ბედნიერების გამოსახატავად.

--აქ ისევ დღეა, მზეა... და საოცარი სურნელია!--აღმოხდა სიხარულისგან ლილეს და სურნელის ხსენებაზე ახლაღა გააყოლა ყნოსვა ამ დამატკბობელ და თავბრუდამხვევ არომატს, რომელმაც მალევე მიიყვანა ჩანჩქერთან სულ ახლოს, სადაც პატარა ფანჩატურში ულამაზესი სუფრა გაეშალა ყოჩღ ხელს.

    თქვენ აქ უმარავ ტკბილეულთან ერთად ნახავდით ყველანაირი ფორმისა, ფერისა და ზომის დონატებს, ბამბისა და კარამელის ნაყინებს, შუშხუნა  ლიმონათებს არაამქვეყნიურად ალიცლიცებული ფერებით  და უზარმაზარ ტორსტს, მავრას ბიუსტით.

--ღმერთო  ჩემო, რა სილამაზეა!--წამოიძახა  გაოცებისაგან ანიმ და იისევ დატრიალდა ხელებგაშლილი, როგორც ჩანს მის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა.

--რა თავმდაბალია ჩვენი მავრა!--გაეღიმა ნიცას, რა მის უზარმაზარ მწვანე ტორტს მოჰკრა თვალი.

--არ მოგწონთ?--წყენა დაეტყო ხმაში მაქციას.

--რატომაც არა, უბრალოდ არ ვიცით როგორ უნდა შეგჭამოთ?

--ამაზე ნუ ინერვიულებთ, მშვიდად მიირთვით.

--მერედა ამდენი ტკბილეული შეიძლება?

--ოხ, ეს ადამიანები! წიგნებსა და სტატიებში ბევრს წერთ ტკბილეულობის მავნებლობაზე მაგრამ, მაინც იმდენს მიირთმევთ, რომ დედამიწის მოსახლეობა მის შესაძენად 7 მილიარდ დოლარს ხარჯავთ ყოვეწლიურად.

--მართლა ამდენს?

--ზუსტადაც... ხოდა არ გვინდან ამდენი შეცხადება ან იმის ძახილი, რომ შოკოლადი მავნებელია! თქვენ ისიც არ გეცოდინებათ, რომ სხვადასვა ქვეყნებში შოკოლადით, საუკუნეების განმავლობაში მკურნალობდნენ ბრონქიტს, დეპრესიასა და მწერების ნაკბენებს.

--ნუთუ?--იკითხა თვალებგაფართოებულმა ლილემ და შოკოლადის უზარმაზარ დათუნიას დაავლო ხელი, ან რატომაც არა, მავრა ხომ ასეთი ვჭკვიანური სახით ღაღადებდა მის სასარგებლო მოხმარებაზე.

--ხილი მირჩევნია...--მწვანეში ჩაფლულ ბაღს დამშეული თვალებით გადახედა ლილემ, სადაც სიმწიფისაგან ლოყებ დაწითლებული მსხლები და ვაშლები, ერთმანეთს სიდიდეში გასჯიბრებოდნენ.

--ოჰ, ახლა ამას ნუ დამაკრეფინებთ!--ხელი აიქნია მავრამ:--თუმცა მოიცა...ოო ეს სიბერე, ზოგიერთი ჯადოსნობა თავიდან მაქვს უკვე ამოფრენილი.

   ბავშვებმა ერთმანეთს გაოცებით გადახედეს და უფრო მეტად დაუმრგვალდათ თვალები გაკვირვებისაგან, როცა მავრამ  კომბინიზონის  წინა დიდი ჯიბიდან, პლანშეტი გამოაძვრინა, გახსნა და ჩაფიქრებული სახით ჩაიბურტყუნა:--როგორ ჩამოვყაროთ მსხალი ხიდან ისე, რომ თან არ დაზიანდეს?

--რას შვები მავრა?--გაიოცა გიორგიმ.

--ვგუგლავ!

--რას ამბობ, განა ამ ჯადოსნობის პოვნაც შეიძლება ინტერნტში?

--ღმერთო ჩემო, რამდენი კითხვებია?

--გვაჩვენე რა მავრა, გვაჩვენე...-ყიჟინით თავს დააცხრნენ ბავშვები მაქციას და ლამის გადმოადგეს სკამიდან.

--ბავშვებო, მადროვეთ! აღარ მინდა, მე თვითონ მოვიფიქრებ რამეს!--როგორღაც თავის დაღწევა შეძლო მან  და გიორგის ფეხებ ქვეშ თავი გამოჰყო.

   ცოტა ხანში კი მსხლით დატვირთული ხე, ნაყოფისაგან ჩამოიცალა და მსხლებმა ჰაერში დაიწყეს ლივლივი.

--რა საოცრებაა, ნუთუ ეს მართლა გუგლში წაიკითხა?  არ მჯერა..

--რა თქმა უნდ არც მე მჯერა!--ტუჩები აიბზუა გიორგიმ და იმ მსხალს ჩაავლო ხელი, რომელიც მის ცხვირ წინ ქანაობდა გამომწვევად.

--რა კარგია, რომ ამ ყველაფერს დედაჩემი არ ხედავს...--ღიმილით გააყოლა მზერა ლილემ დაბრაწულ ხილს.

--ნამდვილად!--კვერი დაუკრა ანიმაც.

--მე მაინც ზომიერებას ვარჩევდი!--ცხვირი აიბზუა ნიცამ  და ფორთოხლის წვენს გადაუძახა მადიანად მუცელში:--სხვა თუ არაფერი, არ მინდა შენსავით დავმრგვალდე, ეს ხომ შენი საყვარელი შოკოლადების ბრალია?

--სულაც არა... შენ არ იცნობ ჩემი მოდგმის მაქციებს, ჩვენ ყველა ასეთი ფუმფულები და საყვარლები ვართ.

--და სად არიან ისინი, სად ცხოვრობენ?

--ეჰ... ისინი გაცილებით ლამაზ და ზღაპრულ ადგილას არიან, მაგრამ....

--მაშ რატომ არ ხარ მათთან?

--ძალიან მინდა, მაგრამ მარიამის დატოვება ჯერ არ შემიძლია, მე მას პირობა მივეცი...

--მარიამი... ხო სად არის?--გარშემო მზერა მოავლო ლილემ.

 --ის მალე მოვა, დღეს მისი დედიკოს დაბადების დღეა, ეს წვეულებაც მისთვის გავმართეთ,მარი ყველას მთელი გულით გელოდებოდათ...

    ამის თქმასთან ერთად, მალე მინდვრების მხრიდან, სადაც უმარავი ფერის და ჯიშის ყვავილები  ხარობდა, თეთრ ულამაზეს ბაფთებიან და აციმციმებულ კაბაში გამოწყობილი გამოჩნდა მარი.  ის მართლაც ამ ზრაპრული ადგილის პრინცესას ჰგავდა, კეთილი ღიმილითა და ჰაეროვანი მოძრაობებით. ბავშვებმა ერთხმად აღიარეს გულში, რომ ის ყველაზე მეტად იმსახურებდა სიყვარულის ბანაკი პრინცესობას, მასში არ იყო ამპარტავნებისა და ქედმაღლობის პატარა მარცვალიც კი და მთელი არსებით დაატარებდა სიკეთეს.

--შეეენ.. შენ მართლაც მშვენიერი ხარ...--ძლივს გასაგონი ხმით ამოილუღლუღა გიორგიმ და ლოყები წითლად შეეფაკლა.

  გოგონებმა მის დარცხვენილ გამომეტყველბას  გულიანად დასცინეს და მარი მოიწვიეს სუფრათან.

   ყველას სურდა საუბარი ამ იდუმალ და მორცხვ არსებასთან, მაგრამ მარი ჯიუტად დუმდა, მისი დუმილის მიზეზი კი მავრას გულში ედო და წუთი-წუთზე აპირებდა მის გაზიარებას ცნობისმოყვარე ბავშვებისათვის.

--მას ძალიან უხარია თქვენი ნახვა, თქვენთან ყოფნა...--მის დუმილს ღიმილით თარგმნიდა მაქცია და თვალებში მართლაც, რომ დიდი სიყვარული ემჩნეოდა ამ პატარა გოგონას მიმართ, რომელიც ასევე დიდი სიყვარულით პასუხობდა მავრას, სწორედ ამიტომ იყო რომ მოსვლისთანავე მის გვერდით მოკალათდა და კეთილი, ძალიან ბედნიერი თვალებით შესცქეროდა ახლა მეგობრებს.

--რა ლამაზი კაბა გაცვია მარი!--ლილემ აღტაცება ვერ დამალა მისი ბრჭყვიალა არშიების შემყურემ და გაუბედავად ხელიც კი წაავლო მხარზე.

--ძალიან მოგწონს?--იკითხა მხიარულად მავრამ.

--რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება ეს არ მოსწონდეს გოგონას?

--მაშ მოემზადე და დატრიალდი სამჯერ!--ამაყად გაიბღინძა მაქცია, იქვე მდგარ დიდი კაკლის ხის კუნძზე შემოხტა და იმ ნაცობ ბუტბუტს მოჰყვა.

    ბავშვების სახეები ცნობისმოყვარეობამ და უცნაურის მოლოდინის სურვილმა აავსო, ლილე კი უფრო მეტად დაბნეული წამოდგა და უთქმელად დატრიალდა...

   და სწორედ ამ დროს მოხდა ის, რასაც არავი ელოდა.  ლილეს ვარდისფერი სპორტული სამოსი, მალევე გადაიქცა აციმციმებულ ბრჭყვიალა და ვარდისფერ კაბად, ფეხზე თეთრი კეტები კი-- თეთრი ფერისვე ბრჭყვიალა სანდლებმა შეცვალა.

--ღმერთო ჩემო, ეს ხომ  სასაწაულია!!--ყიჟინა დასცეს მეგობრებმა.

   ლილე გაოცებული დასცქეროდა საკუთარ ახალ ჩაცმულობას და თვალები ლიხარულისგან უციმციმებდა. ახლა მას ზუსტად ისეთივე კაბა ეცვა როგორიც მარიამს, ოღონდ ვარდისფერი.

--მავრა შენ კონკიასავით გამალამაზე.. შენ ყველაზე კეთილი მაქცია ხარ, ყველაზე...--სიხარულისგან სიტყვებს თავს ვეღარ უყრიდა ბავშვი.

--სხვა მაქციებსაც იცნობ?--ეშმაკურად ჩაიქირქილა მავრამ.

   მალე სხვებმაც მოინდომეს ზღაპრის გმირებივით გამოწყობა. ნიცა მალევე დაემსგავსა მეკობრეების გულად ასულს, გიორგიმ სუპერმენობა ისურვა, ანი  კი ყველასდა გასაოცრად, პეპის სამოსში გამოეწყო, დიდი დაწნული კიკინებით.

   ტკბილელით ვახშამი მხიარულად მიდიოდა. ბავშვები ერთმანეთთან თავს იწონებდნენ ახალი სამოსით. განა ყოველთვის ხდება ეს საოცრება? განა ყველა ბავშვს უსრულდება ასეთი სანუკვარი სურვილები?

--მარი ჩვენ გვინდა შენი გაცნობა და კიდევ შენი საყვარელი დედის იუბილეს გილოცავთ!--მხიარულად ჩამოარაკრაკა ანიმ სათქმელი და ამაყად გაიბღინძა. თუმაცა ჰოი  საოცრებავ! მარის ღიმილიანი სახე მალე მოიღრუბლა სევდით და თვალებში ცრემლებიც კი ჩაუდგა.

--მე .. მე არ მინდოდა მისი წყენა!--თავი დამნაშავედ  იგრძნო ანიმ, თუმცა მხიარულმა მაქციამ, მალე ყველაფერს ნათელი მოჰფინა.

--შენ არაფერს შუაშია ხარ პატარა ქალბატონო, აბა კარგად მომისმინეთ..--თითქოს დიდ საიდუმოებას ნათელს  ჰფენსო, ისეთი სახე მიიღო მავრამ და ჩვეულზე მეტად დაბალი ხმით დაიწყო ამბის მოყოლა.

--ეს პატარა, მაგრამ  ძალზედ სევდიანი ისტორიაა, რომელიც მხოლოდ მარის ეკუთვნის. იცის მან, მე და კიდევ ერთმა უცნაურმა ადამიანმა, რომელსაც ყველა თქვენგანი იცნობს.

    ბავშვები სმენად იქცნენ, მავრამ კი კუნძიდან რბილ სკამზე გადაინაცვლა, მოხერხებულად მოკალათდა და განაგრძო:--იმ   წვიმიან და ძალზედ სევდიად დღეს,  როცა გარეთ ყველაფერი სველი იყო, მარის მშობლები ერთადერთი ქალიშვილის იუბილის აღნიშნავნას აპირებდნენ  და როდესაც, ისინი უამრავი ბუშტებითა და ტკბილეული  ნუგბარით დატვირთულნი სახლში ბრუნდებოდნენ, მათი მანქანა გზიდან გადავარდა. იმ საღამოს  მარის მშობლები სახლში ვეღარ დაბრუნდნენ. ამ მაბავმა კი  ჩემს საყვარელ გოგონას, საუბრის სურვილიც დაუკარგა და მას შემდეგ არის ასე ჩუმად,მე ბევრს ვეცადე, მაგრამ მისი მშვენიერი ხმა ჯერ ვერ გავიგონე...

   აქ ცოტა ხანს შეისვენა მავრამ.

   სიჩუმე იყო... ჩანჩქერის  გაყინული წვეთები მათ სუფრამდეც აღწევდა და მისი შხეფები მზის სხივებზე უამრავ ცისარტყელას  ჰქმნიდნენ, თუმცა ამ სილამაზეს  ახლა ყურადღებას არავინ აქცევდა, რადგან ახლად მოსმენილ ამბავს,  ყველა დაესევდიანებინა და ელოდნენ მის გაგრძელებას.  კეთილმა მაქციამ კი უკვე გაბრაზებული ხმით განაგრძო:--მაგრამ ამ ცუდმა ამბავმა, ყველაზე მეტად გააბრაზა ერთი ბერიკაცი და აბა თუ გამოიცნობთ ვინ არის ეს ადამიანი?

   ბავშვებმა ერთმანეთს გადახედეს, მათ გონებამ ვერ მოძებნა თუ ვინ უნდაა ყოფილიყო ეს ბერიკაცი.

--კარგით, ბევრს აღარ გაწვალებთ და გეტყვით! ის ბერიკაცი თქვენი დირექტორი ზაქარაა, რომელმაც ეს უბედურება  მარის დააბრალა, მხოლოდ იმიტომ რომ იმ დღეს მისი დაბადების დღე იყო და მშობლებს მასთან მიეჩქარებოდათ.

--დირექტორი ზაქარა? რატომ?

--იმიტომ რომ ის მარის ბაბუაა... მისი საყვარელი დედიკოს მამა. აი მას შემდეგ კი ამ ბანაკში წამოიყვანა გოგონა დაა ამ ლამაზ სახლში გამოკეტა, იმ ბრძანებით რომ მასთან არავინ შევიდოდა, მხოლოდ საჭმელს შეუტანდნენ.

--როგორი ავი კაცი ყოფილა!

--ნამდვილი ვერაგი!

--როგორ გაიმეტა შვილიშვილი?

     წამოიძახეს ბავშვებმა, მავრამ კი განაგრძო:

--და მას მერე იმდენს ტიროდა პატარა გოგონა, რომ მისმა ხმამ ჩემამდეც კი მოაღწია. დიდხანს ვერ ვუსმინე მის გულამოსკვნილ ტირილს და დავტოვე ჩემი საყვარელი მაქციეთი, სადაც ბედნიერად ვცხოვრობდი ჩემს ახლობლებთან ერთად და მასთან წამოვედი.

--შენ ძალიან კეთილი ხარ მავრა!--სიყვარულით გაუნათდა სახე ლილეს და შემდეგ კითხა:--თუმცა შენ საოცრებების მოხდენაც შეგიძლია, მაშ რატომ არ აცოცხლებ მის მშობლებს?

    მავრას გაეღიმა:--ასე არ შეიძლება ჩემო პატარა მეგობარო..

--რატომ? შენ ხომ ერთი ხელის დაქნევით მე ეს ლამაზი კაბა ჩამაცვი?

--კი, მაგრამ მე არავის  გაცოცხლება არ შემიძლია,  ეს ბუნების კანონზომიერებას ეწინაამღდეგება. აბა წარმოიდგინეთ, ყველას რომ თავის საყვარელი ადამიანი დავუბრუნოთ, რომელიც ენატრება, განა ეს დიდი აურზაურს არ შექმნის სამყაროში? განა ყველაფერი არ აირევა?

   ბავშვები დუმდნენ, ყველას დარდი ეხატა სახეზე.

   მაგრამ მავრამ მათ თვალი გადაავლო და ძალიან მხიარული ხმით შესძახა:--თუმცა ჩემი პატარა მეგობრების პატარ-პატარა სურვილებს კიდევ შევასრულებ, აბა მითხარით, გელოდებით!

    და ამ სიტყვებისთანავე მან ისევ მხიარული და ეშმაკური გამომეტყველება მიიღო, ისეთი ყველაზე მეტად რომ უხდებოდა მას.

   ბავშვებმაც როგორც მათ ბუნებას სჩვევია, მალევე გადაიგდეს გულიდან ცუდი ფიქრები  და პირველი ლილე წამოხტა ტაშის კვრით:--მე დედა მინდა დავინახო?

--ოოჰ! დედიკო მონატრებია ქალბატონს, აბა თვალები დახუჭე და მხოლოდ შენს დედიკოზე იფიქრე.

  ღიმილით უთხრა კეთილმა მაქციამ გოგონას და ლილე გაშეშდა, მოულოდნელობისა და სიხარულისგან გაიბადრა, თვალებში და  მის წარმოსახვაში, მისი  მონატრებული დედა სამზარეულოში ფუსფუსს განაგრძობდა, თანაც  მისთვის საყვარელ მელოდიას ღიღინებდა.

    ოჰ! როგორ მონატრებოდა დედა, მისი გამომცხვარი ფუნთუშების ტკბილი სურნელი.

--აბა შენ გისმენ ვაჟკაცო!--ახლა გიორგის მიუბრუნდა მავრა.

--მე..--დარცხვენილმა ჩაილაპარაკა ბიჭმა და ვერ გადაეწყვიტა ეთქვა თუ არა თავის სურვილი.

--ჰო, რას ყოყმანობ?

--მე გამრავლების ტაბულა ვერ ვისწავლე კარგად, სულ მიჭირს... სულ..

  გოგონებმა გულიანად გადაიკისკისეს.

--გიორგი, აბა რამდენია ცხრაჯერ ხუთი?

--45 მავრა!--ელვის უსწრაფესად უპასუხა გიორგიმ და სახეზე სიხარულთან ერთად გაოცებაც დაეხატა.

--ხედავ, არც ისეთი გულმავიწყი ყოფილხარ, გონებასაც თუ გაავარჯიშებ უფრო კარგად იქნება შენი საქმე!--შეაგულიანა  მაქციამ ბიჭი და კმაყოფილად ჩამოისვა ნიკაპზე ხელი.

--მე კი..--მორიდებით დაიწყო სურვილის გამოთქმა ანიმ:--არ ვიცი ამ სურვილს შემისრულებ თუ არა?...იცი, მე მინდა, რომ ერთი დღით მაინც შემეძლოს შენსავით სასწაულების მოხდენა.

  მავრა დაფიქრდა, ფეხზე წამოდგა და წინ და უკან მოჰყვა სიარულს, თან როგორც ჩანს დიდ საფიქრალს მისცემოდა. ბოლოს უეცრად შედგა, ადგილზე გაშეშდა და ანის მიუგო: --კარგი პატარა ქალბატონო... შენ მხოლოდ ერთი დღით შეძლებ  პატარ-პატარა სასწაულების მოხდენას.

   ანიმ სიხარულისაგან ტაში შემოჰკრა, ბავშვებმა კი წყენით გადახედეს მის აღტაცებას და გულში ყველას იმ აზრმა გაუელვა, რომ რატომ მათ არ მოაფიქრდათ ეს დიდებული სურვილი, ეს ხომ მართლაც საოცარი იქნებოდა.

--მე, მე კი...--ადგილიდან წამოხტა  ნიცა, მაგრამ მავრამ იგი შეაჩერა და ჩურჩულით უთხრა:--ზარის ხმა გესმით?

--კი, კი...

--ჰოდა გაიქეცით! თქვენთან უკვე დრო გავიდა და მთელი ღამე ჩამოთავდა, პირველი გაკვეთილი გეწყებათ.

    ლილემ სულ ბუზღუნ-ბუზღუნით ჩაილაგა ხის მოწნულ კალათაში დონატების მთელი არმია იმ მიზეზით, რომ ლიზისაც ძალიან უყვარსო და აუცილებლად  უნდა წავუღოვო!  წინაამღდეგიც არავინ იყო, მარიამმა ბაფთებით შეკრული შოკოლადის ლამაზი პატარა ყუთებიც დაურიგა მათ და ყოველი შემთხვევისთვის, ფერად-ფერადი ჯოხიანი კანფეტებითაც გაუვსო ხელები და კმაყოფილი თავისი საქციელით, შორიახლოს დადგა.

    შემდეგ  მავრამ  ჩვეული ბუტბუტით ბავშვები თავისსავე ოთახებში დააბრუნდა და თავად მარტო დარჩენილი, მადიანად შეუდგა სუფრის ასუფთავებას. მას ხომ ტკბილეული ისე უყვარდა, რომ ცოტა ხანში ამ დახუნძლული მაგიდიდან არც ერთ მათგანს აღარ დატოვებდა.

მოთხრობა 8 ~ 14 წლის ბავშვებისათვის


სხვა მომხმარებლების აზრით, ეს $work_type საინტერესო შეიძლება იყოს საშუალოდ 8-დან ~ 14 წლამდე ბავშვებისთვის. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

ნუ იტყვით ხშირად „არას“

შეიძლება შეუძლებლად მოგეჩვენოთ, თუმცა, ასე არ არის! შეეცადეთ არ თქვათ "არა" ძალიან ხშირად. ბავშვების გული მგრძნობიარეა და მათთვის ხშირი უარის თქმამ შეიძლება არასრულყოფილების გრძნობა გაუჩინოს. ხშირი „არას“ თქმით ბავშვში მეამბოხე დამოკიდებულება ვითარდება. ეცადეთ უარის თქმის დროს იყოთ ლბომიერი. ახსენით უარის მიზეზი და ბავშვი გაგიგებთ.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024