ერთ ფერმაში ერთი ჯიუტი ვირი ცხოვრობდა. არავინ მე არ მაქებს, ჭკვიანურად მოვიქცევი, სიმღერებსაც ვისწავლი, ვიმღერებ და იქნებქებაც დავიმსახუროო, ფიქრობდა იგი.
რამდენიმე დღეში ბევრი რეპეტიციის შემდეგ ვირმა ჩათვალა, რომ ის უკვე საუკეთესო მომღერალი იყო და გადაწყვიტა ჩანაფიქრი სისრულეში თამამად მოეყვანა, მაგრამ თავი შეიკავა და რჩევა მეგობარ ცხვარს სთხოვა, ცხვარმა უპასუხა: მეგობარო, ამას ნუ იზამ, შენ არც ხმა გაქვს და არც სმენა, ამიტომ მეტი დაფიქრება გმართებს, სანამ ფერმის ბინადრების წინაშე ამღერდებიო. ვირს ძალიან ეწყინა ცხვრის ნათქვამი და თავი ვეღარ შეიკავა, ჯერ ყროყინი დაიწყო და შემდეგ წიხლი დასცხო ცხვარს. ცხვარი მაშინვე გაეცალა ვირს და გულში ფიქრობდა, განა, შეიძლება სულელი ვირისგან წიხლი ეწყინოს ვინმესო?!
მორალი(შეგონება): „ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს“
სხვა იგავ-არაკები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
Kids.ge-ს რჩევები
იყავით მომთმენი და თანმიმდევრული
ძილის რეჟიმის ჩამოყალიბებას დრო სჭირდება. იყავით მომთმენი და თანმიმდევრული.
ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საინტერესო